• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სიძულვილის ენა კონფლიქტების გაშუქებისას

Comments
 2016 წლის 27 ივნისი   ავტორი: ნინო გელაშვილი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


16 ივნისს „სტუდია რე“-ს მორიგი ტელედისკუსია გაიმართა სიძულვილის ენის შესახებ კონფლიქტების გაშუქებისას.

გადაცემაში მონაწილეობდნენ “სტუდია რე”-ს დირექტორი, მამუკა ყუფარაძე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რეგიონული დირექტორი, ბექა ბაჯელიძე,  არასამთავრობო ორგანიზაცია, “კავკასიური მოზაიკა”-ს პროექტების ხელმძღვანელი ნინო პოპიაშვილი და  კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის, ხელმძღვანელი ზურაბ ბენდიანიშვილი.

გადაცემაში Skype-ს მეშვეობით ჩაერთო გოგა აფციაური, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გორიდან და ნანა ხუბუტია საინფორმაციო პორტალ Livepress-ს ჟურნალისტი ზუგდიდიდან.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ქართულ მედიაში კონფლიქტები იშვიათად და ზედაპირულად შუქდება. ჟურნალისტები ხშირად მხოლოდ ოფიციალური პირების განცხადებების გავრცელებით შემოიფარგლებიან. საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ამბების შესახებ. ქართველ ჟურნალისტებს არ ჰყავთ წყაროები ამ რეგიონებში.  ამ მხრივ, გამონაკლისია მედიაორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რეგიონებში მუშაობენ.

დაკვირვება აჩვენებს, რომ მედია ხშირად არის საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სიძულვილის ენის გამავრცელებელი. ქართულ პრესაში ჯერ კიდევ შეხვდებით აფხაზების მიმართ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, რომ ისინი არიან „მოსულები“, სეპარატისტები, ქართველთმოძულეები.

დისკუსიაში აღინიშნა, რომ თავის მხრივ, აფხაზური და ოსური მედია არ ინტერესდება საქართველოში მიმდინარე ამბებით. აფხაზურმა მედიამ თითქმის არ გააშუქა 19 მაისს სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი.

 „სტუდია რე“ აპრილიდან ყველაზე რეიტინგულ ქართულ, აფხაზურ და ოსურ მედიაში კონფლიქტების გაშუქებას აკვირდება. კვლევის დეტალური შედეგები ივლისის ბოლოს გამოქვეყნდება.

„სიძულვილის ენა მედიაში“ არის ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული მეორე ტელედისკუსია. პირველი გადაცემა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე http://bit.ly/28XWvHJ

ნინო გელაშვილი

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
  • Click to share on Google+ (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი ნინო გელაშვილი
ჟურნალისტი და მედია მკვლევარია. ამჟამად მუშაობს პროდიუსერად სტუდია რე-ში. ნინოს მაგისტრის ხარისხი აქვს ჟურნალისტიკაში და მასობრივ კომუნიკაციაში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს.


მსგავსი სტატიები:


ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი
დეკემბერი 28, 2018

ტრენინგი რეგიონული ჟურნალისტებისთვის
მაისი 30, 2018

კონფლიქტების გაშუქება და მედიის როლი
მაისი 25, 2017

  • უკანასკნელი სტატიები

    • ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი
      დეკემბერი 28, 2018
    • სომხურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება?
      დეკემბერი 7, 2018
    • მონაცემთა დაცვა და ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები
      სექტემბერი 2, 2018
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
  • ძებნა

  • ტვიტერი სამეზობლოს შესახებ ქართულად

    Tweets from https://twitter.com/ReportersNet/lists/list


  • Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to use this website, you agree to their use.
    To find out more, including how to control cookies, see here: Cookie Policy
    ***
    პირადი მონაცემების დაცვა და ქუქი ჩანაწერების გამოყენების წესი: ეს ვებგვერდი იყენებს ქუქი ჩანაწერებს. თუ განაგრძობთ ამ საიტის გამოყენებას, ამით თქვენ თანხმობას აცხადებთ მათ გამოყენებაზე.
    გაიგეთ უფრო მეტი ქუქი ჩანაწერების გამოყენების წესები
  • footer_b
  • footer_b
  • footer_b

Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2018

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.