სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ჟურნალისტური მისია მიტოვებულ მიწაზე

0 კომენტარი
 2015 წლის 12 თებერვალი   ავტორი: ჰიზერ იანდთი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


IWPR-ის ორგანიზებით ჟურნალისტების ჯგუფი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა სოფელში ჩავიდა.

ჟურნალისტები ინტერვიუს უღებენ ზარდიანთკარის ერთ-ერთ მცხოვრებს

ჟურნალისტები გოგა აფციაური და ლადო ბიჭაშვილი ინტერვიუს უღებენ ზარდიანთკარის ერთ-ერთ მცხოვრებს ქართულ საგუშაგოსთან ახლოს (ფოტო: ჰიზერ იანდთი, IWPR).

სქელი ტალახით დაფარული გზით, რამდენიმე სოფლისა და ქართული პოლიციის ორი საგუშაგოს გავლით, მივადექით ჩვენი დანიშნულების ადგილს.

მესამე და ბოლო საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, კამუფლაჟში ჩაცმული ქართველი პოლიციელები დაგვხვდნენ.

გზის გასწვრივ, ასი მეტრის მოშორებით, რუსი სამხედროები გვითვალთვალებდნენ.

როგორც ცნობილია, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარედ, ქართულ და რუსულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებში შორის, რამდენიმე სოფელია მომწყვდეული.

ერთ-ერთი ასეთი ბუფერული სოფელია ზარდიანთკარი, რომელშიც ამჟამად თითქმის არავიან ცხოვრობს. შემორჩენილი მოსახლეობა, ომიდან ექვსი წლის შემდეგაც, გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფება. ქართულ მედიაში ამ ადამიანების ხმა იშვიათად ისმის.

ადგილობრივების სატკივარის ადგილზე გასაცნობად IWPR-მა ზარდიანთკარში, დეკემბრის ერთ სუსხიან დღეს, თოთხმეტი ჟურნალისტისგან შემდგარი ჯგუფი ჩაიყვანა.

„სწორია, რომ ჟურნალისტები ახლა აქ არიან“, – ამბობს რადიო თავისუფლების საქართველოს ბიუროს დირექტორი და მედია სკოლა „თავისუფლების“ ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე. „იმისთვის, რომ გაარკვიო საკითხი და თქვა სიმართლე, ხშირად უნდა გახვიდე ადგილზე, უსმინო ხალხს და საკუთარი თვალით ნახო, რა ხდება იქ“.

2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ზარდიანთკარში მცხოვრები ქართული მოსახლეობა საკუთარი სახლებიდან გამოიქცა და გორში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღს შეაფარა თავი. მათი უმეტესობა უკან დაბრუნებას აღარ ფიქრობს. მათი აზრით, ქართული საგუშაგოს მიღმა დარჩენილ სოფელში ისინი უსაფრთხოდ ვერ იცხოვრებენ.

საბავშვო ბაღი სადაც ცხოვრობენ დევნილები

საბავშვო ბაღი სადაც ცხოვრობენ დევნილები ნიქოზიდან და ზარდიანთკარიდან (ფოტო: გიორგი კუპატაძე, IWPR).

თუმცა, იმის გამო, რომ ოფიციალურად, სოფელი არ ითვლება ოკუპირებულ ზონად, მისი მცხოვრებლები დევნილის სტატუსს ვერ იღებენ, შესაბამისად, ვერ სარგებლობენ ვერც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით და ვერც სხვა შეღავათებით.

ზარდიანთკარში და მის მსგავსს სოფლებში, უსაფრთხოების ზომებისა და ფინანსების ნაკლებობის გამო, ქართველი ჟურნალისტები ხშირად ვერ ჩადიან. სწორედ ამიტომ, IWPR-ის ინიციატივით მოეწყო ეს ჟურნალისტური მისია. თავდაპირველად, თბილისელი ჟურნალისტები, IWPR-ის თბილისის ოფისის თანამშრომლებთან ერთად, გაემგზავრნენ გორში, სადაც მათ შეუერთდნენ ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები. გორში, ჟურნალისტები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო მსოფლიოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის წარმომადგენლებს, რომლებმაც ჟურნალისტებს ზარდიანთკარელების პრობლემების შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.

დისკუსია გორში

ჟურნალისტები ექსპერტებთან ერთად ესწრებიან შეხვედრას გორში- 2014 წ. 21 დეკემერი (ფოტო: გიორგი კუპატაძე, IWPR).

„შეხვედრამ ძალიან პოზიტიურად ჩაიარა“, – განაცხადა „უსაფრთხო სამყაროს“, პროექტის კოორდინატორმა ნათია ნადირაძემ. „მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს დედაქალაქში მომუშავე ჟურნალისტების და შესაბამისად, უფრო ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარედ არსებული სიტუაციის შესახებ“.

შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტები ზარდიანთკარში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

„ჩემთვის ეს მისია იყო ძალიან საინტერესო და დაუვიწყარი“, – ამბობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკის ფაკულეტეტის სტუდენტი თეონა გოდერძიშვილი. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა, რადგან სიტუაცია ადგილზე ძალიან განსხვავდება მედიასაშუალებების მიერ მოწოდებული სურათისგან. თანაც, ამ ადამიანების შესახებ მედიაში არცთუ ისე ხშირად შეხვდები ინფორმაციას“.

უკანა გზაზე, ჟურნალისტები გორის საბავშვო ბაღში გაჩერდნენ და ზარდიანთკარელ დევნილებს შეხვდენენ.

გრიგოლ მკლავიშვილმა, რომელიც აქ თავის ცოლთან ერთად ცხოვრობს, ჟურნალისტებს სახლიდან გამოქცევის ისტორია მოუყვა.

„ჟურნალისტებმა სწორი შეკითხვები დაგვისვეს“, – ამბობს ის. „უკან ვერ დავბრუნდები. სახლი, ნარგავები … ყველაფერი განადგურდა ომის დროს. ჩვენ ძალიან მოხუცები ვართ, იმისთვის რომ ჩვენ ორნი ამას ყველაფერს გავუმკლავდეთ“.

ზარდიანთკარელი ლეილა მკლავიშვილი ჟურნალისტებს თავის ისტორიას უყვება

ზარდიანთკარელი ლეილა მკლავიშვილი ჟურნალისტებს თავის ისტორიას უყვება (ფოტო: გიორგი კუპატაძე, IWPR).

მისიის შემდეგ, მასში მონაწილე ჟურნალისტების მიერ მომზადებული სიუჟეტები გავიდა რადიო „იმედის“, ტელეკომპანია „დეას“ და რადიო „კვირის პალიტრის“ ეთერში; დაიბეჭდა ორი სტატია ონლაინ გამოცემა 17Maisi.org-სა და გაზეთ „ქართლოსში“.

აღნიშნული მისია არის IWPR მიმდინარე საქმიანობის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ურთიერთობების აღდგენას და კონფლიქტის მოგვარებას.

„IWPR-ის ჟურნალისტური მისიები მიზნად ისახავს გააშუქოს საზოგადოების იმ ნაწილის საკითხები, რომელსაც არ მიუწვდება ხმა მედიაზე. გვქონდა პატივი იქ ვყოფილიყავით იმ ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ვისთვისაც ფრონტის წინა ხაზზე მცხოვრები ადამიანების პრობლემები მნიშვნელოვანია,“ – აცხადებს IWPR-ის კავკასიის პროგრამის რეგიონული დირექტორი ბექა ბაჯელიძე. „ადგილი, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, არის ეთნიკურად შერეული, ქართულ-ოსური სოფელი, სადაც ისეთმა ღირებულებებმა, როგორიცაა ნდობა, სიბრძნე და ტოლერანტობა ურთულეს გამოწვევებს გაუძლეს და დაამტკიცეს, რომ სწორედ ეს ფასეულობები წარმოადგენენ საფუძველს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად“.

ჰიზერ იანდთი, IWPR-ის ტრენერი და მულტიმედია პროდიუსერია.

მისია განხორციელდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის „უნარების გაძლიერება, ხიდების აღდგენა – დაძაბულობის შემცირება სამხრეთ კავკასიაში“ და გაეროს ქალთა ოგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის – ცვლილებათა ერთი ხმა“ ფარგლებში.

    გააზიარე

ავტორი ჰიზერ იანდთი
ჰიზერ იანდთი ჟურნალისტია კანადიდან. ის თბილისში ცხოვრობს და IWPR-ის ტრენერი და მულტიმედია პროექტების პროდიუსერია.


მსგავსი სტატიები:


როგორ (და რატომ) გაიმარჯვა რუსეთმა
აგვისტო 26, 2020

2008 წლის აგვისტოს ექო
აგვისტო 25, 2016

ქორწინებებისა და დაკრძალვების ქართული დილემა სამხრეთ ოსეთში
თებერვალი 17, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT