გადაცემა დევნილთა ამბების 23-ე გამოშვება, სამეგრელო ზემო-სვანეთი
ავტორი: თეა შონია
“ქართულ–აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის” საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ზუგდიდში ქართულ–აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს, სადაც შეკრებილ საზოგადოებას სამშვიდობო პროცესებისადმი მიმართული ინიციატივები გააცნეს.
“ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის” ხელმძღვანელის გურამ ჩიხლაძის თქმით: ” სავარაუდოდ, აპრილისში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები შოტლანდიაში გაემგზავრებიან და ადგილზე გაეცნობიან იქ არსებულ სიტუაცას. კერძოდ, გაიგებენ თუ როგორ მუშაობენ პოლიტიკური პარტიები კონფლიქტების მოგვარებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის”.
“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაართულ შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენელი ლინდერ ლექსმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის მისია ცდილობს ხელი შეუწყოს აფხაზებსა და ქართვლებს შორის ნდობის ამაღებას.
ანა ქოჩუა ხშირად მონაწილეობს ქართულ აფხაზურ შეხვედრბში. “პირადად ჩემთვის მთავარია, რომ თითოეული ეს შეხვედრა ნდობის აღდგენისკენაა მიმართული, რაც მართლა ამართლებს”,- განაცხადა ქოჩუამ.
აფხაზეთიდან დევნილი გოგონა ამბობს, რომ აფხაზ თანატოლებთან ურთერთობა აუცილებელია. მისი თქმით: “რაც ჩვენს შორის ხდება, შესაძლებელია მოგვარდეს იმით, რომ ახალგაზრდებმა ერთმანეთთან ვიპოვოთ საერთო ენა. საუბარი ჩვენ არ დავიწყოთ იმით, თუ რა მოხდა წარსულში არამედ, იმით თუ რა საერთო ინტერესები გვაქვს მომავალში. მას შემდეგ რაც ერთმანეთთან საერთო ენასა და ინტერესებს გამოვნახავთ, შეიძლება ტერიტორიების დაბრუნებაზეც ვიფიქროთ. თავიდან ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო და ერთმანეთს ვერ ვეგუებოდით, დროთა განმავლობაში კი – ჩვენს შორის საერთო ინტერესები გაჩნდა: ეს იყო განათლება, სპორტი და ა.შ. სადაც ჩვენი ინტერესები გადაიკვეთა, და ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეთ”.
მოისმინეთ [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4096″]