სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

რუსული პასპორტის ცდუნება სომხეთისთვის

0 კომენტარი
 2014 წლის 28 მაისი   ავტორი: ლილიტ არაკელიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ქვეყანაში არსებული უპერსპექტივობის გამო ქვეყნიდან ხალხის გადინება შესაძლოა კიდევ უფრო დაჩქარდეს.

რუსული პასპორტი (ფოტო: mediaphoto.org wikimedia commons)

ლილიტ არაკელიანი – კავკასია

სომეხი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ კანონი რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა, ემიგრაციის დონეს კიდევ უფრო გაზრდის.

22 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც ან რომელთა პირდაპირი ხაზით ნათესავებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. პასპორტის მიღების უფლება აქვთ იმ ადამიანებსაც, ვისი წინაპარიც 1917 წლამდე რუსეთის იმპერიის საზღვრების ფარგლებში ცხოვრობდა.

მოქალაქეობის მიღების მსურველებმა უნდა ჩააბარონ რუსული ენის გამოცდა, რის შემდეგაც სამი თვის ვადაში შეძლებენ პასპორტის აღებას.

ახალი კანონის თანახმად, მოქალაქეობის მიღების შემდეგ, პირმა სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი უნდა განაცხადოს, რაც სომხეთის მსგავსი მცირე ერებისთვის, საკმაოდ საგანგაშოა.

პუტინის განცხადების შემდეგ სომხეთში ბევრმა ადამიანმა გამოთქვა რუსეთის მოქალაქეობის მიღების სურვილი. ხალხის ნაკადი არ წყდება რუსეთის საელჩოსთან ერევანში, საბუთების ჩასაბარებლად ადამიანებს საათობით უწევთ რიგში დგომა.

ბევრი მათგანი თვლის, რომ რუსეთის პასპორტის აღებით სამუშაოს შოვნას და ცხოვრების გამარტივებას შეძლებს.

სახელმწიფო მიგრაციის სააგენტოს მონაცემებით, რუსეთში სეზონური სამუშაოსთვის ყოველწლიურად 80 000-120 000 ადამიანი მიემგზავრება. როგორც წესი, ზამთარში ისინი სახლში ბრუნდებიან, თუმცა ზოგი უფრო დიდი ხნითაც რჩება. სააგენტოს ცნობით, 900 000-1 000 000 ადამიანი რუსეთში 2-3 წლით რჩება.

სამუშაოდ წასულები თავიანთ ოჯახებში დიდ ფულს აგზავნიან, რითაც დიდი წვლილი შეაქვთ სომხეთის ეკონომიკის განვითარებაში. სომხეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, შარშან საბანკო გადარიცხვების გზით შემოსული 2 მილიარდი დოლარიდან 86% რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე მოდის.

მიგრანტი მუშები, რომელთა ძირითადი ნაწილი მამაკაცები არიან, რუსეთში განუსაზღვრელი დროით რჩებიან ან საბოლოოდ მკვიდრდებიან იქ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამა წლის პირველ ტრიმესტრში ქვეყანა 28 400 ადამიანმა დატოვა, რომლებიც უკან აღარ დაბრუნებულან. წამსველელთა 65% რუსეთში მიდის.

„თუ კანონი სამუდამო ცხოვრების უფლებას ითვალისწინებს, მაშინ ის, რა თქმა უნდა, შეიცავს მიგრაციის მოცულობის ზრდის რისკებს“, – აცხადებს სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელი გაგიკ ეგანიანი.

არარატის რაიონის მკვიდრი 22 წლის ანუშ ბალიანი რუსეთის საელჩოსთან თავის რიგს ელოდება და რუსული პასპორტის აღების თავის მიზეზებზე საუბრობს.

„ამ გზით დეპორტაციასთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს ავიცილებთ თავიდან, უმჯობესია თავიდანვე მოქალაქეობა გქონდეს“, – ამბობს ბალიანი. „ამასთან ერთად, ჩემი ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად შევძლებ ცხოვრებას. მამაჩემი და ჩემი სამი და მოსკოვში ცხოვრობენ. ახლა მე და ჩემს ქმარსაც გვინდა საბუთების შეტანა, მათთან გამგზავრება და ერთად ყოფნა რომ შევძლოთ“.

დასაქმების მხრივაც, ბალიანი იქ უკეთეს პერსპექტივას ხედავს.

„რუსეთში სამსახურის შოვნა უფრო ადვილია. ექიმი-კოსმეტოლოგი ვარ და აქ მხოლოდ 60 000 დრამს ვშოულობ [150 აშშ დოლარი]. ძლივს გვყოფნის“, – ამბობს ის. „რუსეთში კი შემიძლია ეს თანხა ერთ დღეში ვიშოვი“.

პარლამეტის წევრი მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან ჰოვანეს სააკიანი მიგრანტთა რაოდენობის გაზრდას ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს.

„იმ მიგრანტებზე, რომლებიც სეზონური სამუშაოებისთვის მიდიან ეს გავლენას არ მოახდენს. ისინი, ვინც ზაფხულობით დადიან სამუშაოდ და აქ ოჯახებს ტოვებენ, მოქალაქეობის აღებით უბრალოდ უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველყოფას შეძლებენ, რადგან ხშირად სწორედ ჩაწერის არქონის გამო ექმნებათ პრობლემები. მაგრამ ისინი უკან ბრუნდებიან, თავიანთ ოჯახებთან“, – განაცხადა მან. „ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ საზოგადოების იმ სეგმენტს, რომელიც ქვეყნიდან იმიტომ მიდის, რომ იქ დამკვიდრდეს და არა იმათ, ვინც უბრალოდ სეზონური სამუშაოს საძიებლად მიემგზავრება“.

ბევრი ექსპერტი თვალს ადევნებს მიგრაციის მზარდ ტენდენციებს და შიშობს, რომ ქვეყნიდან გადინებულ სომეხთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ისევე როგორც სომხეთში ორმაგი მოქალაქეობის პრინციპი მოქმედებს, მოსკოვის ახალი სქემის მიხედვით, სომხებმა, ისევე როგორც სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა, რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვან.

სომხეთის გენეალოგიური კვლევების ცენტრის ეთნოგრაფი გრანუშ ხარატიანი მნიშვნელოვან დემოგრაფიული ცვლილებებს პროგნოზირებს.

„თავიდან ხალხი უფრო სიფრთხილით მოეკიდება ამ საკითხს, თუმცა მერე, როცა პროცესი ძალას მოიკრეფს და კარგად ამუშავდება, ინერცია გაიზრდება. შედეგად, უფრო ფართო მასები დატოვებენ ქვეყანას“, – განაცხადა მან.

2006 წლიდან სომხეთის მოქალაქეებითვის მოსკოვმა დაჩქარებული ნატურალიზაციის პროგრამა აამოქმედა სახელწოდებით „თანამემამულეები“. მისი ამოქმედების დღიდან მასში მონაწილეობის მისაღებად 26 000 ადამიანმა შეიტანა განაცხადი და აქედან მხოლოდ 1500 გადავიდა რუსეთში საცხოვრებლად.

ხარატიანის თქმით, „ახალი კანონი ცოტათი განსხვავებულად მოქმედებს ვიდრე პროგრამა „თანამემამულეები“. ეს პროგრამა თავად ირჩევს იმ ადგილებს, სადაც ადამიანებმა უნდა იცხოვრონ და ითხოვს ამ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრებას, საცხოვრებლად თანხაც არის გამოყოფილი. ახალი კანონი კი ამდენ პირობას არ ითვალისწინებს. ადამიანები თავად ირჩევენ სად უნდათ რუსეთში ცხოვრება“.

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში წამსვლელთა რაოდენობა გაიზრდება“, – დასძინა ხარატიანმა.

რეგიონში მოსკოვის ახალი პოლიტიკის ამოქმედება, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას გულისხმობს, გარკვეულ ეჭვებს იწვევს მისი მიზნების შესახებ. სომხეთის სოციალურ-დემოგრაფიული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი  რუბენ ეგანიანი თვლის, რომ რუსეთმა ახალი კანონი თავისი დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად მიიღო.

„რუსეთს ხალხი სჭირდება. მას სჭირდება მუშახელი, რეპროდუქციული ასაკის ადამიანები, მშობლები იმისთვის, რომ დაარეგულიროს შობადობასთან დაკავშირებული პრობლემები“,- ამბობს ის. „რაც შეეხება, რუსული ენის გამოცდას, ცხადია, ენის მხოლოდ ელემენტარული ცოდნაა საკმარისი“.

ლილიტ არაკელიანი Araratnews.am რეპორტიორია სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი ლილიტ არაკელიანი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT