სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ნაჯახით-მკვლელის შეწყალება აზერბაიჯანულ-სომხურ ურთიერთობებს უფრო ამძიმებს

0 კომენტარი
 2012 წლის 7 სექტემბერი   ავტორი: გიორგი კუპატაძე

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


მსჯავრდებული მკვლელის დაბრუნებას ბაქოში ზეიმით, ხოლო ერევანში აგრესიით ხვდებიან.

ავტორები: შაჰინ რზაევი, ნაირა მელკუმიანი – კავკასია

CRS გამოშვება #657,

2012 წლის 7 სექტემბერი

საფაროვი ჰეიდარ ალიევის საფლავზე (ვდადი მამადოვი)

უნგრეთის გადაწყვეტილებამ აზერბაიჯანელი ოფიცრის რეპატრიაციის შესახებ, რომელმაც თავისი თანაკურსელი ეროვნებით სომეხი მოკლა, სომხეთის მოსახლეობის განრისხება,  უცხოელი დიპლომატების შეშფოთება  და ანალიტიკოსების გაოგნება გამოიწვია.

2004 წელს რამილ საფაროვმა სომეხი ოფიცერი, გურგენ მარგარიანი ნაჯახით გამოასალმა სიცოცხლეს უნგრეთში, NATO-ს სკოლაში, სადაც ორივე ინგლისურ ენას ეუფლებოდა.

საფაროვს უნგრეთის სასამართლომ 2006 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, 31 აგვისტოს ის აზერბაიჯანში დააბრუნეს იმ პირობით, რომ სასჯელს იქ მოიხდიდა.

თუმცა, საფაროვი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ჩასვლისთანავე შეიწყალა. მას თავდაცვის მინისტრი საფარ აბიევი პირადად დახვდა, დაბრუნებისთანავე მას მიანიჭეს მაიორის წოდება, გადასცეს ახალი ბინა და პრემიის სახით 45,000 მანათი, ანუ, 57,000 დოლარი გადაუხადეს, როგორც ხელფასი ჯარში მსახურობისათვის ციხეში გატარებული 8 წლისათვის.

სომხეთში კი განრისხებულმა პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა უნგრეთთან დიპლომატიური კავშირები დაუყოვნებლივ გაწყვიტა და ქვეყანას ბრალი დასდო სამართლის ღალატში აზერბაიჯანიდან სესხის მიღების სანაცვლოდ.

ჩიხში შესული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე ეუთოს მინსკის ჯგუფის სამმა წევრმა ქვეყანამ, რუსეთმა, საფრანგეთმა და ა.შ.შ.-მ  შეშფოთება გამოთქვეს მიღებული გადაწყვეტილების გამო, ვინაიდან, მათი აზრით, ამ შემთხვევას რეგიონში ისედაც მყიფე სტაბილურობისათვის საფრთხის შექმნა შეუძლია.

„ჩვენ აზერბაიჯანის ამ ქმედებასთან დაკავშირებით წუხილს გამოვთქვამთ  და ახსნა-განმარტებას მოვითხოვთ. ასევე უფრო მეტ დეტალებს ველოდებით უნგრეთიდან ბატონი საფაროვის აზერბაიჯანისთვის გადაცემასთან დაკავშირებით,“ განაცხადა პატრიკ ვენტრელმა, ა.შ.შ.-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. „ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც რეგიონალური მასშტაბის დაძაბულობას გამოიწვევს.“

მსგავსი კომენტარი რუსეთმაც გააჟღერა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრე ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანის ასეთი ქმედება და უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება უპირისპირდება რეგიონში დაძაბულობის განმუხტვის საერთაშორისო ძალისხმევას.“

პრეზიდენტმა ალიევმა შეწყალების შესახებ მხოლოდ მოკლე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება სახელმწიფოს კანონმდებლობას შეესაბამებოდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ელდარ საბიროღლიმ კიდევ უფრო განავრცო განცხადება საფაროვის გათავისუფლების შესახებ და მას „სამართლიანობისა და აზერბაიჯანული დიპლომატიის გამარჯვება“, ხოლო „მტრის“ – სომხეთის – რეაქციას „ისტერიული“ უწოდა.

როგორც სჩანს, აზერბაიჯანლების უმეტესობა მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. როცა საფაროვის დაბრუნება გამოცხადდა, ბაქოს ცენტრში, პარკებსა და ქუჩებში ახალგაზრდები შეიკრიბნენ და ზეიმობდნენ.

ქალაქის მერიასთან, ახუნდოვის ბაღში, ათეულობით ახალგაზრდა დროშებს აფრიალდებდა, საფაროვის სურათები ეჭირათ და ანტი-სომხურ სლოგანებს გაიძახოდნენ, როცა იქვე მყოფი პოლიცია ამას არც კი იმჩნევდა.

„ვფიქრობ, სწორია რომ რამილი გამოუშვეს,“ განაცხადა ერთ-ერთმა მოზეიმე სტუდენტმა, ისკანდერ ათაზადემ. „მე მას გმირად არ ვთვლი, მაგრამ მან დიდი ვალის პატარა ნაწილი გადაიხადა.“

სომხეთში კი, ხალხს განრისხებული რეაქცია ჰქონდა.

პროტესტანტების მცირე ჯგუფი უნგრეთის საელჩოსთან შეიკრიბა, შენობას პომიდვრები დაუშინა და შეურაცხმყოფელ ფრაზებს გაიძახოდა.

მათი აზრით, საფაროვმა მკვლელობა „ხელისუფლების მიერ განხორციელებული მასიური ანტი-სომხური პროპაგანდის“ შედეგად ჩაიდინა.

„მისი შეწყალებით აზერბაიჯანის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარებს, რომ ის სომხების ხოცვას დანაშაულად არ მიიჩნევს,“ თქვა გაგიკ ბაღდასარიანმა, ერევანში მცხოვრებმა ისტორიის მასწავლებელმა.

კრიტიკა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომ მან ვერ შეძლო საფაროვის რეპატრიაციისათვის ხელის შეშლა, შეწყდა მაშინ, როცა პრეზიდენტმა სარგსიანმა ბუდაპეშტთან კავშირების გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

„ამ გადაწყვეტილებით მათ [უნგრეთმა და აზერბაიჯანმა] მკვლელებს აჩვენეს, რომ რელიგიურ და ეთნიკურ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული დასჯადი არ არის,“ თქვა მან. „მე ამას ვერ დავუშვებ. სომხეთის რესპუბლიკა ამას ვერ დაუშვებს. სომეხი ხალხი ამას არ აპატიებს.“

რეგიონალური კვლევების ცენტრის უფროსი, რიჩარდ გირაგოსიანი ამბობს, რომ ყველაზე რეალური საფრთხე, რომელიც საფაროვის საქმიდან მოდის, კონფლიქტის თავიდან გაჩაღების რისკია.

„ომის განახლების ალბათობა კიდევ უფრო გაიზარდა. გაიგეთ, რომ აზერბაიჯანი არაპროგნოზირებადი გახდა – ქვეყანას, რომელსაც მკვლელობის შენდობა შეუძლია, ყველაფერზეა წამსვლელი,“ თქვა მან.

აზერბაიჯანში კი, ჰიკმეტ ჰაჯიზადე, რუსეთში ყოფილი ელჩი, რომელიც ახლა კვლევით ორგანიზაცია „ფარ მონიტორინგს“ ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ დინამიკის ნებისმიერი ცვლილება გაუმჯობესებას უნდა იწვევდეს.

„მოლაპარაკებების პროცესი ჩიხშია შესული და ყველა ეს შეხვედრები პრეზიდენტებს შორის, მინსკის ჯგუფი და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცობაა,“ თქვა მან. „საფაროვის საქმეს შეუძლია ამ პროცესზე სულ მცირე ელექტროშოკის ეფექტი ჰქონდეს და ეს ნახევრად მკვდარი სხეული კომიდან გამოიყვანოს. ნებისმიერ შემთხვევაში, იმაზე უარეს მდგომარეობას ვერ მივიღებთ, რაც ახლა გვაქვს.“

აზერბაიჯანლები, რომლებიც უცხოურ მედიას ადევნებენ თვალ-ყურს, წუხან, რომ საფაროვის შეწყალება მათი ქვეყნის რეპუტაციაზე ცუდად აისახება.

„აი, ეს ხდება, როცა საზოგადოებას არაფრის გაკეთების უფლება არ აქვს. ისინი ბრაზდებიან,“ ამბობს ხადიჯა ისმაილოვა, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი. „ჩემი აზრით საფაროვმა საშინელება ჩაიდინა. მან აზერბაიჯანს დიდი პრობლემები შეუქმნა. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ოკუპაციის მსხვერპლები არიან, თვლიან, რომ ის გმირია, რადგან მან რაღაც გააკეთა. ის არასწორად მოიქცა, მაგრამ მაინც იმოქმედა.“

ტომ დე ვალი, რომელიც დიდი ხანია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს აკვირდება და წარმოადგენს ვაშინგტონის კარნეგის ფონდს გაოგნებულია, თუ რამ უბიძგა ალიევს ამ „უაღრესად პროვოკაციული“ ნაბიჯის გადადგმისაკენ.

„შეშფოთებას იწვევს იმ რჩევების ხარისხი, რომელსაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გარემოცვა აწვდის,“ წერს ის BBC-სათვის მომზადებულ მასალაში. “ბოლო წლების განმავლობაში ბაქომ ნავთობიდან მიღებული შემოსავლიდან ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯა აზერბაიჯანის ახალ, თანამედროვე და დინამიკურ ქვეყნად გადასაქცევად. ეს მცდელობა წარმატებულიც იყო, აზერბაიჯანი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრიც გახდა და ბაქო ისეთი ღონისძიებებს უმასპინძლა, როგორიც ევროვიზიის მუსიკალური კონკურსია.

„პიარზე მიმართული მთელი ეს ძალისხმევა წყალში იყრება, როცა მთავრობა ნაჯახით მკვლელს ასეთ შეხვედრას უწყობს.“

რაც შეეხება უნგრეთს, ოფიციალური პირების განცხადებით აზერბაიჯანისგან მტკიცე პირობა მიიღეს, რომ საფაროვი სასჯელს ბოლომდე მოიხდიდა. თუმცა, სომხები მიუთითებენ საფაროვის გადაცემამდე ერთი კვირით ადრე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფი ბუდაპეშტი აზერბაიჯანისაგან ფულის სესხებას ცდილობს.

უნგრეთში ინვესტიციების შესახებ ჭორების საპასუხოდ აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამ ქვეყანაში რაიმე აქციების ან ფინანსური ინსტრუმენტების არსებობას უარყოფს.

შაჰინ რზაევი IWPR-ის აზერბაიჯანის ოფისის დირექტორია. ნაირა მელკუმიანი დამოუკიდებელი ჟურნალისტია სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი გიორგი კუპატაძე
გიორგი კუპატაძე, IWPR-ის რედაქტორია საქართველოში.


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT