სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

უკრაინის კრიზისმა ბოსნიაში ძველი შიში გააღვიძა

0 კომენტარი
 2022 წლის 13 აპრილი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებს შორის არსებული ეთნიკური განხეთქილების გამო არსებობს შიში, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა შეიძლება გახდეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შემდეგი სამიზნე

„ზუსტად ასე დაიწყო, პროდუქტები გაქრა და ყველაფერი გაძვირდა,“ გვითხრა სარაევოს ერთ-ერთ მაღაზიაში ზეთის საყიდლად მისულმა 68 წლის ჰანამ.   

”[ზეთი] რამდენიმე დღე არ იყო და როცა შემოიტანეს, ორჯერ უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე რუსეთის უკრაინაში  შეჭრამდე,” აღნიშნა მან.

ჰანას და სარაევოში მცხოვრებ უამრავ ადამიანს, უკრაინის ომმა მათი ქალაქის ალყა გაახსენა, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი ალყა იყო თანამედროვე ისტორიაში. მოსახლეობა შიშობს, რომ მსგავსი რამ შეიძლება ისევ განმეორდეს.

“ამ დღეებში ხშირად ვეკითხები ახალგაზრდებს, იქნება თუ არა ომი ჩვენს ქვეყანაში,” ამბობს ჰანა და იხსენებს 1992 წლის კონფლიქტს ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებში ბოსნიის დედაქალაქში ხალხმა პანიკურად დაიწყო პროდუქტების შესყიდვა. მაღაზიებიდან გაქრა ფქვილი, ზეთი, შაქარი და დაკონსერვებული პროდუქცია. სარაევოში კარგად ახსოვთ შიმშილი, რომელიც თან ახლდა ომს და ალყაში ცხოვრებას.  

44 თვიანი ალყის დროს, რომელიც 1992 წლის აპრილიდან 1996 წლის თებერვლამდე გაგრძელდა, ბოსნიის დედაქალაქში 350,000-ზე ადამიანი იმყოფებოდა. ქალაქს ყოველდღე ბომბავდნენ და სნაიპერულ ცეცლხს უხსნიდნენ სარაევოს ახლომდებარე მაღლობებზე დაბანაკებული ბოსნიელ სერბთა შეიარაღებული ძალები. დაიღუპა 11,500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 1601 ბავშვი.

ფოტო: სარაევოსსასურსათომაღაზიაში დახლები ნახევრად დაცარიელებულია, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ფქვილზე © Marija Arnautović

მას შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა, თუმცა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ისევ ეშინიათ, რომ შეიძლება გახდნენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მორიგი სამიზნე. წუხილს კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებს შორის არსებული ეთნიკური განხეთქილება.

სახელმწიფო პრეზიდიუმის წევრები უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე ერთიან პოზიციაზე ვერ თანხმდებიან. პრეზიდიუმის სამი წევრიდან ორი წარმოადგენს ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციას, რომელიც უმეტესად ბოსნიელებით და ხორვატებით არის დასახლებული, ხოლო ერთი წევრი არის სერბთა რესპუბლიკის წარმომადგენელი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად სერბია.  

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, პრეზიდიუმის წევრმა სერბთა რესპუბლიკიდან მილორად დოდიკმა განაცხადა, რომ ბოსნიის ნეიტრალიტეტს უჭერდა მხარს. პრეზიდიუმის დანარჩენმა ორმა წევრმა – ჟელკო კომშიჩმა და შეფიკ ჯაფეროვიჩმა კი მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთი შეიჭრა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

დოდიკის პოზიცია არავისთვის არ ყოფილა გასაკვირი, რადგან ყველამ იცის, რომ მას რუსეთთან ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. ბოლო თვეებში დოდიკმა გააძლიერა სეპარატისტული რიტორიკა და გადადგა კიდეც კონკრეტული ნაბიჯები სერბთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობისკენ იმ იმედით, რომ რუსეთი ამაში მხარს დაუჭერდა.  

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნატოც და ევროკავშირიც უფრო სერიოზულ ყურადღებას აქცევენ დოდიკის ყველა ნაბიჯს, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ ბოსნია მორიგი ომის ზღვარზე მიიყვანოს.

„მილორად დოდიკის მსგავსი ნაციონალისტი ავტოკრატები შესანიშნავი პაიკები არიან რუსეთისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინაში.“

მარტის დასაწყისში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისევე როგორც საქართველოს და მოლდოვას, ემუქრება პირდაპირი საფრთხე რუსეთისგან და ამიტომ ალიანსისგან უფრო ძლიერ მხარდაჭერას საჭიროებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა პრევენციული ზომის სახით თითქმის გააორმაგა თავისი სამშვიდობო ძალების (EUFOR) რაოდენობა ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

„ბოსნია-ჰერცეგოვინა საკმაოდ ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა არასტაბილურობის შესაქმნელად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი აქტორი, განსაკუთრებით კი სერბთა რესპუბლიკის პოლიტიკური ერთეულის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, ღიად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში,“ აცხადებს ნატოში ბოსნია-ჰერცეგოვინის მისიის სამხედრო ნაწილის ყოფილი ხელმძღვანელი  ალია კოჟლიაკი IWPR-თან საუბრისას. „ისინი ეწინააღმდეგებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის ნატოში ინტეგრაციას და ამით პირდაპირ ხდებიან პუტინის თანამონაწილეები მისი მიზნების მიღწევაში.“  

ეს კი პირდაპირ აცლის სახელმწიფოს იმის შესაძლებლობას, რომ გაუმკლავდეს უსაფრთხოების გამოწვევებს, დასძენს კოჟლიაკი, რომელიც ამჟამად სარაევოში, ბურჩის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. 

„სწორედ ამ ვითარების გამოყენებას ცდილობს პუტინი, რომელიც [ბოსნია-ჰერცეგოვინაში რუსეთის ელჩის მეშვეობით] ემუქრება ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომ ისიც უკრაინის ბედს გაიზიარებს, თუ ნატოში გაწევრიანების ამბიციებს სისრულეში მოიყვანს,“ აცხადებს ის.

ნატოში გაწევრიანება არის სწორედ ის საკითხი, რაზეც ბოსნია-ჰერცეგოვინის პოლიტიკოსები წლებია ვერ პოულობენ საერთო ენას. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ფედერაციის მოსახლეობის 70 პროცენტი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას, ხოლო სერბთა რესპუბლიკაში მოსახლოების მხოლოდ შვიდი პროცენტია მომხრე.

ავსტრიის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ვედრან ჯიჰიჩი თვლის, რომ რუსეთი დიდი ხანია  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს დასავლეთ ბალკანეთში ნატოს გაფართოებას და ასევე იმისთვის, რომ რეგიონში, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინაში ხალხს დაეკარგოს ევროკავშირისადმი ნდობა.  

„ამიტომაც, მილორად დოდიკის მსგავსი ნაციონალისტი ავტოკრატები შესანიშნავი პაიკები არიან რუსეთისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინაში,“ განუცხადა ჯიჰიჩმა IWPR-ს.

„აშკარაა, რომ რუსეთსა და დოდიკს შორის არსებობს კოორდინაცია; გასაგებია, რა როლს ასრულებს რუსეთის ელჩი ბოსნია-ჰერცეგოვინაში; ნათელია, რომ რუსული პროპაგანდა ძლიერია არა მარტო ბოსნია-ჰერცეგოვინაში, არამედ სერბეთშიც.“

რუსეთის ელჩმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში იგორ კალაბუხოვმა ბოსნიის მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი იტოვებდა რეაგირების უფლებას იმ შემთხვევაში, თუ ბოსნია-ჰერცეგოვინა ნატოში გაწევრიანდებოდა, რაც ახსნა იმით, რომ ამ საკითხზე ქვეყანაში კონსენსუსი არ არსებობდა.

სერბთა რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ისინი ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს ნატოში გაწევრიანების თაობაზე და აღნიშნავენ, რომ მიჰყვებიან მეზობელი სერბეთის ნაბიჯებს.

კომშიჩმა და ჯაფეროვიჩმა კალაბუხოვის განცხადებას რუსეთის მხრიდან წამოსული მიუღებელი მუქარა უწოდეს, დოდიკმა კი კომენტარი არ გააკეთა.

ჯიჰიჩის აზრით, პუტინს ნებისმიერ დროს შეუძლია რეგიონში რუსი მოთამაშეების გამოყენება იმისთვის, რომ უფრო მეტი დაბრკოლება შეუქმნას დასავლეთს, მათ შორის, არ არის გამორიცხული ძალადობის პროვოცირებაც.

მისივე თქმით, ქვეყნის დისფუნქციურმა ინსტიტუტებმა, მმართველ პოლიტიკურ ელიტებში არსებული კორუფციამ და ეთნოპოლიტიკამ – რომლებმაც ქვეყანაში შექმნეს ხელოვნური კრიზისები, როგორც საშუალება, რომ ეძარცვათ  სახელმწიფო – ნამდვილად შეუწყო ხელი ბოსნია-ჰერცეგოვინას სტაგნაციას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამშვიდო ძალებია განლაგებული და ასევე, იმის გამო, რომ დასავლეთ ბალკანეთის არც ერთი ქვეყანა არ ესაზღვრება რუსეთს და ის მთლიანად გარშემორტყმულია ნატოს წევრი სახელმწიფოებით, ჯიჰიჩი აქ უკრაინული სცენარის გამეორებას არ ელოდება,  

თუმცა, ის რომ რუსეთი ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას ბოსნია-ჰერცეგოვინაში საკმარია იმისთვის, რომ ურთიერთობები გააფუჭოს როგორც ქვეყნის შიგნით ისე რეგიონში, თუნდაც დიდი კონფლიქტების გარეშე, განმარტავს ჯიჰიჩი.  

”ყველაზე ცუდი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რუსეთის ასეთი გავლენით და დოდიკისნაირი მოთამაშეებით, ბოსნია-ჰერცეგოვინის ნატოსკენ სვლა იქნება შეუძლებელი.”

მარია არნაუტოვიჩი IWPR-ს ჟურნალისტია სარაევოში

სტატია მომზადებულია IWPR-ის მიერ.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT