სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხური ფილმის ოსკარის ნომინაციაზე წარდგენამ აზერბაიჯანის გაღიზიანება გამოიწვია

0 კომენტარი
 2012 წლის 13 დეკემბერი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ფილმში ადამიანური ჰუმანიზმი იმარჯვებს, თუმცა, ვინაიდან სიუჟეტი ყარაბახში ვითარდება, მის ირგვლივ ცხარე კამათი თავიდანვე გარდაუვალი იყო.

კავკასიის საინფორმაციო სამსახურის 667-ე გამოშვება

2012 წლის 30 ნოემბერი

კადრი ფილმიდან "თუკი ყველანი" (Copyright © 2012 Team Productions LLC)

კადრი ფილმიდან "თუკი ყველანი" (Copyright © 2012 Team Productions LLC)

ოსკარის კინოფესტივალის საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე წარდგენილი სომხური ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ ამარცხებს ცრურწმენებსა და სტერეოტიპებს ადამიანური ჰუმანიზმი.  თუმცა, ეს ფილმი ორ სახელმწიფოს შორის მორიგი შუღლის საბაბი გახდა, ვინაიდან მისი სიუჟეტის სწორედ აზერბაიჯანს ეხება.

ფილმი, სახელწოდებით „თუკი ყველანი“, მოგვითხრობს სომეხ მამაკაცზე, რომელიც ნახევრად რუს და ნახევრად სომეხ ქალბატონს მამის საფლავის პოვნაში ეხმარება, რომ იქვე ხეს დარგოს. ქალბატონის მამა 1990-იანი წლების დასაწყისში, მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დროს გარდაიცვალა.

1994 წლიდან, მას შემდეგ, რაც მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მოაეწერეს ხელი, ყარაბაღს სომხური ადმინისტრაცია აკონტროლებს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო გარიგება დღემდე არ შემდგარა, ყარაბახის საბოლოო სტატუსთან დაკავშირებით კი მხოლოდ მცირედი პროგრესი შეინიშნება. სომხები არცახის, როგორც ამას თავად უწოდებენ, დასათმობად ჯერ მზად არ არიან, აზერბაიჯანელები კი  ყარაბახზე საკუთარი სუვერენიტეტის აღდგენას მოითხოვენ.

ფილმის მთავარ გმირებს სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე ფრონტის ხაზის გავლით უწევთ გადასვლა. იქ ისინი ადგილობრივ აზერბაიჯანელ მწყემსს დაუმეგობრდებიან, რომელიც სანაცვლოდ მათ სომხეთში მდებარე მისი შვილის საფლავზე ხის დარგვას თხოვს.

“ეს ამბავი ალბათ, ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ყველაზე მტკივნეულ საკითხს – არცახს შეეხება. რატომ იღუპებიან ადამიანები? რისთვის მოხდა ომი? რითია  მოტივირებული საგმირო საქმეები? – საზოგადოების ნაწილმა იპოვა პასუხი ამ კითხვებზე, ნაწილი კი ჯერ კიდევ ძიებაშია. მსგავსი კითხვები ადამიანების რეალურ ცხოვრებას ჩრდილავს, რაზეც სამწუხაროდ, ბოლოს ვფიქრობთ ხოლმე“ -ნათქვამია ფილმის მოკლე აღწერაში.

ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა სომხეთის ეროვნული კინოაკადემია „ოსკარზე“ წარადგენს ფილმს, თუმცა ოფიციალურ ნომინანტთა შორის სომხეთი პირველად მხოლოდ ამჯერად დასახელდა. წელს, ამ ნომინაციაზე 71 ფილმის განაცხადი იყო შესული, მათ შორის აზერბაიჯანიდან.

აზერბაიჯანელი მწერალი ელჩინ ჰუსეინბაილი ამტკიცებს, რომ ფილმის იდეა მისი 2010 წლის მოთხრობიდან- „მზე ჭრის თვალებს“ არის მოპარული, თუმცა, შინაარსი ისეა შეცვლილი, თითქოს აზერბაიჯანია აგრესორი.

ორიგინალსა და ფილმის სცენარს შორის არსებულ განსხვავებებზე მან ვებ-გვერდ: ann.az -თან საუბრისას განაცხადა, – „ჩემი მოთხრობის შინაარსი შემდეგნაირად ვითარდება: ავადმყოფი აზერბაიჯანელი ექიმი ოკუპირებულ ყარაბახის ტერიტორიაზე გადადის, რათა ბაბუამისის სურვილი აასრულოს და მისი სახლის ეზოში ხე დარგოს. მამის საფლავის სანახავად მიმავალ მოთხრობის გმირს სომხები ტყვედ აიყვანენ, თუმცა, მოგვიანებით ის ბაბუის სურვილის ასრულებას მაინც მოახერხებს“.

ჰუსეინბაილი დასძენს, რომ – “სომხებმა მოთხრობა მათ სასიკეთოდ შეცვალეს. ფილმის ყურების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, რომ ჩვენ დავიპყარით სომხეთის ტერიტორია, მაშინ, როცა რეალურად სწორედ ისინი არიან ოკუპანტები. ფილმის ნახევარზე მეტი ზუსტად ემთხვევა ჩემი მოთხრობის შინაარსს“.

ჰუსეინბაილმა აზერბაიჯანის საავტორო სააგენტოს თხოვნით მიმართა, რათა ეცნობებინა  „ოსკარის“ ჟიურისათვის, რომ ფილმი არ წარმოადგენს ორიგინალს. IWPR დაუკავშირდა საავტორო სააგენტოს, თუმცა, კომენტარის მოპოვება ვერ მოახერხა.

ფილმის სცენარის ავტორი, მაიკლ პოღოსიანი აცხადებს, რომ სცენარი ჯერ კიდევ მანამდე დაიწერა, სანამ ჰუსეინბაილის მოთხრობა გამოქვეყნდებოდა, თუმცა, მის ეკრანებზე გამოჩენას ხანგრძლივი დრო დასჭირდა.

“ფილმის სცენარი 2010 წლის დასაწყისში დაიწერა, გადაღებები კი 2010 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სანამ სცენარი დაიწერებოდა, ომგამოვლილ ადამიანებს შევხვდით და სწორედ მათთან გასაუბრების შემდეგ დაიბადა ფილმის გადაღების იდეა”, – განუცხადა მან IWPR-ს, – “შეგვიძლია მსგავსი ბრალდება აზერბაიჯანელებსაც წავუყენოთ და  მაგალითად, ფილმ „მგზნებარე სურვილების“ იდეის მოპარვაში დავადანაშაულოთ, სადაც მთავარი გმირი აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარს ჰკვეთს, რათა საკუთარ სამშობლოში მოკვდეს”.

პოღოსიანი აცხადებს, რომ ფილმის მიზანი ორ განსხვავებულ ერს შორის ჰარმონიული და მშვიდობიანი ურთიერთობების წახალისებაა.

“ამ ფილმში ანტიაზერბაიჯანული არაფერია. ის მშვიდობასა და სიყვარულს ქადაგებს, სწორედ ამიტომ მოიგო სხვადასხვა პრიზები. ფილმი, რომ არაჰუმანურ ელემენტებს შეიცავდეს და ქვეყნებს შორის მტრობას აღვივებდეს, ჯილდოს მოპოვებას ვერ შეძლებდა”.

სომხეთის კინემატოგრაფიის ეროვნული აკადემიის თავმჯდომარე, დავით მურადიანი აცხადებს, რომ აკადემიის წევრებმა ფილმი ფარული კენჭისყრით აირჩიეს: “მე ვწუხვარ, რომ აზერბაიჯანელები თემის პოლიტიზირებას ცდილობენ და ამით ზეწოლას ახდენენ ოსკარის კომიტეტზე. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და კარგი მანერის ყველა წესს ეწინააღმდეგება“.

“ჩვენ ეს ფილმი წარვადგინეთ, როგორც ხელოვნების ნიმუში და მისი ერთადერთი მესიჯი ჰუმანიზმია“, – განაცხადა მან.

ვაჰე ჰარუთინინი არის თავისუფალი ჟურნალისტი ერევანში. შაჰინ რზაევი IWPR-ის აზერბაიჯანის ოფისის დირექტორია.

 

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT