სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

კონკურსი ჟურნალისტებისათვის სისხლის სამართლის და სასჯელაღსრულების საკითხებზე

0 კომენტარი
 2015 წლის 27 აპრილი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ორგანიზაციის “ციხის საერთაშორისო რეფორმა” სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის

სისხლის სამართლის და სასჯელაღსრულების საკითხებზე საუკეთესო ტელე, რადიო, ინტერნეტ და საგაზეთო რეპორტაჟების/სტატიების შესარჩევად.

კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სისხლის სამართლის რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით” ფარგლებში. კონკურსში ჟურნალისტების მონაწილეობის პირობაა ტელე, რადიო, ინტერნეტ ან საგაზეთო სიუჟეტის/სტატიის მომზადება და მისი ცენტრალურ ან რაიონულ ტელე- ან რადიომაუწყებელში, გაზეთში ან ინტერნეტ გვერდზე განთავსება, 2015 წლის 1 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით.

ორგანიზაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველებს სთავაზობს საკითხებს, რომელიც კონკურსის პრიორიტეტულ თემებს წარმოადგენს, თუმცა კონკურსზე სხვა სისხლის სამართლის ან სასჯელაღსრულების თემატიკის მასალის წარმოდგენაცაა შესაძლებელი:

** არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება;
** წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია, გამოძიება;
** მხარეთა თანასწორობა სისხლის სამართლის პროცესში;
** აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა;
** სასჯელთა გამოყენება, მათი პროპორციულობა და დასაბუთებულობა;
** არასაპატიმრო სასჯელებისა და ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა; (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, თავისუფლების შეზღუდვა; პრობაციის სააგენტოს საქმიანობა);
** განრიდება და მედიაცია;
** სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება;
** პატიმართა უფლებები;
** სუბკულტურების გავლენა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

ძირითადი კრიტერიუმები საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად: თემის აქტუალობა, კვალიფიციური ანალიზი/ასახვა, რეზონანსი, გადმოცემის უნარი/ფორმა:

მასალის კონკურსზე წარდგენის პირობები:

** ტელე- ან რადიოსიუჟეტი წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულ მატარებელზე (CD ან DVD). მასალასთან ერთად უნდა მიეთითოს სიუჟეტის ეთერში გასვლის თარიღი და დრო, ასევე ის ტელე- ან რადიომაუწყებელი და გადაცემა, რომლის ეთერშიც გავიდა სიუჟეტი.
** ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტმა უნდა წარმოადგინოს იმ გაზეთის ან ჟურნალის ასლი, რომელშიც გამოქვეყნდა საკონკურსო მასალა.
** ინტერნეტ გამოცემის ჟურნალისტმა უნდა მიუთითოს ბმული, სადაც განთავსებულია მასალა და ასევე წარმოადგინოს მასალის ამობეჭდილი ვერსია.

კონკურსის მონაწილეებმა უნდა შეავსონ თანდართული რეგისტრაციის ფორმა. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 ივნისი.

გამარჯვებულ ნამუშევარზე აუცილებელია დონორის, პროექტის სახელწოდების და დისქლეიმერის მითითება. შესაძლებელია ერთი პირის მიერ ერთზე მეტი ნამუშევრის წარმოდგენა.

პრიზი:

კონკურსის შედეგად გამოვლინდება I, II და III ადგილის მფლობელი ჟურნალისტები, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოებს შესაბამისად 1000, 800 და 500 ლარის ოდენობით. გამარჯვებულების დაჯილდოება მოხდება ივნისის ბოლოს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე:

ქიქოძის ქ. 16, თბილისი საქართველო 0105
ტელ.: + 995 322 98 35 60
ელ. ფოსტა: kotiashvili@penalreform.org

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT