“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” კავკასიის პროგრამა აცხადებს ვიდეოკონკურსს თემაზე “ქალები ერთიანდებიან მშვიდობისთვის”.
კონკურსი იმართება ინიციატივის “Women Connecting for Peace – The Voice of Change” ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “Women for Equality, Peace and Development” ნაწილია.
კონკურსში მიიღება როგორც აქამდე გამოუქვეყნებელი, ასევე ელექტრონულ მედიაში გასული ან ონლაინ რესურსებზე გამოქვეყნებული სიუჟეტები, რომლებიც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონფლიქტის გავლენა ქალებზე და გოგონებზე, ქალთა მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში, კონფლიქტით დაზარალებული ქალების პრობლემები და ა.შ.
ნამუშევრები მიიღება 2012 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდება და დასახელდება 2012 წლის 24 ოქტომბერს.
მოთხოვნები:
- სიუჟეტები უნდა გადაღებული იყოს საქართველოში, 2012 წელს.
- სიუჟეტების ენა: ქართული, რუსული ან ინგლისური.
- ვიდეომასალას უნდა ახლდეს ფაილი აღწერით, სადაც მითითებული იქნება მათი გადაღების ადგილი და დრო, სად იყო ეს სიუჟეტი გამოყენებული ან გასული.
ნამუშევრებზე ბმულის და თანმხლები ფაილის გამოგზავნა შესაძლებელია მისამართზე: info@iwpr.ge ან წარმოდგენა “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” ოფისში, მისამართზე: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 7ბ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გიორგი კუპატაძეს: giorgi@iwpr.net | +995 32 2990 101.
ინიციატივა “ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის – ხმა ცვლილებებისთვის” მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალების სამშვიდობო და ნდობის აღდგენის უნარების და შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის ქართველ, აფხაზ და ოს ქალთა შორის სახალხო დიპლომატიის ინიციატივების ხელშეწყობის გზით. პროექტის მიზანია სპეციალისტი და ჟურნალისტი ქალების ჯგუფის ფორმირება, რომელიც მაღალი სტანდარტების დაბალანსებულ და მიუკერძოებელ მასალებს მოამზადებს ქალთა უფლებების, გაეროს 1325 რეზოლუციის იმპლემენტაციის და ამ თემებთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ, რითაც მაგალითი უნდა მისცეს ფართო ჟურნალისტურ წრეებს საქართველოში და კონფლიქტურ ზონებში.
IWPR-ის შესახებ:
“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტურ და კრიზისულ რეგიონებში მუშაობს მედიის განვითარებისა და თავისუფალი სიტყვის ხელშეწყობისათვის. ცხრა რეგიონული პროგრამის ფარგლებში, IWPR პროექტებს ოცზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს (http://www.iwpr.net).
UN Women-ის შესახებ:
UN Women გაეროს ორგანიზაციაა, რომელიც გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს. ქალთა და გოგონების საკითხებზე მომუშავე გლობალური ორგანიზაცია, მთელ მსოფლიოში მათი საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხში პროგრესის დაჩქარების მიზნით იყო შექმნილი. დამატებითი ინფორმაციისთის ესტუმრეთ: http://www.unwomen.org