წეროვნის კარატისტთა კლუბი “განთიადი”, „თიბისი-ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით, უკვე წლებია, რაც დევნილ ბავშვებს კარატის ხელოვნებას აზიარებს.
დევნილ მოსწავლეთა შორის რამოდენიმე საქართველოს ჩემპიონი გახდა. თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი 16 წლის გია ბალხამიშვილმა მეორე ადგილი აიღო, ასევე მეორე ადგილზე გავიდა 15 წლის მერაბ ჩაბოშვილიც.
კარატეზე ბიჭებთან ერთად, გოგონებიც დადიან. ნორჩი სპორტსმენების მწვრთნელი, შავი ქამრისა და მესამე დანის მფლობელი, როსტომ გელაშვილი მიიჩნევს, რომ დევნილი მოზარდები ძალიან ნიჭიერები არიან.
“წეროვანში უკვე გვყავს ევროპის პრიზიორი კარატისტი. ეს იმის მაჩვენებელი, რომ აქაურ ბავშვებს მომავალი აქვთ, რა თქმა უნდა, თუ ესეთი შემართებით გააგრძელებენ ვარჯიშს”, – განაცხადა როსტომ გელაშვილმა.
რაიონულ და რეგიონულ ტურნირების გარდა, “განთიადის” მოსწავლეები რესპუბლიკურ და ევროპის ჩემპიონატებზეც წარმატებით მონაწილეობენ.
მშობლები იმედოვნებენ, რომ “თიბისი ფონდის” დახმარებით, სპორტული კლუბი ფუნქციონირებას კიდევ გააგრძლებს. ნორჩ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს კი, სამომვლოდ სერიოზული წარმატებების მოლოდინი აქვთ.
ვრცლად მოისმინეთ ნანა კახნიაშვილის რეპორტაჟი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4610″]