ქუთაისში მცხოვრებ სტუდენტებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი) ძირითად არსს და ისტორიას.
კურსის მონაწილეები მოისმენენ ლექციებს კულტურასა და რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, შეხვდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიებში.
პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში არსებული რელიგიური ძეგლების და ცენტრების დათვალიერებას, ესეების კონკურსს და ფილმების ჩვენებას.
სალექციო კურსი უფასოა და მისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი.
ლექციები დაიწყება აპრილიდან და დასრულდება ივლისის ბოლოს. შეხვედრები ჩატარდება პარასკევ დღეს, თვეში ორჯერ.
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ქუთაისში მცხოვრებ 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 10 აპრილი.
მონაწილეობისთვის, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.