სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთის პოლიტიკური ელიტის „თავშეკავებული“ პასუხი უკრაინის კრიზისზე

0 კომენტარი
 2014 წლის 14 მარტი   ავტორი: ვაჰე ჰარუტუნიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ხელისუფლება მოსკოვთან სიახლოვის გამო ზედმეტის თქმას ერიდება, თუმცა უკრაინის ახალ ლიდერებთან თანამშრომელობას აპირებს.

5 მარტს ერევანში რუსეთის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე პლაკატით ხელში, რომელზეც წერია „პუტინ გაეთრიე“ (ფოტო: სააგენტო Photolure)

ვაჰე ჰარუტუნიანი – კავკასია

სომხეთის ხელისუფლება უკრაინის კრიზისთან მიმართებაში ფრთხილ პოზიციას ინარჩუნებს. ის კრემლში მისი მოკავშირეების გაბრაზებას ერიდება, თუმცა ამავე დროს თავს არიდებს ღიად დაუჭიროს მხარი სუვერენული სახელმწიფოში ინტერვენციას.

პრეზიდენტ იანუკოვიჩის წასვლის შემდეგ, მანამ სანამ რუსული ჯარი მთელ ყირიმს მოედებოდა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ კოჩარიანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ სომხეთი უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობას შეინარჩუნებდა.

„ეს ჩვენი პოზიციაა – გავაგრძელოთ უკრაინასთან თანამშრომლობა და ყოველთვის ვიმოქმედოთ სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განუცხადა კოჩარიანმა ჟურნალისტებს.

ხელისუფლების ასეთი განცხადება ერთის მხრივ თანხვედრაში არ მოდის რუსეთის პოზიციასთან, თუმცა, მეორეს მხრივ, ოფიციალური ერევანი არ ჩქარობს შეუერთდეს კიევს და დაგმოს ყირიმში შეაირაღებული შეჭრა.

„ჩვენი ელჩი კიევშია და ის ყურადღებით აკვირდება მოვლენათა მსვლელობას“, აცხადებს სამინისტროს პრეს სპიკერი ტიგრან ბალაიანი.

სომეხი ანალიტიკოსების თქმით, ხელისუფლებას ეშმაკური პოზიცია უჭირავს. რუსეთი სომხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და სტრატეგიული სამხედრო მოკავშირეა, სომხური დიასპორაც ყველაზე დიდი მასშტაბით სწორედ რუსეთშია წარმოდგენილი. ამავე დროს, უკრაინა სომხეთის რიგით მეოთხე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, სადაც 100 000-მდე ეროვნებით სომეხს საკმაოდ ძლიერ თემი აქვს შექმნილი.

ამიტომაც, სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ არცერთი მხარე არ გაანაწყენონ და ორივესთან მშვიდობიანი ურთიერთობა შეინარჩუნონ.

„სიტუაცია, მოდით ასე ვთქვათ, ერთობ დელიკატურია. სომხეთის ხელისუფლება მშვიდად ყოფნას ამჯობინებს, მანამ სანამ უკრაინის კრიზისიდან გამოსავალი უფრო ნათელი არ გახდება“, – აცხადებს კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი.

სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელი რუბენ მერაბიანი დასძენს, რომ „სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები რომც აღიაროს, მის გაკრიტიკებას მაინც ვერ შეძლებს, რადგანაც მისი კონტროლოს ქვეშ იმყოფება“.

საგარეო პოლიტიკის მსგავსი დილემის წინაშე სომხეთი ადრეც არაერთხელ მდგარა. სექტემბრის დასაწყისში პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსულ-ყაზახურ-ბელორუსულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას აპირებდა, რითაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივა საბოლოოდ დაასამარა.

სომხეთი უკვე არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, ჰყავს უცხო ქვეყნის დიდი სამხედრო წარმომადგენლობა რუსული ჯარის სახით და საგარეო ვაჭრობის მეოთხედს რუსეთში ახორციელებს.

ასეთი მჭიდრო კავშირების მიუხედავად, ბევრი მაინც ფიქრობს, რომ სერჟ სარგსიანის დაყოლიება საბაჟო კავშირში გასაწევრიანებლად ზეწოლის შედეგად მოხდა. ზუსტად ასეთივე ზეწოლის მიზეზით არიან ყირიმთან მიმართებაში დადუმებული სხვა პოლიტიკური ლიდერებიც.

მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო მდივანი ჰოვანეს სააკიანი ამ მოსაზრებას ფრთხილი კომენტარით გამოეხმაურა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის კრიზისი მშვიდობიანად მოგვარდეს. თუმცა, ამავე დროს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიღწეული შეთანხმება შეესაბამაბოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, – აცხადებს ის.

ოპოზიციური პარტიების უმეტესობა მსგავს „ფრთხილ“ პოზიციას ინარჩუნებს, ერთადერთი გამონაკლისია პარტია „მემკვიდრეობა“, რომელიც მოსკოვის ქმედებებს მკაცრად გმობს.

„რუსეთის ქმედებები ყირიმსა და უკრაინის დანარჩენ რეგიონებში წარმოადგენს აგრესიას და საერთაშორისო სამართლის ნორმების უდიდეს დარღვევას, რაც მიზნად ისახავს კიევის მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნებას“, – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა სტიოპა საფარიანმა.

ამ მოსაზრებას სომხეთში ბევრი იზიარებს.

27 წლის დანიელ იონისიანი, რომელიც გასულ წელს ერევანში პუტინის ვიზიტს აპროტესტებდა და ამის გამო რამდენიმე საათი ციხეშიც კი გაატარა ფიქრობს, რომ სომხეთის ბედიც გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოგვარდება უკრაინის კრიზისი.

ერევანში ჩამოყალიბებულია მეიდნის სოლიდარობის კომიტეტი, რომელიც გმობს პუტინის ხელისუფლების აგრესიას და სომხეთის მდუმარე პოზიციას პოლიტიკურ დათმობას ადარებს.

„ეს ქმედებები ჰგავს ევროპის ისტორიის იმ სამარცხვინო ეპიზოდებს, როდესაც 1938 წელს ავსტრია გერმანიას მიუერთდა და ადოლფ ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიის ანექსია მოახდინა“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

მეიდნის სოლიდარობის კომიტეტის წევრები არიან რიგითი მოქალაქეები და ასევე ისეთი ცნობილი უფლებადამცველები, როგორებიცაა არტურ საკუნსი – ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის ხელმძღვანელი, ბორის ნავასარდიანი – ერევნის პრეს კლუბის ხელმძღვანელი და დავით შაჰნაზარიანი – ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი დირექტორი.

პოლიტიკოსების მსგავსად უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ გულახდილად ვერც სომეხი ბისნესმენები საუბრობენ.

დამსაქმებელთა რესპუბლიკური კავშირის თავმჯდომარის გაგიკ მაკარიანის თქმით, მას აშფოთებს ის, თუ რა გავლენას მოახდენს კრიზისი რუსულ ეკონომიკაზე, რომელსაც ნავთობზე მაღალი ფასის შენარჩუნებითაც კი უჭირს ზრდის მიღწევა.

„რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დააწესება ჩვენთვის ძალიან არასახარბიელო იქნება. მოვლენების ასეთი განვითარება დიდ დარტყმას მიაყენებს  სომეხ ბიზნესმენებს“, – განაცხადა მაკარიანმა. „ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენზე უკრაინის ეკონომიკური არასტაბილურობაც“.

ვაჰე ჰარუტუნიანი თავისუფელი ჟურნალისტია სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი ვაჰე ჰარუტუნიანი
ვაჰე ჰარუტუნიანი თავისუფალი ჟურნალისტია ერევანში. ლემან მუსტაფაქიზი Lent.az რეპორტიორია აზერბაიჯანში.


მსგავსი სტატიები:


მედიცინა – ურთიერთობების აგების და ოკუპაციასთნ ბრძოლის საშუალება    
სექტემბერი 8, 2022

ოთხი ქმედითი ნაბიჯი რუსეთის მიერ საზღვრების გადმოწევის საპასუხოდ
სექტემბერი 15, 2017

ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
აპრილი 9, 2017


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT