• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

საარჩევნო ქარიშხალი საქართველოში

0 კომენტარი
 2012 წლის 7 აგვისტო   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


პარტიები ერთმანეთს  სეტყვით დაზარალებულთა დახმარებაში ეჯიბრებიან

ავტორი: ნანა ყურაშვილი – კავკასია

CRS გამოშვება 652

2012 წლის 27 ივლისი

ძლიერი ქარიშხალი, რომელმაც 19 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა, ინტენსიურ პოლიტიკურ საქმიანობაში გადაიზარდა, სადაც სამთავრობო და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დახმარების გაწევაში ეჯიბრებოდნენ და მოსახლეობის გაჭირვებით სპეკულირებაში სდებდნენ ბრალს.

კახეთის რეგიონში ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა 20,000-მდე ადამიანი დააზარალა, 2,200 სახლი დაანგრია და 22,000 ჰექტარზე გაშენებული ნარგავები დააზიანა.

„ამ ხნის კაცი ვარ, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს,“ განუცხადა IWPR-ს შალაურის 73 წლის მკვიდრმა, გურამ ბერიძემ. „სეტყვა ისეთი დიდი და ძლიერ იყო, რომ თუნუქის სახურავები ჩაზნიქა, ხოლო ტალახი თითქმის მუხლამდე გვწვდებოდა. სრულიად გაჩანაგდა მოსავალი და პირუტყვი, დაზიანდა ჩვენი სახლები.“

ქართველი პოლიტიკოსები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადებიან, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების წინაშე სერიოზული გამოწვევა დგას მილიარდელი მეწარმის, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობის ქვეშ მყოფი კოალიცია „ქართული ოცნებას“ სახით. (იხ. სტატია „ქართული ოპოზიცია ათობით ათასობით ადამიანს კრებს“)

ორივე მხარემ დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინა და მნიშვნელოვანი წვლილი გაიღო ქარიშხლით დაზარალებული ადამიანების კომპენსაციისათვის, რაც ბერიძეს და მის თანამემამულეებს არ გამორჩენიათ.

„გაგვიმართლა, მალე არჩევნები მოდის, თორემ ისე ყურადღებას ვინ მოგვაქცევდა,“ თქვა მან.  „პოლიტიკოსები თბილისში ერთმანეთს ეჩხუბებიან ჩვენს დასახმარებლად.“

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ახლახანს დამტკიცებული პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პირადად ხელმძღვანელობენ სამთავრობო დახმარების პროცესს, რომელიც სხვადასხვა ცენტრალური ტელეარხების მიერ პირდაპირ გადაიცემა.

პარლამენტი, სადაც უმრავლესობა სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს, 25 ივლისს შეიკრიბა და 162 მილიონი ლარი, ანუ, დაახლოებით 96 მილიონი ა.შ.შ. დოლარი გამოყჰო ბიუჯეტიდან ქარიშხლით დაზარალებული ადამიანების დახმარებისა და გრძელვადიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასაფინანსებლად.

კახეთის გუბერნატორის პრეს ცენტრის განცხადებით გურჯაანის, ყვარელის, ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებელი 20,000 დაზარალებული ოჯახი ორ ტომარა ფქვილს, ათ კილოგრამ შაქარსა და სამ ლიტრ მცენარეულ ზეთს მიიღებს, ხოლო თელავში მაცხოვრებელი 8,000 ოჯახი კი ზეთს, ფქვილსა და მაკარონს.

780 და 900 დოლარის ექვივალენტის დახმარებას მიიღებს პრიორიტეტულ კატეგორიაში მოხვედრილი 1,600 ოჯახი, რომელსაც მოსავალი მთლიანად გაუჩანაგდა.

ხელისუფლება გლეხებს დიზელის საწვავსა და შხამ-ქიმიკატებსაც ურიგებს.

„ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს საკუთარი საარჩევნო მიზნების მისაღწევად,“ ამბობს გიორგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. „ეს ამომრჩევლების გადაბირებისათვის მიმდინარე უკომპრომისო ბრძოლაა. იმის გამო, რომ ხელისუფლებას [სახელმწიფოს] ადმინისტრაციულ რესურსებზე მიუწვდება ხელი, იგი ამ ბრძოლაში აშკარა უპირატესობით სარგებლობს.“

თუმცა, ქარიშხლით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას ივანიშვილიც არ ჩამორჩა.

მან განაცხადა, რომ კახეთში მედიკამენტებისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საგნების დარიგება სურდა, მაგრამ ამას ხელისუფლება ხმების მოსყიდვის და შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის არგუმენტით უშლის ხელს.

ივანიშვილმა ამ პრობლემას მარჯვე გადაჭრა მოუძებნა და განაცხადა, რომ რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდიდა, რომელიც მას ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით წარედგინა.

აქამდე ის ჯარიმის გადახდისაგან უკანონობის საფუძვლით იკავებდა თავს, მაგრამ  ახლა გადაწტვიტა თანხა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით გადაეხადა. მან თქვა, რომ ათ მილიონ ლარს (ექვს მილიონ დოლარს) ავანსის სახით გადაიხდიდა, ხოლო დანარჩენს სახელმწიფო ხაზინაში ქარიშხლით გამოწვეული ზიანის საბოლოო შეფასების შემდეგ გადარიცხავდა.

ბრძოლაში სხვა პოლიტიკური პარტიებიც ჩაებნენ.

„ხელისუფლება ამ სტიქიურ უბედურებას საკუთარი პიარისათვის იყენებს, მაგრამ სულ არაფერს მაინც ეს სჯობს,“ აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ, ოპოზიციური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა. „ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, რომელიც ხელისუფლებას სასიკეთო საქმეების გაკეთების სტიმულს აძლევს. ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ სახელმწიფო დახმარების პროცესს და ყველა ღონეს ვიხმართ, რათა არც ერთი ოჯახი არ დარჩეს დახმარების გარეშე.“

ნანა ყურაშვილი თავისუფალი ჟურნალისტია საქართველოდან.

 

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


სომხურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება?
დეკემბერი 7, 2018

სად არიან ქალები სომხეთის რევოლუციაში?
მაისი 28, 2018

არჩევნები საქართველოში და მისი გავლენა რეგიონზე
ოქტომბერი 27, 2013





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.