პოლონელი ფოტოგრაფის მაგდალენა კონიკის ფოტო ესეი ლაგოდეხის მრავალეთნიკური სოფლებიდან.
40 წლის წინ, ოსური ოჯახები, მაშინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან – აღმოსავლეთ კახეთში, დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების იმედით დასახლდნენ და ძირითადად სოფლის მეურნეობით დასაქმდნენ.
ერთი ნაწილი ქალაქ ლაგოდეხში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დღესაც არის ოსური უბანი. ქალაქგარეთ კი ისინი ძირითადად ხუთ სოფელში ცხოვრობენ – ფონა, დონა, არეშფერანი, ზემო ბოლქვი და ხეჩილი.
მაგდალენა კონიკის რეპორტაჟი კახეთის რეგიონის ლაგოდეხის მუნიცეპალიტეტიდან, სოფლებისთვის ზოგადად დამახასიათებელი სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემბის გარდა, გვერდიგვერდ მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა ურთიერთობებს ასახავს.
იხილეთ ფოტო ესეი წაშლილი ეთნიკური საზღვრები