• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ქალები მშვიდობისათვის – სამუშაო შეხვედრა

0 კომენტარი
 2013 წლის 7 თებერვალი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


2012 წლის 26 ნოემბერს, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)  და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა სადისკუსიო ფორუმი  თემაზე ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება.

ფორუმს 60-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა და მასზე ძირითადი ყურადღება დაეთმო მშვიდობის მშენებლობაში და სახალხო დიპლომატიაში ქალთა უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფასა და მათი წარმომადგენლობის გაზრდას.

ფორუმზე დამსწრე პოლიტიკოსებს, დიპლომატებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს საშულება მიეცათ შეხვედროდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დევნილ ქალბატონებს კონფლიქტებით დაზარალებული რეგიონებიდან.

UN Women წარმომადგენლის თამარ საბედაშვილის განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე მომუშავე აქტივისტების მოსმენა, რადგან მათ მიერ გაწეული სამსახური ფასდაუდებელია.

„ამ ადამიანებმა ხელისუფლების წარმომადგენლებზე უკეთ იციან რა საჭიროებები და პრიორიტეტები არსებობს ადგილზე,“ – განცხადა მან. “მათ ასევე ყველაზე უკეთ იციან როგორ მოაგვარონ ეს პრობლემები.“

ფორუმის დასასრულს კი გაიმართა ინიციატივის «ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის» ვებგვერდის women-peace.net პრეზენტაცია.

ფორუმზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო პოლონელი ფოტოგრაფის იუსტინა მელნიკევიჩის ნამუშევრები, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სოფლებში მცხოვრები ქალების ცხოვრებას ასახავს. სურათების გალერეა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ღონისძიება მოეწყო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხადაჭერით.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.