გადაცემა დევნილთა ამბების 23-ე გამოშვება, სამეგრელო ზემო-სვანეთი
ავტორი: ნინო მარღანია
გალის რაიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება შეზღუდულია და ადამიანის უფებები სხვადასხვა ფორმით უხეშად ირღვევა. როგორც რაიონის გამგებელი ნანა ქარდავა აცხადებს, რომ ძირითად პრობლემას სოფელში მცხოვრები მოსახლეობა გადაადგილების მხრივ აწყდება.
გალის რაიონ სოფელ განახლების მკვიდრი მამაკაცი ამბობს, რომ სოფელში ძირითადად სიტუაციას რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
გალის რაიონ სოფელ მეორე ოტობაიში მცხოვრები ქალბატონის თქმით, სოფელში ადმინისტრაციულ საზღვართან რუსი სამხედრები დგანან, მაგრამ თუ შემთხვევით საგუშაგოზე აფხაზები აღმოჩნდებიან ისინი მოქალაქეებს პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში თანხას სძალავენ ან გალის იზოლატორში გადაჰყავთ.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის პასპორტიზაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. “პასპორტი რომ აიღო 12 სხვადასხვა საბუთია ჭურდება. შემდეგ ყველა დოკუმენტი რუსულად უნდა თარგმნო და ნოტარიულად დამტკცებული… ამას მოსახლეობის ნაწილი ვერ ახერხებს”,- აცხადებს, ადგილობრივი მკვიდრი.
ასევე აღსანიშნავია, რომ რუსული სპესამსახურების წარმომადგენლებმა სამეგრელო – აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულ-ხლართები გააბეს. საუბარია ფიჩოლი-ოტობაია-განმუხური-ნაბაკევი-ხურჩისა და საბელიო-ფახულანის გზის გადაკეტვაზე, რაც ბუნებრივია, ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაციას იწყვევს.
გალის რაიონის ქვედა ზოლის სოფლებში სულ დაახოებით 25 ათასი ქართველი ცხოვრობს.
მოისმინეთ [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4227″]