სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

„ტელეწამება“ ციხეში

0 კომენტარი
 2015 წლის 20 იანვარი   ავტორი: იადიგარ სადიქოვი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი სახელმწიფო ტელევიზიის ხარისხს ციხის საკნიდან აფასებს.

რედაქტორის შენიშვნა: წერილის ავტორი ცნობილი ოპოზიციონერი და პარტია მუსავათის წევრი იადიგარ სადიქოვია. ის 2013 წლის ივნისში დააპატიმრეს და 2014 წლის იანვარში ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალი დასდეს ხულიგნობაში – თავის მშობლიურ ქალაქ ლენკორანში მობილური ტელეფონით ადამიანის ცემაში. სადიქოვი ბრალდებას არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, საქმეშიც უამრავი ხარვეზი იკვეთება, მათ შორის ის, რომ მოწმეები დანაშაულის ადგილზე სადიქოვის ყოფნას ვერ იხსენებენ, ასევე ის, რომ სასამართლოს დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე საქმის მასალებიდან გაუჩინარდა მოწმის ვიდეოჩვენება.  

სადიქოვი იყო ლენკორანის უნივერსიტეტის ლექტორი და პარტია მუსავათის ლიდერის იზა გამბარის მრჩეველი, წერდა სტატიებს ონლაინ გამოცემებისთვის www.civil-forum.az და www.minval.az.


აზერბაიჯანელ ოპოზიციონერებს შორის ერთი ხუმრობა არსებობს, ერთგვარი წყველა – „სულ AzTV-სთვის გეყურებინოს“. ციხეში მოხვედრილს ეს უმალ გისრულდება, რადგან ყველა სხვა შეზღუდვასთან ერთად აქ მხოლოდ AzTV-ს (აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზია) და რამდენიმე ადგილობრივი არხის ყურებაა შესაძლებელი. იზოლატორში ამ არხების იძულებით ყურების შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ AzTV არც ყველაზე უარესია, თუმცა საკმაოდ ფერმკრთალია სხვა უფრო ფერადი და კაშკაშა მაუწყებლებისგან განსხვავებით.

რა დასამალია და აზერბაიჯანელები ადგილობრივ არხებს იშვიათად უყურებენ. უმეტესობა სატელიტური ანტენების საშუალებით დაჭერილ უცხოურ არხებს ანიჭებს უპირატესობას, მათ შორის, არც მე ვარ გამონაკლისი.

პარტიის ლენკორანის ოფისში ტელევიზორს მხოლოდ მაშინ ვუყურებდით, როდესაც ახალი ამბები გადიოდა, სხვა დროს ტელევიზორი მუნჯურად მუშაობდა, მას არავინ უყურებდა.

სხვათა შორის, დავაკვირდი, რომ ყველაზე მეტი მაყურებელი ადგილობრივ არხ „ჯანუბი ტვ-ს“ ჰყავს, არა იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებული კრეატიულობით, ოპერატიულობით ან აქტუალურობით გამოირჩევა, არამედ იმიტომ, რომ სულ ფილმებს უჩვენებს და არ იტანჯავს თავს გადაცემების კეთებით. ტელეკომპანია “ჯანუბიმ” სწორი გზა აირჩია. ციხეში ყოფნისას დავრწმუნდი, რომ გადაცემების კეთება არის დროის და ფულის უაზრო ხარჯვა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოდესმე გაიხსნება ისეთი არხი, რომელიც ეთერში მხოლოდ ფილმებს და მუსიკას გაუშვებს, ის უეჭველად ყველაზე პოპულარული გახდება.

დავუბრუნდეთ ციხეს. საკნებში ტელევიზორები 2013 წლის გაზაფხულზე დაამონტაჟეს, თქვენი მონა-მორჩილის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე. ვიქნები ობიექტური და ვაღიარებ, რომ ეს არის ქვეყნის ცივილიზებულ სტანდარტებამდე მიახლოებისკენ გადადგმული სწორი ნაბიჯი. ფილმების ან თუნდაც ახალი ამბების ყურება პატიმრებს ერთფეროვანი დღეების გატარებაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანამოსაკნეების არჩევანს ყოველთვის არ ვიზიარებ, ტელევიზორს მაინც ვერსად გავექეცი. დაახლოებით ისე, როგორც ეს ჯორჯ ორუელის „1984“-შია.

მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, გამოძიების მსვლელობისას სამ სხვადასხვა საკანში ვარ ნამყოფი (არ ვგულისხმობ ლენკორანისა და შირვანის წინასწარი დაკავების იზოლატორებს, სადაც ტელევიზორი არცერთ საკანში არ ყოფილა). ქურდახანის იზოლატორში განაჩენის გამოტანამდე ექვსკაციან საკანში ვიჯექი, მერე კი ორკაციანში. შუველანის ციხეში ათადგილიანი საკანი მერგო, სადაც არასოდეს ყოფილა ათი პატიმარი, მათი რიცხვი თორმეტამდე, ზოგჯერ თექვსმეტამდეც კი ადიოდა.

„ტელეწამების“თვალსაზრისით ორკაციან საკანში გატარებული სამი თვე იყო ყველაზე მსუბუქი, განსაკუთრებით ბოლო თვე, როდესაც ჩემს საკანში სალაფიტი მუსლიმი გადმოიყვანეს, რომლისთვისაც ტელევიზორი ეშმაკის ქმნილება იყო და ამიტომაც მასზე სრულ კონტროლს მე ვფლობდი და იმას ვუყურებდი, რაც მინდოდა. ექვსადგილიან საკანში კი, როგორც ჭეშმარიტი დემოკრატი, იძულებული ვიყავი უმრავლესობის არჩევანს დავმორჩილებოდი.

შუველანის დაწესებულებაში, ქურდახანისგან განსხვავებით ტელევიზორის პულტი ზედამხედველებს ებარათ და ამიტომ არხებსაც ისინი ირჩევდნენ. ერთიანი წესის არარსებობის გამო, ყველა ზედამხედველი თავისი შეხედულებისამებრ წყვეტდა გადაეცა თუ არა პულტი პატიმრებისთვის. სამწუხაროდ, ჩემი და ზედამხედველების გემოვნება არასოდეს ემთხვეოდა ერთმანეთს, თუმცა შესაძლებელია საქმე სრულებითაც არ იყო გემოვნებაში და ისინიც მხოლოდ წესებს ემორჩილებოდნენ. შაბათობით კი სულ ინდურ ფილმებს რთავდნენ.

ძნელია ზუსტი სიტყვებით აღვწერო ის, თუ რას განვიცდიდი ცამეტთვიანი „ტელეწამების“ პერიოდში. ჩემი სოციალური სტატუსი არ მაძლევს ამის უფლებას. ალბათ, ჩემზე უკეთესად ამას სელინჯერის გმირი, ჰოლდენ კოლფილდი გააკეთებდა. რომანის „კლდის პირას ჭვავის ყანაში“ გმირს, რომელსაც არ უყვარს „მშვიდობით, იარაღო“, ჰოლივუდური ფილმები და ეზიზღება ყველაფერი არაგულწრფელი, წარმომიდგენია რა დაემართებოდა მთელი დღე ჩვენი ტელეარხებისთვის რომ ეყურებინა. ამდენ ტრაბახსა და თვითრეკლამაზე მისი რეაქციის მოსმენა ალბათ მხოლოდ „16+“ აუდიტორიისთვის იქნებოდა დასაშვები, მე კი, როგორც პედაგოგი და პარტია მუსავათის წევრი უფრო რბილი ტონით უნდა შემოვიფარგლო.

AzTV-ზე ყველაზე საშინელი მაინც ახალი ამბების ყურებაა. ყველას რასაკვირველია ვერ ჩამოვთვლი, იმ უბრალო მიზეზით, რომ, როგორც წესი, ბოლომდე ვერასოდეს ვუყურებ. ერთ მაგალითს მოვიყვან. სამი-ოთხი თვის წინ აზერბაიჯანში იზეიმეს წყლის ინდუსტრიისა და მელიორაციის დღე. დღესასწაული მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნა, რაც AzTV-მ ზედმიწევნით კარგად გააშუქა. დავინტერესდი, რამ გამოიწვია ამხელა, ლამის პოლიტიკური მოვლენის ტოლფასი ინტერესი, მოთმინებით ვუყურე ბოლომდე და პასუხიც მალე ვიპოვე – წყლის ინდუსტრიისა და მელიორაციის დღე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. როგორც იტყვიან, უკომენტაროდ. მშვიდობით განისვენე, ჰოლდენ კოლფილდ!

AzTV-ს გასაოცარ თვისებათა შორის აღსანიშნავია ფილმებიდან კოცნის ან ჩახუტების კადრების ამოჭრა. არ არის საუბარი ეროტიკულ ან პორნოგრაფიულ მომენტებზე, საკმარისია ქალი და კაცი ერთმანეთს დასაშვებზე უფრო ახლო მანძილით მიუახლოვდეს, რომ კადრი წყდება. თითქოს რომელიმე თეოკრატული სახელმწიფოს სატელევიზიო არხი იყოს.

რახან ფილმებზე წავიდა საუბარი, არც ისე დიდი ხანია რაც ქვეყნაში დაიწყეს უცხოური ფილმების აზერბაიჯანულ ენაზე დუბლირება. იმის გამო, რომ არ არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამ საქმით იქნებიან დაკავებული, ფილმების დუბლირებას ტელეარხები თავისით აკეთებენ და შესაბამისად, უცხოური ფილმების არჩევანი მწირია. ფილმები ხშირად მეორდება და ამიტომაც, კინოს დაწყებასთან ერთად ხშირად გაიგონებ პატიმრების ბუზღუნს, „ისევ იგივე“, „რამდენჯერ უნდა უჩვენონ ერთი და იგივე“. ნამდვილი საშინელება კი მაშინ იწყება, როცა რამდენიმე არხზე ერთდროულად ერთი და იგივე ფილმი გადის, ასეთია მაგალითად „მამაცი გული“. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში დუბლირების ხარისხი საკმაოდ გაუმჯობესდა.

რაც შეეხება გადაცემებს, მათი შინაარსი მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს. მთელი ერის გასარჩევი ხდება უმნიშვნელო ოჯახური და პირადი თემები. სადღაც ორმა ძმამ ვერ გაინაწილა ქონება ან დედამთილი, რომელსაც რძალი არ მოსწონს ან კიდევ ქმარი, რომელიც სახლიდან გაქცეულ ცოლს ეძებს. უყურებ და ფიქრობ, რომ საკითხები თითქოს ძალიან პირადული და ვიწრო ოჯახურ წრეში მოსაგვარებელია, თუმცა საჯაროდ განიხილება, თანაც მრჩეველი-ექსპერტების როლში რატომღაც, გვევლინებიან ესტრადის ვარსკვლავები და მუსიკოსები, თითქოს ქვეყანაში არ არსებობდნენ ფსიქოლოგები, სოციოლოგები, მეცნიერები ან მწერლები. რაღაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანის „ბრძენთა საბჭოს“ მაგვარი თავყრილობაა.

ზოგჯერ კი გადაცემებს შეიძლება საერთოდაც არ ჰქონდეს თემა . უყურებ და ვერ ხვდები რაზე საუბრობენ, თითქოს სხედან ერთმანეთს ეჭორავებიან. გამაღიზიანებელია წამყვანების დამოკიდებულება მშობლიური ენის მიმართაც. იყო დრო, როცა გადაცემის წამყვანები სტუმრებს რუსულ სიტყვებს უსწორებდნენ და მათ აზერბაიჯანულ ანალოგს სთავაზობდნენ, ახლა კი ასე აღარ ხდება. გადაცემის წამყვანები სულ „პროსტოს“, „კანეჩნას“, „უჟეს“ და „დაჟეს“ ძახილში არიან. სახელმწიფო ენა არავის ანაღვლებს.

დავუბრუნდეთ ისევ ჩვენი „ბრძენი“ მომღერლების თემას და იმას, რომ მათ ძალიან დიდი საეთერო დრო ეთმობათ. იმის ფონზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ ქვეყნის უდიდეს წუხილზე – ყარაბაღზე, ხოჯალიზე, მილიონ დევნილზე და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ტელევიზიით მიმდინარე ცეკვა-თამაშის მუდმივი დღესასწაული ცოტათი გაუგებარია. არც პურიტანი ვარ და არც პატრიოტი, არც გაუთავებელი გლოვის მომხრე, მუსიკაც კი მიყვარს, საქმე უბრალოდ ხარისხშია. არ მომწონს, რომ მომღერლები თანამედროვეობის სიბრძნისმფრქვეველ გმირებად ჰყავთ შერაცხული და ხდება მათი მიზანმიმართული გაკერპება. თუმცა, არ არის ძნელი მისახვედრი რატომაც ხდება ასე.

ცალკე თემაა გასართობი პროგრამები, რომლებიც არის თურქული გადაცემების აბსოლუტური გადმომღერება და სრული ტელეწამება მაყურებლისთვის. განსხავავებით თურქი წამყვანებისგან, რომლებიც საკმაოდ კრეატიულები არიან და კარგი იუმორის გრძნობითაც გამოირჩევიან, აზერბაიჯანელი წამყვანების საქციელი მათი მიბაძვის ხარჯზე, ძალიან იაფფასიანი და პრიმიტიულია. არავინ ცდილობს გადმოაკოპიროს რომელიმე თურქული ინტელექტუალური გადაცემა, ისინი აქ არავის აინტერესებს. ზოგადად, აზერბაიჯანული არხები ინტელექტუალური პროგრამების დიდ დეფიციტს განიცდიან.

ჩემს წერილს ცამეტთვიანი ტელეწამება დავარქვი, უფრო სწორად, თორმეტი თვე უნდა დამეწერა, რადგან ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ტკბილად მახსენდება. მაშინ, ერთი თვის მანძილზე ყველა გამოვეთიშეთ სულელურ გადაცემებს და ნამდვილად ვისიამოვნეთ ტელევიზორის ყურებით. ჩემპიონატის დასრულებიდან ოცი დღის შემდეგ კოლონიაში გადამიყვანეს და ჩემი ტელეწამებაც დასრულდა, თუმცა სხვა ფსიქოლოგიური წამება დაიწყო – ქურდული სამყაროს მოტრფიალე ე.წ. „ბლატნოი“ სიმღერები. ამის შესახებ იქნებ სხვა დროს იყოს.

იადიგარ სადიქოვი

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი იადიგარ სადიქოვი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT