სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

მერყევი მშვიდობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

0 კომენტარი
 2014 წლის 23 სექტემბერი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობამ, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო.

ვლადიმირ პუტინი, ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი 10 აგვისტოს შეხვედრაზე სოჭში (ფოტო: სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი).

ვლადიმირ პუტინი, ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი 10 აგვისტოს შეხვედრაზე სოჭში (ფოტო: სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი).

ეკატერინა პოღოსიანი, ვაჰე ჰარუტუნიანი – კავკასია

მღელვარე ზაფხულის შემდეგ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სროლის ხმა აღარ ისმის. დაძაბულობის განმუხტვა პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას მოჰყვა, რომელიც ვლადიმირ პუტინის შუამავლობით შედგა.

10 აგვისტოს სოჭში გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი შეიარაღებული  დაპირისპირება, რომლის დროსაც ორივე მხარეს ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა. ყარაბაღში ომის დასრულების და ზავის დადების ოცი წლისთავზე მხარეები კონფლიქტის განახლების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. სროლები მიმდინარეობდა როგორც ე.წ. „გამყოფი ხაზის“ გასწვრივ, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარის სხვადასხვა მონაკვეთებზე.

ვლადიმირ პუტინმა შეხვედრას მარტო უმასპინძლა, რითაც ფაქტობრივად ჩამოიცილა ყარაბაღის კონფლიქტის მთავარი მედიატორი ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეებიც, რუსეთთან ერთად, არიან ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი. პუტინის განცხადებით, მოსკოვი არ წყვეტს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, სომხეთთან და აზერბაიჯანთან „ჩვენ გამორჩეული, განსაკუთებულად ახლო ურთიერთობა და დიდი ხნის ისტორია გვაკავშირებს, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ გულწრფელად გავცვალოთ შეხედულებები იმის თაობაზე, თუ სად ვიმყოფებით და რისი გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც წარსულიდან გვერგო“.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა მშვიდობიანი პროცესის აუცილებლობაზე ისაუბრა. პუტინის თქმით, მას სჯერა, რომ აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც „აქვთ კეთილი ნება“ რაც „ნებისმიერი რთული სიტუაციის“ მოსაგვარებლად აუცილებელი წინაპირობაა.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ თავად სარგსიანის და ალიევის შეხვედრის ფაქტი, უკვე იყო იმის ნიშანი, რომ ორივე მხარე მზად იყო დათმობებზე წასასვლელად, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდეც საზღვრისპირა ზოლზე დაძაბულობის დაცხრომით.

ყარაბაღის საკითხზე ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ანდრეი კასპრზიკი ადასტურებს, რომ შეტაკებები მართლაც შემცირდა.

„ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება“, – განაცხადა კასპრზიკიმ აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო Trend-ისთვის 4 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში. „ზავის შენარჩუნებაზე ორივე მხარე არის პასუხისმგებელი“.

მან ასევე დასძინა, რომ სამხედროების და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ფაქტების შესამცირებლად აუცილებელია უსაფრთხოების ახალი ზომების გატარება. მაგალითად, ორივე მხარის დანაყოფების მეთაურებს უნდა მიეცეთ პირდაპირი კავშირის საშუალება, ეუთოს რადიოგადამცემების გამოყენებით.

„ზოგადად, ვცდილობ ნდობის აღდგენის კუთხით ისეთი ზომები გავატარო, რაც გაანელებს დაძაბულობას და ხელს შეუწყობს მინსკის ჯგუფის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას“, – განაცხადა კასპრზიკიმ.

სოჭში შეხვედრის შემდეგ, სარგსიანმა საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, რომ უფრო ააქტიურად ჩაერთოს მხარეთა განცალკევების პროცესში.

„ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ინციდენტების ადრეული გაფრთილებისა და გამოძიების საერთაშორისო მექანიზმი. თუ ჩვენ შევძლებთ ასეთი მექანიზმის ჩამოყალიბებას, ვფიქრობ, ეს იქნება ინციდენტების პრევენციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, რადგან მისი საშუალებით შევძლებთ პასუხისმგებელი მხარის გამოვლენას“, – განაცხადა მან ტელეკომპანია Armnews ეთერში.

ამჟამად აზერბაიჯანისა და სომხეთის გამყოფ ხაზზე მშვიდობისმყოფელები არ იმყოფებიან. ასეთი ძალების ამუშავება მოიაზრებოდა „მადრიდის პრინციპების“ პაკეტში. დოკუმენტს, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ერთ-ერთი საბაზო დოკუმენტი უნდა გამხდარიყო, ხელი 2007 წელს მოეწერა. „მადრიდის პრინციპები“ ითვალისწინებს რეფერენდუმის ჩატარებამდე მთიანი ყარაბაღისთვის დროებითი სტატუსის მინიჭებას, აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიების დაბრუნებას – მათ შორის სომხეთის მიერ კონტროლირებადი, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გახსნას და საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებას. არსებობს უთანხმოება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის იმაზეც, თუ რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ამა თუ იმ ელემენტის განხორციელება.

ადგილზე შედარებით მშვიდი ვითარების დამყარებისთანავე, სომეხი  ანალიტიკოსები შეეცადნენ გარკვეულიყვნენ იმაში, თუ რამ გამოიწვია ინციდენტების რაოდენობის მკვეთრი მატება. ბევრმა მათგანმა სროლების დაწყებაში პირდაპირ აზერბაიჯანი დაადანაშაულა.

სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე არზუმანიანის აზრით, „აზერბაიჯანმა სომხეთზე ზეწოლის წარუმატებელი მცდელობა განახორციელა იმ მიზნით, რომ ყარაბაღის მოლაპარაკებებზე მისთვის დათმობებზე წასვლა აეძულებინა. ბაქოში ჩათვალეს, რომ თავდასხმისთვის ეს ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იყო, რადგან მსოფლიოს ყურადღება უკრაინაზეა მიპყრობილი“.

ერევანში მოქმედი პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი რუბენ მეჰრაბიანი ეთანხმება იმ აზრს, რომ მიზანი სწორედ რომ ეს იყო, თუმცა აქვე დასძენს, რომ მისი განხორციელების მცდელობა კრახით დასრულდა.

„განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ, მას შემდეგ რაც შეტევაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ვერ მოახერხა დასახული სამხედრო მისიის შესრულება, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კი მათზე დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი“, – ამბობს ის.

რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი „არის არა ის, რაც მოხდა, არამედ ის, რაც არ მოხდა“. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მობილიზებული იყო დიდძალი ჯარი და შეიარაღება, აზერბაიაჯნულმა ჯარმა წარმატებას ვერ მიღწევა, რაც იმის დასტურია, რომ ის ჯერ საკმაოდ „შორსაა“ ფართომასშტაბიანი შეტევის განსახორციელებისაგან.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომეხი კოლეგების ქილიკზე საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ზაფხულში განვითარებული მოვლენების მიხედვით სომხური ჯარი შეაფასა, როგორც ცუდად გაწვრთნილი, უდისციპლინო და არასათანადოდ აღჭურვილი.

აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პირიქით, დარწმუნებულია თავისი არმიის ბრძოლისუნარიანობაში, სამხედროების ამაღლებულ სულისკვეთებაში და იმაში, რომ ჯარში პირობები ბევრად გაუმჯობესდა, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო APA-მ 6 სექტემბერს გაავრცელა.

ეკატერინა პოღოსიანი Mediamax.am რეპორტიორია სომხეთში. ვაჰე ჰარუტუნიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


ჟენევაში საკვანძო შეთანხმება შედგა
მარტი 24, 2016

საქართველო: პასუხი მზარდ რადიკალიზაციას
ივლისი 23, 2015


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT