გონიოს მოსახლეობა ჩივის, რომ მათი პროტესტი რეაგირების გარეშე რჩება.
ავტორი: IWPR-ის გუნდი საქართველოში, კავკასია
2012 წლის 10 სექტემბერი
აჭარიში, კერძოდ, სოფელ გონიოში მოსახლეობა არალეგალური ბორდელების არსებობას ასაჩივრებს, თუმცა უშედეგოდ.
შავი ზღვის ეს სოფელი არაერთი სექს მუშაკის განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული ქალების თავშსაფარი გახდა, რომლებიც ბარებსა და კლუბებში მუშაობენ. ისინი ძირითადად თურქი ეროვნების მოსახლეობას ემსახურებიან.
ადგილობრივები ჩივიან, რომ ღამის კლუბებიდან გამოსული ხმამაღალი მუსიკა ძილის საშუალებას არ აძლევთ. მათივე თქმით, საეჭვო რეპუტაციის კლუბებისა და სასტუმროების არსებობამ დამსვენებლების რაოდენობის კლება გამოიწვია და წელს გონიოში ის დამსვენებლებიც არ ჩასულან, რომლებიც აქამდე კურორტს ყოველწლიურად სტუმრობდნენ.
„ამდენი სატვირთო მანქანის, თურქებისა და პროსტიტუციის გამო აქ დასვენება აღარავის უნდა. ისმის ყვირილი, ჩხუბი და ავტომანქანების საყვირის ხმა” , -უთხრა IWPR-ს გონიოს ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.
სოფელი ადმინისტრაციულად საპორტო ქალაქ ბათუმს ეკუთვნის. რობერტ ჩხაიძეც, ქალაქის მერი აღნიშნულთან დაკავშირებით გონიოს მოსახლეობას შეხვედა, თუმცა მთავარ პრობლემად მხოლოდ ხმამაღალი მუსიკა მიიჩნია, რის მოგვარებასაც უახლოეს მომავში დაჰპირდა, თუმცა პირობა დღემდე პირობად რჩება.
გენო მგელაძე, დემოკტრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ტრეფიკინგისა და მისი მსხვერპლების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებას შეეცადა, თუმა ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ვინაიდან ქალების უმრავლესობამ ამ პრობლემებზე საჯაროდ საუბარი არ ისურვა.
„ისინი ადასტურებენ, რომ დამსაქმებლებმა პასპორტები ძალით წაართვეს, მაგრამ ამას საჯაროდ არ აცხადებენ. ამბობენ, რომ არავის ენდობიან და სამუშაოს დაკარგვისა და დეპორტაციის ეშინიათ“, – განაცხადა მგელაძემ.