სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი

0 კომენტარი
 2018 წლის 28 დეკემბერი   ავტორი: გოგა აფციაური

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


აგვისტოს ომის დასრულებიდან ათი წლის შემდეგ ინციდენტების რაოდენობა არ მცირდება. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტორები კრიზისის უფრო მეტად გაღრმავების ნიშნებს შეიცავს, ნაწილი კი არსებული პოლიტიკის გადახედვას და მასში სიახლის შეტანა ითხოვს.

პირველი პანელის “მოლაპარაკებები – ჩიხიდან გამოსვლა” მომხსენებლები:
მარცხნივ ნინო ბერიკაშვილი, კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, პოლიტიკური დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქეით ფიერონი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, მედეა ტურაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი (ფოტო: IWPR)

2008 წლის ომის შემდეგ, ალბათ, ყველაზე მძიმე მიმდინარე წელი იყო, რადგან არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა კიდევ დიდხანს დარჩება საზოგადოებისთვის განხილვის თემად.

სწორედ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ შეიქმნა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და დე-ფაქტო რესპუბლიკის რამდენიმე მაღალჩინოსანს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებენ. ასევე ხმაურიანი იყო ხურვალეთიდან მაია ოთინაშვილის გატაცება. დაპირისპირების ესკალაციის საფრთხე ისევ რჩება ატოცში, სადაც საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის ახალი ეტაპი დაიწყეს.

„ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი“ – ასე ერქვა დისკუსიას, რომელიც 20 დეკემბერს თბილისში გაიმართა და რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

დისკუსიის მთავარი თემებიც სწორედ კონფლიქტის რეგიონებში არსებულ ვითარებას ეხებოდა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტორები კრიზისის გაღრმავების პირველ ნიშნებზე მიგვითითებს, ნაწილი კი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ აუცილებელია არსებული პოლიტიკის გადახედვა და მასში სიახლის შეტანა.

დისკუსია სამ ნაწილად ჩატარდა. პირველი ნაწილი მოლაპარაკებებსა და ჩიხიდან გამოსვლის გზებს ეხებოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ის პრობლემები განიხილეს, რომლებიც ჟენევის დისკუსიებსა და „ინციდენტების პრევენციის“ შეხვედრებს თან ახლავთ.

ამ დრომდე ჩაშლილია გალის შეხვედრები, ერგნეთში კი მოლაპარაკებები 18 დეკემბერს განახლდა. ექსპერტების აზრით, კვლავ გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები. გაიხსენეს თამარ მეარაყიშვილის საქმე, რომლის უფლებების დაცვას საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.

მარცხნივ მედეა თურაშვილი და პანელის მოდერატორი შოთა უტიაშვილი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, რონდელის ფონდი (ფოტო: IWPR)

სახალხო დამცველის მრჩეველი მედეა ტურაშვილი მომლაპარაკებლებს ურჩევს, რომ ადამიანის უფლებებსა და სხვა ჰუმანიტარულ საკითხებს მეტი დრო დაუთმონ. მისი აზრით, მოლაპარაკების პროცესში ჩართულმა მხარეებმა პირველ რიგში გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს უნდა მოუსმინონ და ამის მიხედვით განსაზღვრონ მოსალაპარაკებელი საკითხების ნუსხა.

დისკუსიის მეორე ნაწილში ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების ახალ ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი და ძირითადად ვაჭრობისა და განათლების წახალისებას ისახავს მიზნად.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე აცხადებს, რომ პროგრამა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა, არაერთ კანონში შევიდა ცვლილება და 2019 წელი ამ ახალი ინიციატივისთვის ყველაზე აქტიური პერიოდი იქნება.

მეორე პანელის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ – პოლიტიკის შეფასება, მიმდინარე სტატუსი” მომხსენებლები: მარცხნივ ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი, თენგიზ სვანიძე, ეკონომისტი და პანელის მოდერატორი ბექა ბაჯელიძე, IWPR რეგიონული დირექტორი (ფოტო: IWPR)

ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობების აწყობა არასოდეს უჭირდათ, – ასე ფიქრობს საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი, თუმცა, მისი აზრით, ამ ურთიერთობებს მუდმივად ხელს უშლის საოკუპაციო ძალა, რომელიც გამყოფ ხაზებზე სხვადასხვა ბარიერებს აშენებს. გაფრინდაშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლების პირველი ამოცანაა კონფლიქტის ზონებში მცხოვრებლებთან სწორი და ზუსტი კომუნიკაცია და მათი ინფორმირება ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ.

დისკუსიის მესამე ნაწილი ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების პროცესს დაეთმო.

იურისტებმა ისაუბრეს იმ საქმეებზე, რომლებიც უკვე სტარსბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ინტერესის საგანი გახდა.

მესამე პანელის “ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება საქართველოში” მომხსენებლები: მარცხნივ სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, კახაბერ მიქაძე, ცენტრი ემპათია დირექტორის მოადგილე, გიორგი დგებუაძე, სამართლის დოქტორი, შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და მოდერატორი ვაჟა თავბერიძე, ჟურნალისტი (ფოტო: IWPR)

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის პროგრამის დირექტორი ბექა ბაჯელიძე ამბობს, რომ მან ამ შეხვედრიდან ბევრი სიახლე შეიტყო და, მისი აზრით, ასეთი დისკუსია გზას ხსნის არაერთი პრობლემური საკითხის საჯარო განხილვისა და საზოგადოების ინფორმირებისთვის. ბაჯელიძის აზრით, არსებობს რესურსი, რომელთა ეფექტური გამოყენებით შესაძლებელია მეტი საკომუნიკაციო არხის შექმნა კონფლიქტის მეორე მხარესთან, უფრო გახსნილი დიალოგის წარმოება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება.

დისკუსია „ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი“, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა (IWPR) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდთან (რონდელის ფონდი) თანამშრომლობით ჩაატარა.

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების კორესპონდენტის გოგა აფციაურის მიერ.

წყარო: რადიო თავისუფლება

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი გოგა აფციაური
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და 2014 წლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მშვიდობის ჟურნალისტიკაში მფლობელი.


მსგავსი სტატიები:


ჟენევაში საკვანძო შეთანხმება შედგა
მარტი 24, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT