• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ევროკავშირი 2020 წლის საუკეთესო ჟურნალისტებს ასახელებს

0 კომენტარი
 2021 წლის 23 მარტი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


2021 წლის 23 მარტი, თბილისი – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ მეცხრე დაჯილდოება ვირტუალური ფორმატით „ჰოლოზეუმში“ გაიმართა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში 2020 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები  დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა კიდევ ერთ საპრიზო კატეგორიაში გადასცა პრიზი კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

„2020 წელი ძალიან რთული იყო, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც, ვინაიდან მათ წინა ხაზზე უწევდათ ყოფნა იმისათვის, რომ ჩვენ Covid-პანდემიის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიგვეღოთ. იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ჟურნალისტები დგანან, იქნება ეს პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეები, თუ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირი ჟურნალისტური ეთიკის ერთგულ დამცველად რჩება. ამიტომ, ჩვენთვის საამაყოა საქართველოში ამ ყოველწლიური კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანს ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების დაჯილდოება წარმოადგენს“, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა თავის მოხსენებაში აღნიშნა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ მედიას  მშვიდობიანი დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში.

„დამოუკიდებელი, კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია ნდობისა და მშვიდობის აღდგენისათვის. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიისათვის პატივია, ყოველწლიურად დააჯილდოვოს ამ მიმართულებით საქართველოში მომზადებული რამდენიმე საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი. მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ძლიერი, ჯანსაღი და მშვიდობიანი დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში და ძალიან სასიხარულოა იმის დანახვა, თუ როგორ ასრულებენ ჟურნალისტები საკუთარ მისიას,“ განაცხადა მარეკ შჩიგელმა.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2020 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან:

• საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: გიორგი გოგუა
ფინალისტები: გელა მთივლიშვილი და თამარ მშვენიერაძე

• საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: მერი შიხაშვილი
ფინალისტები: ლაშა ორჯონიკიძე და ირაკლი იმნაიშვილი

• საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:
გამარჯვებული: თამარ ჩქარეული
ფინალისტები: ია ასათიანი და მარიკა დუდუნია

• საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: ბასტი მგალობლიშვილი
ფინალისტები: გიორგი ჭკადუა და თეა თოფურია

• საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:
გამარჯვებული: ეკა ქევანიშვილი
ფინალისტები: მარიამ ჯაჭვაძე და ნანუკა ბრეგაძე

• საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს:
გამარჯვებული: სოფო აფციაური
ფინალისტები: ნათელა გრიგალაშვილი და მანო სვანიძე

• კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი):
გამარჯვებული: ქეთევან მაღრაძე
ფინალისტები: მაია ფიფია, გიორგი ჩაგელიშვილი და ნინო ლომაძე

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში (IWPR) ლონდონში.

გამარჯვებული ნაშრომების ნახვა შესაძლებელია პრიზის პროექტის ვებგვერდზე.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020“-ის შესახებ

126-მა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა,  საკუთარი ნამუშევრებით, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, გაშუქდა ეთერში ან განთავსდა ინტერნეტში 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020“.

საკონკურსო ნაშრომები  განიხილა ოთხკაციანმა ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის პროფესიონალებისგან:

– ნინო ივანიშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანია, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსში“ მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით როგორც კავკასიის ბიუროს უფროს  სატელევიზიო პროდიუსერად, ასევე შემდგომ დსთ-ს ბიუროს უფროს სატელევიზიო პროდიუსერად.  2009 წელს ნინო ივანიშვილს მიღებული აქვს „როიტერსის“ საუკეთესო ჟურნალისტის წოდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქებისთვის.

– ეკატერინე ფირცხალავა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ლექტორი და მედია ტრენერი, ჟურნალისტიკაში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილებით.  ეკატერინე, როგორც მედია კონსულტანტი, საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით თანამშრომლობს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის მედია ორგანიზაციებთან და განსაკუთრებით ხელს უწყობს დამოუკიდებელი, ონლაინ მედიის გაძლიერებას საქართველოს რეგიონებში.

– მაიკლ რენდელი, „ემი“-ს პრემიის ლაურეატი მედია კონსულტანტი, რომელსაც 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირში მედიის განვითარების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, ძირითადად BBC-ს სახელით. 2019 წელს მაიკლი ხელმძღვანელობდა დამოუკიდებელი მედიის საჭიროებების 12-თვიან შეფასებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. მისი გამოცდილება საქართველოში ასევე მოიცავს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი რადიოსადგურების განვითარებას ჯავახეთსა და ქვემო ქართლში Studio Re-სთან თანამშრომლობით.

– იუსტინა მიელნიკევიჩი არის World Press ფოტოს, Canon-ის ,,საუკეთესო ფოტოჟურნალისტი ქალის” და სხვა პრემიების მფლობელი ფოტოგრაფი პოლონეთიდან, რომლის ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა The New York Times, National Geographic, Newsweek, Le Monde, Stern და სხვა. 2014 წელს იუსტინამ წიგნად გამოსცა თავისი ფოტოები სახელწოდებით: ”ქალი მაიმუნით – კავკასია მოკლე ჩანაწერებსა და ფოტოებში”. 2019 წელს მის მიერ გამოცემული წიგნი “უკრაინა ამას გაივლის” შეირჩა Paris Photo-ს და Aperture- ის 20 საუკეთესო წიგნს შორის.

ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო მიღებული. დაჯილდოება გაიმართა  სრულად ციფრულ სივრცე „ჰოლოზეუმში“ Covid–თან დაკავშირებული უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით.

პრიზის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებგვერდზე.

    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


კონფლიქტების გაშუქება და მედიის როლი
მაისი 25, 2017

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2017 გახსნილად გამოცხადდა
მაისი 3, 2017

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.