სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

პირადი მონაცემების შეცვლა ტრანსგენდერი პირებისათვის

0 კომენტარი
 2012 წლის 21 მაისი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


სამუშაოს მოძებნა გართულებულია, როცა პირის გენდერული იდენტობა არ არის შესაბამისობაში მის ოფიციალურ დოკუმენტებში მოცემულ სქესთან. 

საქართველოში მომუშავე იურისტები აცხადებენ, რომ კანონი უნდა შეიცვალოს, რათა ტრანსგენდერ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, მიიღონ მათ მიერ არჩეული გენდერული იდენტობის შესაბამისი პირადობის მოწმობა თუ სხვა დოკუმენტები. მათი განცხადებით, არსებული რეგულაციები დისკრიმინაციულია, რაც განაპირობებს ტრანსგენდერი პირებისათვის საჯარო მომსახურებაზე არათანაბარ ხელმისაწვდომობას.

მოქმედი კანონმდებლობა პირს აძლევს საშუალებას შეცვალოს დოკუმენტები და მისი პირადი მონაცემები, თუ მას სქესის შეცვლის ოპერაცია სრულად აქვს ჩატარებული. სახელმწიფო სქესის შეცვლის ოპერაციებს არ აფინანსებს, ასეთი ოპერაციები კი საკმაოდ ძვირი ჯდება კერძო სამედიცინო სექტორებში, განსაკუთრებით ისეთი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

ლგბტ ადამიანების უფლებები დაცვისადმი მიძღვნილი აქცია

ლგბტ ადამიანების უფლებები დაცვისადმი მიძღვნილი აქცია

„ვინაიდან საქართველო სქესის შეცვლის ოპერაციებს არ აფინანსებს, ტრანსგენდერ ადამიანებს ხშირად არ შეუძლიათ თავად დაფარონ მსგავსი ხარჯები ან ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მათ არ სურდეთ მსგავსი სახის ქირურგიული ინტერვენცია“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, გიორგი გოცირიძემ.

ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერული იდენტობის შესაბამისი მონაცემების ჩაწერისას „სახელმწიფოს მიერ ადამიანის ნება-სურვილი უნდა იყოს გათვალისწინებული“, – ამბობს გოცირიძე.

საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების გამო, მათ ურჩევნიათ არ გაახმაურონ ის პრობლემები, რასაც ისინი პრაქტიკაში აწყდებიან. აღნიშნულის გამო, უცნობია ტრანსგენდერ ადამიანთა ზუსტი რაოდენობა.

IWPR-თან საუბრისას ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა (ნ.ჩ), რომლის ბიოლოგიური სქესი მდედრობითია, თუმცა, ცხოვრობს როგორც მამაკაცი, განაცხადა, თუ რა ძნელი იყო მისთვის სამსახურის მოძებნა, ბანკის სესხის აღება თუ სხვა მომსახურებით სარგებლობა მისი დოკუმენტაციის გაუმართაობის გამო.

მან შეძლო სახელის შეცვლა, თუმცა, ვერ მოახერხა სქესის შეცვლა. დოკუმენტებში არსებული შეუსაბამობის გამო კი იგი ბევრ პრობლემას აწყდება.

„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენლებმა ოპერაციის ჩატარების გარეშე პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლაზე უარი განმიცხადეს. ამჟამად, ჩემი სახელი წინააღმდეგობაში მოდის ჩემს ბიოლოგიურ სქესთან, რის გამოც ბევრ პრაქტიკულ პრობლემებს ვაწყდები,“- განაცხადა ნ.ჩ-მ.

„ქირურგიული გზით სქესის შეცვლა ძალიან დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. ჩემი ხარჯებით დღემდე მხოლოდ  მკერდის ოპერაციის გაკეთება მოვახერხე, თუმცა, ეს ნახევარ ოპერაციად ითვლება და დოკუმენტებში სქესის შეცვლისთვის საკმარისი არ არის” – ამბობს ნ.ჩ.

ნ.ჩ-ს ფინანსური პრობლემები გაართულა ბანკების უარმა მისთვის სესხის გაცემის თაობაზე.

„რამოდენიმე ბანკში მივედი, რომლებთანაც ადრეც მქონია შეხება. ამ დროს სახელი უკვე შეცვლილი მქონდა. შეცვლილი სახელით რომ მივედი, ბანკის თანამშრომლები მთელი 5 საათის განმავლობაში არკვევდნენ, რამდენად შეიძლებოდა ჩემთვის სესხის გაცემა. საბოლოოდ, მაინც ყველა ბანკმა უარი მითხრა, არადა ჩემს თანამშრომლებს, რომელთაც ისეთივე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდათ, როგორც მე, დაუმტკიცეს.“ – აღნიშნა ნ.ჩ.-მ.

ტრანსგენდერი ადამიანები მსგავსი სახის დაბრკოლებებს აწყდებიან, როდესაც გაუმართავი საბუთებით მიდიან პოტენციურ დამსაქმებლებთან.

„პრობლემები მექმნება სამსახურში აყვანისას, ვინაიდან დოკუმენტები წესრიგში არ მაქვს და პირდაპირ მეუბნებიან, რომ ამის მიზეზი ჩემი იდენტობა და საბუთების გაუმართაობაა“, – განაცხადა ნ.ჩ.-მ. „მას შემდეგ, რაც რამოდენიმე სამსახურიდან უარით გამომიშვეს, იძულებული გავხდი, ტყუილი მეთქვა, თითქოს დოკუმენტში საპირისპირო სქესი შემთხვევით ჩამიწერეს და მას არაფერი აქვს საერთო ჩემს გენდერულ იდენტობასთან“ – თქვა მან.

,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონში 2008 წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად, სქესის შეცვლა სახელის, გვარის და მამისახელის შესწორების საფუძველია. თუმცა, ზემოთ აღნიშნული შემთხვევა ეხება მხოლოდ იმ ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებმაც ქირურგიული გზით შეიცვალეს სქესი. საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა რჩებიან ის ტრანსგენდერები, რომელთა სოციალური სქესი წინააღმდეგობაში მოდის მათთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესთან. ამასთან, ქართული გვარები არის ერთი და იგივე მამაკაცისა და ქალის შემთხვევაში, მაგრამ ზოგიერთი ეთნიკური უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენლისთვის გვარი გენდერული იდენტობის მატარებელია.

სქესის შეცვლისა და სამართლებრივი აღიარების პროცედურის გარეშე ტრანსგენდერ ადამიანებს მსგავსი სახის დაბრკოლებები ექმნებათ სხვადასხვა საჯარო მომსახურების მიღებისას, მაგალითად, ჯანდაცვის, განათლების, საპენსიო და სხვა სფეროებში.

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ბაბუცა პატარაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ოფიციალურ დოკუმენტაციაში მონაცემების შეცვლის წესების შეცვლასთან დაკავშირებით კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება  არ იგეგმება.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა საკმაოდ დასახვეწია ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით. ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებებთან დაკავშირებით ევროკავშირის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების გარეშე დოკუმენტაციის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ოთხ ქვეყანაში – ესპანეთი, უნგრეთი, ფინეთი და დიდი ბრიტანეთი. 12 ქვეყანაში სავალდებულოა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, 11 სხვა ქვეყანა კი, საკანონმდებლო დონეზე საერთოდ არ არეგულირებს ამ საკითხს.

სახელის შეცვლა დაშვებულია ევროკავშირის 8 სახელმწიფოში, 14 სახელმწიფოში სახელის შეცვლისათვის აუცილებელია სამედიცინო დასკვნის ქონა ან ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, 4 სახელმწიფო საერთოდ არ ითვალისწინებს სახელის შეცვლას.

„პირის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული გაურკვევლობა ქმნის საკმაოდ ბევრ წინააღმდეგობებს, რამაც შესაძლოა ტრანსგენდერ ადამიანს შეუშალოს ხელი განათლების მიღებაში, დასაქმებაში, მოგზაურობაში, ასევე, მის ინტეგრაციას საზოგადოებაში“, – ნათქვამია EU-ს ანგარიშში.

მართალია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გენდერული იდენტობის შესაბამისი ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა, მაგრამ 2008 წელს გამოქვეყნებული ანგარიში „Transgender EuroStudy“ აჩვენებს, რომ ევროკავშირის მიერ გამოკითხულ ტრანსგენდერ ადამიანთა 80 პროცენტს უარი ეთქვა სახელმწიფოს მიერ ქირურგიული ოპერაციის ან ჰორმონალური თერაპიის ჩატარების დაფინანსებაზე და ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ მათ საკუთარი ხარჯებით გაიკეთეს ოპერაცია.

„ლგბტ საქართველოს“ წარმომადგენლის, დავით შუბლაძის განცხადებით, ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობა ძალიან დაბალია.

„შიში იმისა, რომ ისინი იქნებიან გარიყულები და მარგინალიზებულები, არ აძლევს ტრანსგენდერ ადამიანებს იმის უფლებას, რომ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი გენდერული იდენტობა“ – ამბობს შუბლაძე.  „ქართული საზოგადოება აგებულია მთლიანად პატრიარქალურ სტერეოტიპებზე, აღნიშნულის გამო ტრანსგენდერ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები დამსაქმებელთან, ვგულისხმობ იმას, რომ თუ ეს ტრანსგენდერი ადამიანი იცმევს და იქცევა ისე, როგორც მისი გენდერული იდენტობა კარნახობს, მაშინ პრობლემების წინაშე დგება. მაგალითად, ერთ-ერთი ტრანსგენდერი საბინა, მისი გენდერული იდენტობის გამო არაერთგზის გამოაგდეს სამსახურიდან. სამსახურიდან გამოაგდეს ერთ-ერთი სხვა ტრანსგენდერიც, როდესაც მისმა უფროსობამ შემთხვევით გაიგო მისი გენდერული იდენტობის შესახებ“.

გოცირიძის განმარტებით, ტრანსგენდერი ადამიანები ხშირად ამჯობინებენ საზღვარგარეთ წასვლას უკეთესი გარემოს მოსაძებნად.

„ჩემთვის როგორც ცნობილია, ძალიან ცოტა ადამიანი რჩება საქართველოში, დანარჩენები საზღვარგარეთ მიდიან. საზოგადოების მიმღებლობა მსგავსი ადამიანების მიმართ არ არის ძალიან მაღალი და ისინი ყველაზე მეტად დაუცველები არიან დისკრიმინაციისაგან,“ – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

IWPR-თან საუბარში რესპოდენტმა დაადასტურა ეს ფაქტი და აღნიშნა, რომ მას ოჯახისგან პრობლემა არ ექმნება, განსხვავებით საზოგადოების წევრებისა.

„ჩემი ოჯახის წევრებისგან არანაირ პრობლემას არ ვაწყდები, განსხვავებით საზოგადოების წევრებისა, რომელთა დამოკიდებულება ტრანსგენდერ ადამიანთა მიმართ ძალიან უარყოფითია“ – აღნიშნა ნ.ჩ.-მ.

ავტორი: ნინო ჯომარჯიძე

ორიგინალი 

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


ოკუპაციის შედეგები საქართველოში
აპრილი 15, 2022

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

აზერბაიჯანი: თვითმკვლელობების საგანგაშო სტატისტიკა
ივლისი 1, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT