TED კონფერენცია არუშაში (ტანზანია) მონაწილოებისთვის იწვევს მედია მეწარმეებს, ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტებსა და ფოტოგრაფებს.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია თავი მოუყაროს ახალგაზრდა ინოვატორებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც გამოიჩინეს უჩვეულო სიმამაცე და წვლილი შეიტანეს ნოვატორული იდეების დანერგვაში.
გლობალურ კონფერენციაზე დასასწრებად, რომელიც 2017 წლის 27–30 აგვისტოს გაიმართება, ოცი სტიპენდიანტი შეირჩევა. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონფერენციამდე დაესწრონ ტრენინგებს, რომლესაც ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერები ჩაატარებენ.
მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია 21–დან 40 წლამდე. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.
კონფერენციის ორგანზატორები დაფარავენ მონაწილეობასთან დაკავშირებულ შემდეგ ხარჯებს: ფრენა ორივე მიმართულებით, ადგილობრივი ტრანსპორტით სარგებლობა, კვება და საერთო საცხოვრებელი.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 13 ნოემბერი.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ლინკზე: