• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ანტიდისკრიმინაციული კანონი ჰომოფობიას ვერ შეაჩერებს

0 კომენტარი
 2014 წლის 20 ივნისი   ავტორი: ჰიზერ იანდთი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


http://reporter.ge/wp-content/uploads/2015/01/lgbt-georgia-ge-iwpr1.mp3

„ცხოვრება იმ ადამიანებისთვის, ვინც თავს აიგივებს ლგბტ თემის ნაწილად არის საკმაოდ რთული საქართველოში, იმ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობის გამო, რომელსაც ასე ღრმად აქვს გადგმული ფესვი ჩვენს საზოგადოებაში“, – ამბობს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ხელმძღვანელი ნათია გვიანიშვილი.

უმრავლესობა მუდმივი ზეწოლით უმცირესობის გაჩუმებას ცდილობს და ეს ეხება არა მხოლოდ ლგბტ ადამიანებს, არამედ ნებისმიერი სხვა უმცირესობის წარმომადგენლებს, მათ შორის რელიგიური, ეთნიკურ და ა.შ.

საქართველოს პარლამენტმა 2 მაისს ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ნებისმიერი სახის დისკრიმანაცია.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კანონის მიღებას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა და ამტკიცებდა, რომ მუხლი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შესახებ საფრთხეს უქმნიდა ერის ზნეობას და ოჯახის სიწმინდეს.

კანონის მიღება ევროკავშირთან სავიზო პროცედურების გამარტივების წინაპირობაა.

საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, ლგბტ თემის წარმომადგენლები არ აპირებენ 2013 წლის მაისის დემონსტრაციის გამეორებას, რომლის დროსაც მონაწილეები კონტრ-აქციის სისასტიკის პირისპირ აღმოჩნდნენ.

„თუ 17 მაისის პოლიტიკურ შედეგებზე ვილაპარაკებთ“, – ამბობს 2013 წლის 17 მაისის აქციის მონაწილე და ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენელი ანა რეხვიაშვილი. „ერთი მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო დღე, როცა ლგბტ ადამიანებზე საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი, მეორე მხრივ ეს იყო დღე, როდესაც ჩვენ დავინახეთ როგორი ძლიერია ქართული ეკლესია და როგორ შეუძლია მას სიძულვილით გააერთიანოს ძალიან ბევრი ადამიანი“.

რადიოგადაცემა მომზადებულია IWPR საქართველოს ოფისისმიერ. გადაცემის პროდიუსერია ჰიზერ იანდთი.

რადიოგადაცემა მომზადებულია „ურთიერთობების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. IWPR პასუხისმგებელია პროგრამის შინაარსზე და ის არ გამოხატავს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი ჰიზერ იანდთი
ჰიზერ იანდთი ჟურნალისტია კანადიდან. ის თბილისში ცხოვრობს და IWPR-ის ტრენერი და მულტიმედია პროექტების პროდიუსერია.





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.