კოლიცია “ქართული ოცნების” ინიციატივით, ზუგდიდის კოლეჯ “გამაში” ცნობილი სოხუმელი ნეიროქირურგის – ნაპო მესხიას წიგნის „როგორ გასხვისდა აფხაზეთის“ განხილვა მოეწყო.
წიგნში აღწერილია 1992 წელს დაწყებული ომის მიზეზები და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები. წიგნი მკითხველს საშუალებას აძლევს ღრმად ჩაიხდეოს აფხაზეთის ტრაგედიასთან დაკავშირებულ ნიუანსებში და გახდეს მისი მონაწილე.
„აფხაზეთის ომის არ იყო გარდაუვალი, ის რაც მოხდა ჩვენი მხარის უგუნური პოლიტიკის შედეგია. კონფლიქტის დარეგულირებას ხელს არც დღევანდელი პოლიტიკური გარემო უწყობს, ამიტომ აუცილებელია ჩვენმა ახლგაზრდებმა იცოდნენ თუ რეალურად „როგორ გასხვისდა აფახაზეთი“ და რა ვითარება გვაქვს დღეს”, – აღნიშნა ნაპო მესხიამ.
“საინტერესოა, ნაპო მესხიას, როგროც აფახაზეთის მოვლენების უშუალო მონაწილის შეხედულება დაშვებულ შეცდომებთან და აფხაზეთთან მომავალი თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მერაბ ქვარაიამ.
“აფხაზეთის დაბრუნების გზების ძიება ყოველდღიური შეხვედრებისა და მსჯელობის თემა უნდა იყოს. კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა და ახლგაზრდებმა წიგნის საშუალებით შეიტყვეს სიმართლე”, – აღნიშნა შეხვდრის ორგანიზატორმა, აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფის ხელმძღვანელმა გოდერძი გუნიამ.
შეხვედრა დადებითად შეაფასეს კოლეჯის “გამას” სტუდენტმაც.
ავტორი: ქეთი ხუბულავა
მოისმინეთ: [jwplayer config=”mp3-small” mediaid=”4601″]