ქობულეთში ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების შერიგების ცენტრის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ორ მხარეს შორის კონფლიქტების მოგვარებასა და ადამიანის უფლებებზე ინფორმაციის გაცვლას ისახავდა მიზნად.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოსული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
ქართულ აფხაზური შერიგების ცენტრი 2003 წლიდან არსებობს და მას ლიტვის საელჩო აფინანსებს.
შეხვედრაზე ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების კავშირის თავჯდომარემ რეზო ბენდელიანმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი პროექტიების დაფინანსებაში საქართველოს მთავრობაც მიიღებს მონაწილეობა.
შერიგების სახლის დამფუძნებელი ნანა ნორაკიძე უკვე რამდენიმე წელია აფხაზურ ოჯახებს საკუთარი ფინანსებით მასპინძლობს. „ფინანსები არ მიწყობს ხელს, რომ აფხაზეთიდან ჩამოსულ აფხაზებს დახმარება გავუწიო, ამისათვის მივმართე დღეს ტრენინგზე ჩამოსულ მინისტრს გიორგი ბარამიძეს, რომელმაც აღმითქვა დახმარება და დიდად მოხარული ვარ ასეთი ინიციატივის”,- განაცხადა ცენტრის უფროსი ნანა ნორაკიძე.
შერიგების გზები, სახალხო დიპლომატიის გააქტიურება, ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრა დადებითად შეაფასა ასოციაცია „სამეგრელო მედიას“ წარმომადგენელი მარინე დავითაიამაც.
ქართულ –აფხაზური შერეული ოჯახების მომდევნო შეხვედრა გალში იგეგმება.
ავტორი: მარიამ შარანგია
ვრცელი ინფორმაციისათვის მოისმინეთ რეპორტაჟი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4537″]