სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ნავთობის საძიებო სამუშაოები სევანის ტბას საფრთხეს უქმნის

0 კომენტარი
 2015 წლის 19 მარტი   ავტორი: არპი ჰარუტუნიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ამჟამად, მხოლოდ კვლევითი სამუშაოების ჩატარება იგეგმება, თუმცა გარემოს დამცველები შიშობენ, რომ საბადოს აღმოჩენის შემთხვევაში შედეგი არასახარბიელო იქნება.

სევანის ტბა, სომხეთის მტკნარი წლის უმთავრესი რესურსი

სევანის ტბა, სომხეთის მტკნარი წლის უმთავრესი რესურსი (ფოტო: გაიანე მირზოიანი).

სომეხი ეკოლოგები შეშფოთებულები არიან მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც უკავშირდება ნავთობის საძიებო სამუშაოების ჩატარებას სევანის ტბის აუზში.

სომხეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ნავთობის და გაზის საბადოების საძიებო სამუშაოების ჩატარების უფლება მიანიჭა კომპანია Blackstairs Energy Armenia-ს, რომელიც 2015-16 წლებში 11 მილიონი დოლარის ღირებულების კვლევითი სამუშაოებს ჩაატარებას აპირებს.

Blackstairs Energy Armenia 2008 წელს დაარსდა კანდური კომპანია Vangold-ის, ირლანდიური Blackstairs Energy-ის და სომხეთის მთავრობის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე.

Vangold-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, კომპანიას გააჩნია „დამაიმედებელი“ მონაცემები, რომელთა მიხედვითაც არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება ლიცენზირებულ ზონაში ნახშირწყალბადის მნიშვნელოვანი მარაგის არსებობის შესახებ“. აღნიშნული ზონა სომხეთის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და მოიცავს სევანის ტბის ნაწილსაც.

საძიებო სამუშაოების ჩატარება იგეგმება სევანის ტბის მიმდებარე სოფლებში ჰაირავანკში, წაღკაშენში და ნორადუსში.

სევანის ტბას იცავს 2001 წელს მიღებული სპეციალური კანონი, რომლის მიხედვითაც იკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ტბის ეკოსისტემას დააზიანებს. ეკოლოგებს ადრეც ბევრჯერ გაუპროტესტებიათ კანონსაწინააღმდეგო პროექტები, დაწყებული ოქროს მოპოვებითი სამუშაოებით, დამთავრებული წყლის რესურსების გადაჭარბებული გამოყენებით.

„მანამ, სანამ მიმდინარეობს მხოლოდ კვლევითი სამუშაოები, ვერ ვიტყვით, რომ კანონი ირღვევა,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას საზოგადოებრივ-ეკოლოგიური კავშირის კოორდინატორმა სილვა ადამიანმა. „მაგრამ, თუ ნავთობის მარაგს იპოვიან, შემდეგი ნაბიჯი მისი მოპოვება იქნება. სევანზე ბურღვითი სამუშაოების წარმოება კი კანონით არის აკრძალული, რადგანაც ეს ტბას გამანადგურებელ შედეგს მოუტანს.“

[pullquote]
არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება ლიცენზირებულ ზონაში ნახშირწყალბადის მნიშვნელოვანი მარაგის არსებობის შესახებ“.
[/pullquote]

ადამიანის მტკიცებით, გარემოს დამცველი აქტივისტები მოხარულები იქნებიან თუ ქვეყანაში ნავთობის საბადოს აღმოაჩენენ, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს სევანის ტბის განადგურების ხარჯზე.

ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სომხეთს ბუნებრივი საწვავის საბადოები არ გააჩნია და ბუნებრივი აირის იმპორტს ძირითადად რუსეთიდან და შედარებით მცირე რაოდენობით, ირანიდან ახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ აზერბაიჯანს ნავთობის უხვი საბადოები აქვს, სომეხი ეკოლოგები ეჭვის თვალით უყურებენ სომხეთში ფარული რეზერვების არსებობას.

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორი რუბენ მოვსისიანი დარწმუნებულია, რომ გეოლოგები ვერაფერს იპოვიან ისეთს, რაც კომერციული თვალსაზრისით მოგებიანი იქნება.

„საბჭოთა პერიოდში ჭები ჩაბურღეს არმავირში და ცოტა გაზი იპოვეს, უფრო მცირე ნავთობის საბადო იპოვეს სოფელ ვოღჯაბერდში, გარნის გზაზე. ამის შემდეგ, უცხოურმა კომპანიებმა ჩაბურღეს 3200 მეტრის სიღრმის ჭა გარნიში, მაგრამ ვერაფერი იპოვეს,“- განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

თუმცა, Blackstairs Energy Armenia-ში ამტკიცებენ, რომ საბჭოთა პერიოდში შეგროვებული მონაცემები არასანდოა.

„კვლევები, რომლებიც 1947-1990 წლებში ტარდებოდა არასისტემატური ხასიათის იყო და უმარტივესი გეოლოგიური და გეოფიზიკური ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა,“ – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მათი საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ამ ტერიტორიაზე გარემოსთვის მიყენებული ზარალი იყოს მინიმალური.

Blackstairs Energy Armenia-ს წარმომადგენელი ქრისტინე ვარდანიანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ კვლევითი სახის სამუშაოების ჩატარება იგეგმება, ამასთან ერთად, მხოლოდ უსაფრთხო მეთოდების გამოყენებით, ამიტომაც სანერვიულო არაფერია.

გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსპიკერი ტეჰმინა არზუმანიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებართვა გაცემულია მხოლოდ ნავთობსაბადოების მდებარეობის გამოსავლენად, რაც ბურღვითი სამუშაოების ჩატარებას გამორიცხავს.

„თუ კვლევის შედეგად აღმოჩნდება, რომ სომხეთის ნიადაგში გაზი ან ნავთობი მოიპოვება, მაშინ კომპანიამ ბურღვითი სამუშაოებისთვის ლიცენზიის მისაღებად დამატებითი ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს,“ – განაცხადა არზუმანიანმა ჩვენთან საუბრისას.

თუმცა, „ასოციაცია ადამიანის მდგრადი განვითარებისთვის“ თავმჯდომარე კარინე დანიელიანი მიიჩნევს, რომ Blackstairs Energy Armenia-ს მიერ საძიებო სამუშაოებისთვის განსახორციელებლად წარმოდგენილი განაცხადი არ არის სრულყოფილი.

„ეს დოკუმენტი არ შეიცავს შეფასებას გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ და არის მხოლოდ აღწერითი ხასიათის. უსაფრთხოების ზომების წარმოდგენის მაგივრად, ის მხოლოდ კეთილ ნებას გამოხატავს,“ – აცხადებს დანიელიანი.

მოვსისიანი მიიჩნევს, რომ რადგან სომხეთი არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, შესაბამისად, მას არ გააჩნია კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებულ რისკებს.

ეკოლოგების მტკიცებით, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა უფრო ფართო საჯარო განხილვების საფუძველზე უნდა ხდებოდეს. ქალაქ გავარში „ორჰუს ცენტრის“ კოორდინატორი ლიანა ასოიანი აცხადებს, რომ საჯარო განხილვები მოეწყო ყველა იმ რეგიონში, სადაც კვლევის ჩატარება იგეგმება, თუმცა ამ მოსმენებში ეკოლოგები ჩართულები არ ყოფილან.

„ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებულები, რომ ასეთი მოსმენები იმართებოდა,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. „ამიტომ ორჰუსის ცენტრების წარმომადგენლების ორგანიზებით ერევანში და გავარში მოეწყო შეხვედრა, რომელზეც მოვიწვიეთ ეკოლოგები და კომპანიის წარმომადგენლები. ჩვენი პოზიცია ნათლად დავაფიქსირეთ – სევანის ტბას თავი უნდა დაანებონ და მით უმეტეს, არც კი უნდა იფიქრონ იქ ბურღვითი სამუშაოების ჩატარებაზე.“

ასოიანის თქმით, არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ ნავთობს იპოვიან.

„ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ სევანის ტბაში ბურღვითი სამუშაოები არ დაიწყება, მაგრამ თუ ნავთობს იპოვიან, კომპანიას სხვა რა ინტერესი ექნება, თუ არა მისი მოპოვება?“ – თქვა მან.

არპი ჰარუტუნიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი არპი ჰარუტუნიანი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT