• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2017 გახსნილად გამოცხადდა

0 კომენტარი
 2017 წლის 3 მაისი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად საქართველოში გახსნილად გამოაცხადდა 2017 წლის ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში.

პრესკონფერენცია სასტუმრო ბილტომორში 2017 წლის 3 მაისი

ელჩები იანოშ ჰერმანი და კესტუტის იანკაუსკასი პრესკონფერენციაზე სასტუმრო ბილტომორში, 2017 წლის 3 მაისი. (ფოტო: Reporter.Ge)

დღეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კესტუტის იანკაუსკასმა გამართეს პრესკონფერენცია სადაც გამოცხადდა ჟურნალისტური მასალების მიღება  „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ კონკურსის ფარგლებში.

2012 წელს დაარსებული პრიზი პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ყოველწლიურად, პრიზები გაიცემა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკაში.

დამატებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში მაღალი პროფესიული სტანდარტების და ეთიკური ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ნდობის აღდგენასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

წელს პრიზები შვიდ კატეგორიაში გაიცემა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს ნაშრომები, რომლებიც 2016 წლის 19 ნოემბრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გამოქვეყნდა. საპრიზო კატეგორიებია:

ა. საუკეთესო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;

ბ.საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში; 

გ. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;

დ. საუკეთესო საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;

ე. საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, ან თვალსაზრისი / სვეტი ბეჭდურ ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;

ვ. საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;

ზ. კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში).

,,საქართველოში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” უკვე მეექვსედ ტარდება“, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა. ,,გვიხარია, რომ გასული წლების კონკურსებში გამარჯვებული, გამოცდილი ჟურნალისტების გვარების გვერდით ნაკლებად გამოცდილი, ახალგაზრდა ჟურნალისტების გვარებიც გამოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ძალისხმევამ, რომელიც საუკეთესო ნაშრომების გამოვლენასა და კარგი ჟურნალისტიკის ხელშეწყობაზეა მიმართული, შედეგი გამოიღო. მოვუწოდებ ჟურნალსიტებს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში”.

პირველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებულები 1,250 ევროს მიიღებენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში კი ითვალისწინებს ლონდონში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში ერთთვიან პროფესიულ მივლინებას.

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 ნოემბერი. სააპლიკაციო ფორმა, კონკურსის წესები და ნამუშევრის წარდგენის პირობების სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.euprizejournalism.eu.

    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


ევროკავშირი 2020 წლის საუკეთესო ჟურნალისტებს ასახელებს
მარტი 23, 2021

კონფლიქტების გაშუქება და მედიის როლი
მაისი 25, 2017

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.