სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთი: ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე საზოგადოების რეაგირება უნდა შეიცვალოს

0 კომენტარი
 2015 წლის 8 მარტი   ავტორი: მარინე ხარატიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


გამოძიებები ხარვეზებით მიმდინარეობს, ხოლო საზოგადოების დამოკიდებულება ხშირად გულგრილია.

სომხეთის ომბუდსმენი კარენ ანდრეასიანი

სომხეთის ომბუდსმენი კარენ ანდრეასიანი (ფოტო: ომბუდსმენის ვებგვერდი).

2011 წელს სომხური პრესის ფურცლები არასრულწლოვანის გაუპატიურების ამბავმა ააჭრელა. 13 წლის გოგონა ფეხმძიმედ იყო საკუთარი მამისგან, რომელიც მსხვერპლზე სისტემატიურ სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა.

მოძალადე მამაკაცი არ გაასამართლეს. გოგონას კი, რომელიც სომხეთის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ზურგი აქცია.

გოგონას აბორტი გაუკეთეს. პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა, ვერ მოხერხდა დნმ-ის ანალიზის ჩატარება და მამობის დადგენა. საქმე დაიხურა არასკამარისი მტკიცებულებების გამო.

გოგონას ადვოკატის, ნონა გალსტიანის, თქმით, გამოძიება დარღვევებით მიმდინარეობდა.

„გამოძიების დროს გამოიკვეთა, რომ [გოგონას] ზოგიერთი ჩვენება წინააღმდეგობაში მოდიოდა სხვა სამხილებთან. გამოძიება უფრო სრულყოფილად რომ ჩატარებულიყო შესაძლებელი იქნებოდა მოძალადის იდენტიფიცირება“, – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

ეჭვს არ იწვევდა ის ფაქტი, რომ მსხვერპლის მიმართ ძალადობა ხორციელდებოდა, მაგრამ „გამოძიებამ არც კი გაამახვილა ყურადღება მონაწილეობდნენ თუ არა დანაშაულში სხვა პირებიც. ეჭვი იყო მხოლოდ მამაზე და საქმეც დაიხურა,“ – განაცხადა გალსტიანმა.

მომხდარის შემდეგ, ადგილობრივმა მოსახლეობამ ზურგი აქცია მსხვერპლს.

სომეხი ჟურნალისტი სუსანა შაჰნაზარიანი

სომეხი ჟურნალისტი სუსანა შაჰნაზარიანი (ფოტო: სუსანა შაჰნაზარიანი).

„დამოკიდებულება ოჯახის მიმართ ქალაქში იყო ძალიან უარყოფითი,“- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ჟურნალისტმა სუსანა შაჰნაზარიანმა. „ვიცი, რომ მშობელთა ნაწილმა სკოლაში იჩივლა, მათ არ უნდოდათ, რომ მათ შვილებს [გოგონასთან ერთად] ერთ კლასში ესწავლათ“.

ბავშვის დედის თქმით, მშობლებმა კოლექტიური განცხადებაც კი დაწერეს გოგონას სკოლიდან გარიცხვის მოთხოვნით. საბოლოოდ, ის სკოლიდან გარიცხეს, თუმცა განათლების სამინისტროს განმარტებით, მიზეზი ადრე არსებული დისციპლინური დარღვევები გახდა.

გოგონა ახლა თექვსმეტი წლისაა და სახლში რეპეტიტორებთან ერთად გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება, თუმცა დედის თქმით, ის თავს მარტოსულად გრძნობს და მეგობრების არყოლას ძალიან განიცდის.

ექსპერტების აზრით, ამ შემთხვევით გამოიკვეთა ის, თუ როგორ რეაგირებს სამართლებრივი სისტემა და ფართო საზოგადოება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე.

პოლიციის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, 150%-ით არის გაზრდილი იმ გამოძიებათა რაოდენობა, რომელიც არასრულწლოვანთა, მათ შორის ბავშვთა, გაუპატიურების შემთხვევებს ეხება.

[pullquote]

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, არასრულწლოვანთა მიმართ გაუპატიურების შემთხვევბი 150%-ით არის გაზრდილი.[/pullquote]

სექსუალური ძალადობის კრიზისის ცენტრის ფსიქოლოგი ტატევიკ აღაბეკიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობის შემთხვევების ნახევარზე მეტი არასრულწლოვნებზე მოდის.

მისი თქმით, გაზრდილი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ გაუმჯობესდა ამ საკითხის გაშუქება და ზოგადად, ამაღლდა საზოგადოებრივი ცნობიერება, თუმცა საკითხის იგნორირებაც საკმაოდ ხშირი მოვლენაა.

აღაბეკიანის თქმით, ბავშვები უმეტეს შემთხვევაში ვერ საუბრობენ ძალადობაზე, რადგან ფიქრობენ, რომ მოძალადეს კი არა, მათ დასჯიან.

„მაშინაც კი როცა მსხვერპლი არასრულწლოვანია, მას თვლიან დამნაშავედ,“ – აცხადებს აღაბეკიანი. „ხალხს მიაჩნია, რომ ეს ან ამ ბავშვების ან მათი მშობლების ბრალია.“

„აუცილებელია, რომ თავად საზოგადოებამ არ შეაქციოს ზურგი და არ გარიყოს ეს ბავშვები…ხელი შეუწყოს მათ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას,“ – ამბობს აღაბეკიანი.

ერევანში ეუთოს მისიის იურისტი დავიდ თუმასიანი, რომელიც არასრულწლოვანთა ძალადობის შემთხვევებზე მუშაობს, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ზოგადად, გამოძიებები ნორმალურად მიმდინარეობდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მოსამართლეები არ იჭერდნენ ბავშვების მხარეს.

„იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ბავშვს მანამდეც ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა და მოსამართლემ არ შეუშალა ხელი ბრალდების მხრიდან ისეთი შეკითხვების დასმას, რომლებიც მიმართული იყო მსხვერპლის დისკრედიტაციისთვის წინა საქციელის გამო,“ – აცხადებს თუმასიანი.

მისივე თქმით, საჭიროა უფრო მეტი მუშაობის ჩატარება ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის გათვალიწინებით, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ.

„უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გავაძლიეროთ ბავშვთა დაცვის მექანიზმები წინასწარი გამოძიების და სასამართლოს მსვლელობის პერიოდში, ასევე ავამუშავოთ სოციალური პროგრამები მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით,“ – აცხადებს თუმასიანი.

2013 წელს, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდა. უფლებადამცველი აქტივისტების აზრით ეს ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება.

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი კარენ ანდრეასიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვების და ასევე მათი ოჯახის წევრების ინფორმირებულობა მათი უფლებების შესახებ.

„ბევრი შემთხვევა ვიცით, როცა შვილების აღზრდის დროს ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ ბავშვების ცემა ჩვეულებრივი ამბავია“, – აცხადებს ის და დასძენს, რომ აუცილებელია მოზრდილების და ბავშვების განათლება მათი უფლებების შესახებ.

[pullquote]

„ბევრი შემთხვევა ვიცით, როცა შვილების აღზრდის დროს ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ ბავშვების ცემა ჩვეულებრივი ამბავია“

[/pullquote]

ანდრეასიანმა აღნიშნა, რომ საჭიროა არსებობდეს უსაფრთხო ადგილი, სადაც ბავშვები შეძლებენ მსგავსი ინციდენტების შესახებ გაცხადებას.

„ასეთი სისტემა ჯერ არ შეგვიმუშავებია. ამ მიზეზის გამო, ვერ ვიტყვით, რომ ბავშვთა დაცვის საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერებამ საჭირო დონეს მიაღწია. არ არსებობს რეაბილიტაციის ცენტრები ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. მუშაობა მხოლოდ მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის მიმდინარეობს“ – დასძინა მან.

სომხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ჯგუფები სკოლებში რეგულარულ შეხვედრებს ატარებენ იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებს მიაწოდონ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ამოიცნონ ძალადობა და როგორ იმოქმედონ მისი გამოვლენის შემთხვევაში.

მარინე ხარატიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი მარინე ხარატიანი


მსგავსი სტატიები:


ოკუპაციის შედეგები საქართველოში
აპრილი 15, 2022

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

აზერბაიჯანი: თვითმკვლელობების საგანგაშო სტატისტიკა
ივლისი 1, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT