სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

საქართველო: ციფრული მაუწყებლობის ხარვეზები

0 კომენტარი
 2016 წლის 30 მარტი   ავტორი: თამთა თვალავაძე

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


იზოლირებულ დასახლებებში მოსახლეობა ციფრული სიგნალს ვერ იღებს.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიუვალ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ნაციონალურ არხებზე წვდომა შეეზღუდათ.

მიუხედავად შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლების განცხადებებისა იმის შესახებ, რომ ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი წარმატებით დასრულდა, ტექნიკური პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.

შედარებით იზოლირებულ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობა სატელევიზიო სიგნალის ცუდ ხარისხს უჩივის, ოკუპირებული რეგიონებში კი, ქართულ არხებს საერთოდ ვერ იჭერენ. მედია ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს არის იქ მცხოვრები ადამიანების სამოქალაქო უფლებების დარღვევა.

საქართველოს რეგიონებში ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის გათიშვა ეტაპობრივად მოხდა. პროცესი 2015 წლის ივლისის დასაწყისში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდა.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმართვისთვის საქართველოს მაღალი შეფასება მისცა. ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური როლი, კერძოდ, სამართლებრივი და ტექნიკური მონაცემთა ბაზის მომზადების საქმეში.

თუმცა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით ყველა არ არის კმაყოფილი.

ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდის მკვიდრმა რუსუდან ჩუბინიძემ სპეციალური ადაპტერი ანალოგური მიწისზედა სიგანალის გათიშვამდე შეიძინა.

თუმცა, როგორც ის ამბობს, არხებს ჯერ კიდევ ვერ იჭერს სრულყოფილად. ნაციონალური არხები დროდადრო ითიშება, ხოლო ცუდ ამინდში ჩვენების ხარისხი შესამჩნევად ეცემა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ადასტურებს, რომ ზოგიერთ ადგილას ქსელი მართალაც არასტაბილურია. მაუწყებლობის შეზღუდვის მიზეზი ტექნიკური პრობლემები, ასევე სიხშირის პარამეტრებთან და ადაპტერებთან დაკავშირებული სირთულეები გახდა.

ანალოგური მაუწყებლობა თავდაპირველად  მონოფონური ხმის მქონე შავ-თეთრი გამოსახულების მისაღებად დაინერგა. ციფრული მაუწყებლობა უზრუნველყოფს კრისტალურად სუფთა გამოსახულებას, უკეთესი ხმის ხარისხს და მრავალი სადგურის ხელმისაწვდომობას. საქართველოს შემთხვევაში ეს თეორიულად დაახლოებით 20-60 უფასო სატელევიზიო არხზე წვდომას გულისხმობს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ქვეყანა, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპის კავშირი, ათ წელზე მეტია, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა. 

ქვეყნების უმეტესობამ თავდაპირველად ციფრული მიწისზედა ვიდეო მაუწყებლობის სტანდარტი (DVB-T) დანერგა და მხოლოდ ახლა გადადის გაუმჯობესებულ DVB-T2 (ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის მეორე თაობა) სტანდარტზე. საქართველო კი ანალოგურიდან პირდაპირ DVB-T2 სტანდარტზე გადავიდა.        

ციფრულ მაუწყებლობაზე უმტკივნეულო გადასვლის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, 2014 წლის თებერვალში, შეიქმნა ციფრული მაუწყებლობის სააგენტო. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დარიგდა დაახლოებით მილიონ-ნახევარი საინფორმაციო ბუკლეტი, რომელშიც მოცემული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იყო საჭირო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად. 

მოსახლეობის დაახლოებით ორმოცი პროცენტი, რომელიც სატელევიზიო სიგნალს ანტენების საშუალებით იღებდა, იძულებული გახდა ე.წ. „სეტ-ტოპ ბოქსები,“ რომლებიც სიგნალის გარდაქმნას ახდენენ, ან კიდევ ახალი ტელევიზორები DVB-T2 მხარდაჭერით შეეძინა. მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს, რომელიც საკაბელო ტელევიზიით ან სატელიტური ანტენებით სარგებლობდა, ეს ცვლილებები არ შეეხეო.

როგორც აღმოჩნდა, ინფორმაცია ცვლილებების შესახებ ყველამ ვერ მიიღო დროულად ან კიდევ უბრალოდ ვერ შეძლო 50-60 ლარის ღირებულების „სეტ-ტოპ ბოქსების“ შეძენა, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოწყობილობა უფასოდ დაურიგდათ.

ხშირ შემთხვევაში, მოსახლოების იმ ნაწილმა, რომელთაც არ გააჩნდათ „სეტ-ტოპ ბოქსები“ ან DVB-T2 მხარდაჭერის მქონე ტელევიზორები, ნაციონალური არხებზე წვდომა დაკარგა, ისინი მეზობელი ქვეყნების არხებმა გადაფარა.

პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე სოფლებში, სადაც, როგორც იქაურები ამბობენ, მათ სხვა არჩევანი არ აქვთ გარდა იმისა, რომ უყურონ რუსულ არხებს.

1990 წლების კონფლიქტების შედეგად საქართველოს იურისდიქცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე არ ვრცელდება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა ორივე დე-ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა.  

სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე რეგიონების მცხოვრებლებიც ასევე აცხადებენ, რომ ქართულ არხებზე წვდომა აღარ აქვთ.

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB)  თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი აცხადებს, რომ ეს არის მათი უფლებების დარღვევა.

მეზობელი ქვეყნებიდან სიგნალების დაბლოკვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებლობაა, მათ უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი მეზობელი სახელმწიფოების კოლეგებთან თანამშრომლობით.

აჭარის რეგიონში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, ეს საკითხი უკვე მოგვარებულია. კომისიამ უკვე მიმართა თავის კოლეგებს რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საზღვრისპირა რაიონებში მათი ანალოგური სიგნალის შესუსტების მოთხოვნით.

თუმცა შესაძლოა, ამ პროცესს დიდი დრო დასჭირდეს. 

IDFI და GARB წარმომადგენლებმა მიმართეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას თხოვნით, დაუშვას ანალოგური მაუწყებლობა ოკუპირებული ტერიტორიების  მიმდებარე რაიონებში. მთავრობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

„სიგნალის გადაფარვის პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ასევე გორის რაიონში,“- განაცხადა ნათია კუპრაშვილმა, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა კავშირის თავმჯდომარემ.

„ამასთან ერთად, თუ ადრე ქართული ტელევიზია მაუწყებლობდა აფხაზეთის ზოგიერთ რაიონში, ახლა როცა ამისთვის სპეციალური ადაპტერებია საჭირო, ჩვენ ეს აუდიტორიაც დავკარგეთ,“ – დასძინა კუპრაშვილმა. 

2011 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, აფხაზეთის მოსახლეობის თვრამეტი პროცენტი ეთნიკურად ქართველია. მათი უმეტესობა გალში, ტყვარჩელში და ოჩამჩირეში ცხოვრობს, სადაც ქართული მაუწყებლობა არ ვრცელდება. 

„ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, ქართული არხები გაქრა და ბევრი იძულებული გახდა სეტ-ტოპ-ბოქსები ეყიდა, იმისთვის, რომ ქართული გადაცემებისთვის და ახალი ამბებისთვის ეყურებინა,“ – ამბობს გალის მკვიდრი მარინა. „თუმცა, პრობლემები ისევ არსებობს, სიგნალი ხშირად ითიშება ტექნიკური პრობლემების გამო. მაგალითად, ბოქსით სამი თვე ვერ ვიჭერდით ქართულ არხებს. უფრო მეტიც, კოდები ხშირად იცვლება, ტექნიკურ დახმარებას კი ვერსად ვიღებთ.“

„პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია მათთვის, ვისაც ერთ-ერთი მობილური ოპერატორის სატელიტური თეფშები აქვს დამონტაჟებული,“ – განაგრძო მან. „მაგრამ ყველას არ აქვს მათი დაყენების საშუალება, სერვისის სიძვირის გამო. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ანალოგური სიგნალი აღდგება.“

ნათია კუპრაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ჰქონდეთ წვდომა ქართულ არხებზე.

„თუ მთავრობა გაითვალისწინებს ჩვენს წინადადებას, ამით ციფრული მაუწყებლობის მხრივ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულეები არ შემცირდება,“ – აცხადებს იგი. „ამით დიდი პრობლემა მოგვარდება ჩვენი თანამემამულეებისთვის“.

თამთა თვალავაძე

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი თამთა თვალავაძე
თამთა თვალავაძე, IWPR-ის მიერ გადამზადებული ჟურნალისტია. ის აშუქებს ეკონომიკურ და მედია საკითხებს, ასევე ამზადებს ვიდეო მასალებს უმცირესობების შესახებ ჩვენი პარტნიორი მულტიმედია ორგანიზციისთვის "ჩაი ხანა".


მსგავსი სტატიები:


აფხაზეთი რუსეთს უძრავი ქონების ბაზარს უხსნის
ივლისი 23, 2021

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ
თებერვალი 27, 2017


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT