სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია მუქარების ობიექტი ხდება

0 კომენტარი
 2013 წლის 30 სექტემბერი   ავტორი: გოჰარ აბრაჰამიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ქალთა რესურს ცენტრი თავდამსხმელთა სამიზნე ხდება იმისდა მიუხედავად, რომ რეალურად არც კი ყოფილა ჩართული კონსერვატორების მიერ დაწუნებული კანონპროექტის განხილვაში.

ქალთა რესურს ცენტრის დირექტორი ლარა აჰარონიანი (ფოტო: მედია ცენტრი, ერევანი)

გოჰარ აბრაჰამიანი – კავკასია

გენდერული თანასწორობის კანონის ირგვლივ არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულების ფონზე სომხეთში ცნობილი ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია განადგურების მუქარებს ღებულობს.

სატელეფონო მუქარების ადრესატი „ქალთა რესურს ცენტრია“.  2003 წელს დაარსებული ორგანიზაცია ქალთა რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუშაობს. ის აქტიურად იბრძვის საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერებისთვის და ასევე მის მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ცენტრის დირექტორმა ლარა აჰარონიანმა თხოვნით მიმართა პოლიციას გამოეძიებინა მუქარების წარმომავლობა, რომელთა შორისაცაა  „ფეისბუკით“ გავრცელებული კომენტარები: „ავაფეთქებთ ამ ქალთა რესურს ბუდეს,“ ან „ყელს გამოგჭრით.“

„ლანძღვა-გინება ადრეც ყოფილა, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით,“ – ამბობს აჰარონიანი. „თუმცა ამჯერად კონკრეტული სახის მუქარებს აქვს ადგილი, განსაკუთრებით კი გვაშინებს, რომ ჩვენი ორგანიზაციის აფეთქებით გვემუქრებიან.“

ამგვარი სახის მუქარების მიმართ აჰარონიანსა და მისი ორგანიზაციის მსგავს საზოგადოებრივ ჯგუფებს შიში შარშანდელი ინციდენტის გამო აქვთ. მაშინ კლუბს სახელად DIY, რომელშიც არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ  თავს დაესხნენ და გადაწვეს.

DIY კლუბის მაშინდელი მეპატრონე არმინე ოგანესოვა ამბობს, რომ პოლიციამ მისი საჩივრების იგნორირება მოახდინა.

კლუბის გადაწვის შემდეგ ოგანესოვამ სომხეთი დატოვა და შვედეთში მიიღო თავშესაფარი.

ქალთა რესურს ცენტრმა 30 უფლებადამცველი ორგანიზაციის მხარდაჭერით  პოლიციას ამ მუქარების უკან მდგომი პირების გამოვლენისა და დასჯისკენ მოუწოდა.

ქალთა რესურს ცენტრის იურისტის ნვარდ პილიპოსიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ტერმინი ‘სიძულვილის ენა’ საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, სომხეთში კი მას არავითარი სამართლებრივი განსაზღვრება არ გააჩნია, თუმცა სომხეთის კონსტიტუციის 47-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენებას ეთნიკური, რასობრივი და რელიგიური შუღლის გაღვივების მიზნით.“

აჰარონიანის თქმით ქალთა რესურს ცენტრში მუქარებმა მას შემდეგ იმატა, რაც პარლამენტმა მიიღი კანონი, რომელიც ქალისა და მამაკაცისთვის თანაბარი უფლებების მინიჭებას ეხება. კანონში ნახსენები ტერმინი „გენდერი“ გახდა კონსერვატორი პარლამენტარების უკმაყოფილების საგანი. მათი მოსაზრებით, ამით მოხდება ჰომოსექსუალიზმის წახალისება და საფრხე შეექმნება ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს.

აჰარონიანის განცხადებით, მიუხედავავდ იმისა, რომ ის მხარს უჭერს კანონს და დარწმუნებულია, რომ ქვეყნისთვის ის მხოლოდ კარგის მომტანი იქნება, ქალთა რესურს ცენტრს ამ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამისდა მიუხედავად, კონსერვატორმა აქტივისტებმა სამიზნედ მაინცდამაიც მისი ორგანიზაცია გაიხადეს.

„ახლახანს ჩამოყალიბებულმა ‘სრულიად სომეხ მშობელთა კომიტეტმა’, რომლის საქმიანობაც მიმართულია სიტყვა „გენდერის“ არასწორი ინტერპრეტაციისა და სიძულვილის გაღვივებისკენ ხელი შეუწყო ისეთი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, სადაც ასეთი ტიპის მუქარები წარმოიქმნება,“ – აცხადებს ის.

ივლისის თვეში დაფუძნებული მშობელთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, არმან ბოშიანი უარყოფს ყოველგვარ კავშირს დაშინებებთან და ძალადობასთან.

„არც ისეთი სულელები ვართ, რომ მსგავსი მუქარები განვახორცილოთ. ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისა და ბედნიერებისკენ,“ – აცხადებს ის. „ისინი ამბობენ, რომ მუქარებს ღებულობენ, უკვე ერთი თვეა ვთხოვ მუქარების ელექტრონული ასლების გამოგზავნას, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი მიმიღია.“

ბოშიანის განცხადებით მათი კომიტეტის ვებსაიტის მოდერატორებმა ყველა ღონე იხმარეს, რომ ფეისბუკიდან ამოეღოთ ყველას ის კომენტარი, რომელიც შეიცავდა ძალადობისა და კანონის დარღვევისკენ მოწოდებებს.

ქალთა რესურს ცენტრზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაცია არის პასუხისმგებელი ბუკლეტის „მოდით ვისაუბროთ სექსზე“ გავრცელებაზე, რომელიც 18 წელზე მეტი ასაკის ქალებს  რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ აწვდის ინფორმაცის.

„ეს წიგნი თითქოს ჯანმრთელობის შენარჩუნებას ეხება, მაგრამ როდესაც ის ექიმს ვაჩვენე მან მითხრა, რომ წიგნის შინაარსი ხელს უფრო იმას უწყობს, რომ მისმა მკითხველებმა სხვადასხვა ინფექციები აიკიდონ,“ – თქვა ბოშიანმა.

ბუკლეტი 2008 წელს გამოიცა და მას შემდეგ კონსერვატულად მოაზროვნე მოსახლეობის მხრიდან მის მიმართ ნეგატიური განწყობა არ ცხრება. მათ შორისაა, პარლამენტის წევრი მმართველი რესპუბლიკრუი პარტიიდან ჰაიკ ბაბუხანიანი, რომელმაც პროკურატურასაც კი მიმართა და მოითხოვა სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის, როგორც პორნოგრაფიული მასალის აკრძალვა.

აჰარონიანი აღნიშნავს, რომ ბაბუხანიანის მხრიდან გამუდმებით ისმის მოწოდებები ქალთა რესურს ცენტრის დახურვის შესახებ.

შარშან ცენტრმა ცილისწამების ბრალდებით სასამართლო პროცესი მოუგო „ირავუნკ მედია“ ჰოლდინგს, რომლის მფლობელიც ჰაიკ ბაბუხანიანია.

ამ გამარჯვების მიუხედავად, ჟურნალისტების ნაწილი ჯერ კიდევ ახორციელებს ცენტრის თანამშრომლების შევიწროებასა და მათ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას.

არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგაგადოება ძალადობის გარეშე“ პროგრამის მენეჯერის განცხადებით ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები სომხეთში ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან.

„ქალთა ორგანიზაციები სომხეთში უკვე 15 წელია არსებობენ და მათი წყალობით დახმარება გაეწია ათობით ათას ქალსა და გოგონას. ეს ორგანიზაციები ხშირად თავის თავზე იღებენ სახელმწიფოს ფუნქციებს და ამით ქალთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან უგულებელყოფილი საკითხების კომპენსირებას ახდენენ. კერძოდ, მათ შექმნეს ცხელი ხაზები და სწრაფი რეაგირების ჯგუფები სექსუალური და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.“

მისივე თქმით, მხოლოდ გასულ წელს ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა 3 300 ზარი მიიღეს და რეაგირება მოახდინეს სექსუალური და ოჯახურ ძალადობის 850 შემთხვევაზე.

გოჰარ აბრაჰამიანი ArmeniaNow.com რეპორტიორია.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი გოჰარ აბრაჰამიანი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT