სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

საქართველო: პოლიტიკოსები ხარჯების შემცირების უმტკივნეულო გზის ძიებაში

0 კომენტარი
 2013 წლის 4 დეკემბერი   ავტორი: მანანა ვარდიაშვილი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


შემოსავლების შემცირება მოითხოვს სწრაფ გადაწყვეტილებებს, ოფიციალური პირები კი ირწმუნებიან, რომ ეს არ მოხდება სოციალური პროგრამების შემცირების ხარჯზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიძინა ივანიშვილთან ერთად (ფოტო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).

მანანა ვარდიაშვილი  – კავკასია

საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ წელს შემოსავლები მოსალოდნელზე უფრო ნაკლები იქნება, თუმცა მისივე თქმით დანაკლისის შევსება არ მოხდება ჯანდაცვისა და სოცილური დახმარების პროგრამების დაფინანსების შეკვეცის ხარჯზე.

შეფასებების მიხედვით, მთავრობის შემოსავლები წლის ბოლოსათვის დაგეგმილზე ერთი მილიარდი ლარით ნაკლები იქნება. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების განმარტებით დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი იმაზე უფრო მცირე იყო ვიდრე ამას მთავრობა პროგნოზირებდა.

11 ნოემბერს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 2%-მდე შეამცირა. მათი შეფასებით, მკვეთრი ვარდნის მიზეზი კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების შემცირება და აგრეთვე  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური არასტაბილურობა გახდა.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა შემოსავლების შემცირების ხარჯზე 2%-2.5% წლიურ ზრდას ელოდებოდა

„ეს ტრაგედია სულაც არ არის,“- აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარმატების მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობამ იკლო და ბიუჯეტის შემცირებასთან ერთად მისი პოპულარობა კიდევ უფრო შემცირდება.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არსებული ეკონომიკური პრობლემების წარმოქმნაში ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებს.

„წლის დასწყისში, ჩვენ 6%-იან ზრდას ვვარაუდობდით, მაგრამ სამწუხაროდ სხვადასხვა ფაქტორებმა, მათ შორის პოლიტიკურმა – ე.წ. კოჰაბიტაციამ და ყველაზე მეტად პრეზიდენტის ჩარევებმა…მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც 6%-იანი ზრდა ვერ მოხდება“, – განაცხადა მან 13 ნოემბერს პარლამენტში გამოსვლისას.

ფინანსთა მინისტრს არ განუმარტავს რამდენად დიდი იქნება შემოსავლების კლება, თუმცა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ დირექტორი ნინო ევგენიძე თვლის, რომ ამის განსაზღვრა არც ისე რთულია იანვრიდან ოქტომბრამდე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

„თუ შევხედავთ ამ ცხრა თვის განმავლობაში როგორ სრულდებოდა ბიუჯეტი, შესაძლებელია მილიარდი ლარის დანაკლისი იყოს,“ – განაცხადა მან. „თუ ასეა, მაშინ  ისმის კითხვა, როგორ აპირებს მთავრობა ხარჯების შემცირებას?“

ეკონომისტების მტკიცებით, კითხვა მდგომარეობს არა იმაში, რომ არსებობს თუ არა ხვრელი ბიუჯეტში, არამედ იმაში, თუ როგორ აპირებს მთავრობა მის ამოვსებას – გადასახადების გაზრდით, ახალი შიდა ვალის აღებით, თუ ხარჯების კიდევ უფრო შემცირებით, რაც ბიუჯეტის სეკვესტრს ნიშნავს.

ევგენიძე ფიქრობს, რომ მთავრობა თანხის დაზოგვას არ მოახდენს საჯარო სექტორის ხელფასებისა და პენსიების არგაცემის ხარჯზე.

„სირთულეები შეექმნება სხვადასხვა პროგრამების დაფინანსებას. მაგალითად, უკვე არის ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების შემთხვევები, რის გამოც შემცირებულია სამუშაო ადგილები,“  – აცხადებს ის. „შესაძლოა პრობლემები შეიქმნას ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფული არ ეყოფა ყველა სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებას. ერთადერთი, რასაც შეკვეცა არ შეეხება სოცილური ვალდებულებების შესრულებაა“.

მინისტრი ხადური ამტკიცებს, რომ ხარჯების შემცირებას ადგილი არ ექნება.

„სიტყვა სეკვესტრი კარგად დაივიწყეთ და გადააგდეთ,“ – განაცხადა მან პარლამენტში გამოსვლისას. „შესაძლოა შემოსავლების ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ გვქონდეს პრობლემა, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაწევ ხარჯებში ჩვენ პრობლემა არ გვექნება. დღესაც ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია თავისუფალი რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტში. არანაირი სეკვესტრი არ იქნება; ბიუჯეტს აქვს იმის რესურსი, რომ ყველა აღებული ვალდებულება შეასრულოს“

ხადურის კოლეგა ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი გამორიცხავს ახალი სახელმწიფო შიდა ვალი აღებას და ადასტურებს, რომ შეჩერდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გადაიდო, თანხის გადამისამართება მოხდება სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად“, განაცხადა მან.

მანანა ვარდიაშვილი თანამშრომლობს ჟურნალ „ლიბერალთან“.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი მანანა ვარდიაშვილი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT