სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ყარაბაღის სამშვიდობო პერსპექტივა ჩამოგდებულ ვერტმფრენთან ერთად დასამარდა?

0 კომენტარი
 2014 წლის 30 ნოემბერი   ავტორი: არევიკ საჰაკაინი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ურთიერთბრალდებები საფრთხეს უქმნის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის აღდგენის მცდელობებს.

Nagorno-Karabakh_Occupation_Map

ლამია ადილგზი, ზიარევიკ საჰაკაინი – კავკასია

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტი ყველამ სერიოზულ ინციდენტად აღიარა. ოცწლიანი არამყარი ზავის მანძილზე ეს პილოტირებული საფრენი აპარატის ჩამოგდების პირველი შემთხვევა იყო.

მომხდართან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ ანალიტიკოსებს. ზოგი ფიქრობს, რომ ამან შესაძლოა კონფლიქტის განახლება გამოიწვიოს, ზოგი კი პირიქით, თვლის, რომ ეს ფაქტი დიდად არ იმოქმედებს სამშვიდობო პროცესზე, რომელიც ისედაც ჩიხშია შესული.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, საბრძოლო ვერტმფრენი მი-24 აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეტევას აპირებდა, რის გამოც ის, საპასუხოდ გახსნილი ცეცხლის შედეგად, 12 ნოემბერს ჩამოაგდეს. სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა.

სომხეთის ხელისუფლება სამი სამხედრო პირის გარდაცვალებას ადასტურებს და ამტკიცებს, რომ ვერტმფრენი ყარაბაღის საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ინციდენტი მოხდა ე.წ. „გამყოფი ხაზის“ შიგნით, რომელიც ერთდროულად ყარაბაღის საზღვარსაც და ფრონტის ხაზსაც წარმოადგენს.

აზერბაიჯანი არ აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას და შესაბამისად, არ ცნობს არც მის საჰაერო სივრცეს. რეგიონს სომხური ადმინისტრაცია 1994 წლიდან – საომარი მოქმედებების დასრულების დღიდან – უდგას სათავეში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ აკრძალულია ნებისმიერი სახის ფრენის განხორცილება, იგულისხმება როგორც მთიანი ყარაბაღი, ისე სომხების მიერ კონტროლირებადი მისი მიმდებარე რაიონები.

თუმცა, ამის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ყარაბაღის დედაქალაქში, სტეპანაკერტში ვერტმფრენით ჩადის.

ერევანში მოქმედი კვლევითი ორგანიზაცია „ვოსკანაპატის“ დირექტორის ლევონ მელიქ-შაჰნაზარიანის თქმით, აზერბაიჯანის განცხადება, რომ ვერტმფრენი ჩამოგდების დროს ყარაბაღის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, არის ფაქტის ჩუმი აღიარება. მისი თქმით, ამის დადასტურება ვიდეო მასალაზე დაყრდნობით, ჭურვის ფრენის მარშრუტის გამოთვლით გახდა შესაძლებელი.

ორი მი-24 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი სომხეთი-ყარაბაღის შეიარაღებული ძალების ერთობლივ სამხედრო წვრთნებში იღებდა მონაწილეობას. მასში სულ 47 000 მოსამსახურე იყო ჩართული და ის ძალის დემონსტრირების შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენდა. ყარაბაღის თავდაცვის მინისტრის მოვსეს ჰაკობიანის განცხადებით, ამ წვრთნებს არაფერი ჰქონდათ საერთო ზაფხულში საზღვრისპირას განვითარებულ მოვლენებთან, რადგან ისინი ერთი წლით ადრე იყო დაგეგმილი.

სომხეთის თავდაცვის მინისტრი სეირან ოჰანიანის განცხადებით კი, ერთობლივი წვრთნების შესახებ სხვა ქვეყნებიც იყვნენ ინფორმირებული.

„ამ სასტიკ საქციელს საკადრისი პასუხი გაეცემა, შესაძლოა საკმაოდ მკაცრიც კი“, – განაცხადა მან.

ამ ინციდენტამდე რამდენი ხნით ადრე შედგა სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ორი შეხვედრა, სადაც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მზაობა გამოიკვეთა (იხილეთ: აზერბაიჯანი-სომხეთის ურთიერთობებში გადატვირთვაა?). შედეგად, მოხდა საზღვრისპირა დაძაბულობის განმუხტვა და ფართომასტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილება.

ვერტმფრენის ჩამოგდებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით ეუთოს მხრიდან, რომელიც მინსკის ჯგუფში შემავალი სამი ქვეყნის -ამერიკის, რუსეთის და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით – კონფლიქტის მოგვარების მთავარი მედიატორია.

„კონფლიქტის გამწვავება არავის ინტერესებში არ შედის. მხარეები უნდა ერიდონ შემდგომ ესკალაციას და უარი უნდა თქვან ომზე“, – განაცხადა ტვიტერის საშუალებით მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ შეერთებული შტატებიდან ჯეიმს ვორლიკმა.

ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლის, ექსპერტის საბინა ფრეიზერის შეფასებით, ეს ინციდენტი 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ „ყველაზე საშიში შემთხვევაა“.

„სულ უფრო იზრდება შანსი, რომ საფრთხის არასწორი შეფასების და არასწორი ტაქტიკის გამო „შემთხვევით ომი“ დაიწყოს“, – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. „ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად, სავარაუდოდ, იმატებს დაძაბულობა და ძალადობა, ვიდრე მხარეები საბოლოოდ არ მიაღწევენ შეთანხმებას ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების განხორციელების თაობაზე, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ, ისე მთელი საზღვრის პერიმეტრზე“.

აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის წარმომადგენელი, პოლიტოლოგი ელნურ სოლთანოვი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ინციდენტი ნეგატიურად იმოქმედებს განახლებულ სამშვიდო პროცესზე. მისი აზრით, „დასაზიანებელი პროცესი არ არსებობს, შესაბამისად, ბევრი არაფერი შეიცვლება“.

მოსალოდნელ შედეგებზე აღელვების მიზეზს ვერც სომხეთის ეროვნული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი მანველ სარგსიანი ხედავს. მისი თქმით, ყარაბაღი იმდენად დიდი ხნის მანძილზე იმყოფება არსებობის საფრთხის წინაშე, რომ „რასაც ჩვენ შიშის ატმოსფეროს ვეძახით იქ კარგა ხანია აღარ არსებობს“.

ჯერ-ჯერობით არ მომხდარა ვერტმფრენის ჩამოგდების ადგილის შესწავლა და არც დაღუპული ეკიპაჟის წევრების გვამების გადმოყვანა. დაღუპულები არიან შეიარაღებული ძალების მაიორი სერგეი საჰაკიანი, ლეიტენატი აზატ საჰაკიანი და უფროსი ლეიტენანტი სარგის ნაზარიანი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის არტურ ჰოვანესიანის მტკიცებით, მათ „უკვე გამოხატეს მზადყოფნა საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე“.

სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილზე დახმარების გაწევის თხოვნით მიმართეს ეუთოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. მათივე განცხადებით, აზერბაიჯანი, მათთვის ხელის შეშლის მიზნით, ტერიტორიის მიმართულებით სისტემატიურად ხსნის ცეცხლს.

ჰოვანესიანი თვლის, რომ ადგილის დათვალიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „ვერტმფრენის ფრაგმენტების შესწავლა შესაძლებელს გახდის დავამტკიცოთ, რომ მას შეიარაღება არ გადაჰქონდა“.

„თუ ბაქო საერთაშორისო ორგანიზაციებს არ დართავს ცხედრების ამოყვანის ნებას, ყველანაირი კომენტარი ზედმეტი იქნება“, – დასძინა მან.

ფრეიზერის აზრით, „უთანხმოება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმის თაობაზე, იყო თუ არა ვერტმფრენი შეიარაღებული, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ კონფლიქტურ რეგიონს უფრო გაფართოებული საერთაშორისო მონიტორინგი და ინციდენტების პრევენციის მექანიზმები ესაჭიროება“.

ლამია ადილგიზი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია და ის ამჟამად სტამბოლში მუშაობს. არევიკ საჰაკაინი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი არევიკ საჰაკაინი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT