• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება?

0 კომენტარი
 2018 წლის 7 დეკემბერი   ავტორი: სურენ დეჰერიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ხავერდოვანი რევოლუციისკოალიციური ძალები და ახალი პოლიტიკური გაერთიანებები არჩევნებზე გამარჯვებას ელოდებიან.

 სურენ დეჰერიანი

ჩრდილოეთის პროსპექტი ერევნის განახლებულ ცენტრიში. (ფოტო: Maja Hitij/Getty Images)

სომხეთში 9 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ მასში თერთმეტი პარტია და ბლოკი იღებს მონაწილეობას, პროცესის გამოკვეთილ ლიდერად რჩება ალიანსი „ჩემი ნაბიჯი,“ რომელსაც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ პაშინიანი ხელმძღვანელობს.  

თუმცა, ექსპერტების აზრით, არჩევნებზე წარმატების შანსი აქვთ ახალ სახეებსაც, ასევე იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის ენერგიული მუხტით ჩამოყალიბდა.  

პაშინიანი ხელისუფლებაში მაისში მოვიდა, მას შემდეგ, რაც საპროტესტოაქციების შედეგად პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და მისი გუნდი ხელისუფლებას ჩამოშორდა. 

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შვიდი თვის მუშაობის შემდეგ, 16ოქტომბერს პაშინიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა, მისივე განმარტებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზნით.   

ახლანდელ პარლამენტში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია ფლობს და მისხელშია 105-დან 58 მანდატი. საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად „ჩემსნაბიჯს“ საპარლამენტო უმრავლესობა სჭირდება და ეს არჩევნები ამ მიზნის სისრულეში მოსაყვანად საკმაოდ კარგი შანსია. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ალიანსმა შეძლო ამომრჩეველთა ხმების 82 პროცენტის მოპოვება.   

ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის ხელმძღვანელი არტურ საკუნცი აცხადებს, რომ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მას დადებითი განწყობააქვს.

„გარემო არის მშვიდი, შიშისა და კორუფციისგან თავისუფალი, არ არსებობს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ან კრიმინალური ავტორიტეტების ან დაჯგუფებების გამოჩენის საფრთხე, არაფერი, რაც შეუშლიდა ხელს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას,“- განაცხადა მან.

„დღეს აღარავინ ახდენს ზეწოლას ოპოზიციურ პარტიებზე ან მათ მხარდამჭერებზე.“ 

საარჩევნო კამპანია 26 ნოემბერს დაიწყო და კანდიდატებს თავიანთი საარჩევნო პროგრამების წარსადგენად მხოლოდ 12 დღე მიეცათ.    

საარჩევნო ველზე ძველი გვარდიის გვერდით იბრძვიან ახალი სახეებიც. კანდიდატები წარმოდგენილი ჰყავს რესპუბლიკურ პარტიასაც, თუმცა მათ შორის არაა სარგსიანი. სხვა ძველი პარტიებიდან კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს „აყვავებული სომხეთი“, „სომხეთის რევოლუციური ფედერაცია“ (დაშნაკცუტუნი) და ასევე „ორინაც ერქირი“ (სამართლის ქვეყანა) – ყველა ძველი ან ახალი რესპუბლიკური პარტიის განშტოება.  

არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიები ძირითადად ახლად დარეგისტრირებული და ნაკლებად ცნობილია, რაც ანალიტიკოსების აზრით, პოლიტიკური კულტურის ცვლილების ნიშანია.

ინფორმირებულ მოქალაქეთა საზოგადოების პროგრამის დირექტორი დანიელ იოანისიანი აცხადებს, რომ ადრე გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, იმისთვის, რომ პოლიტიკაში წარმატებისთვის მიგეღწია, უნდა ყოფილიყავი ან თაღლითი ან მექრთამე ან რომელიმე სხვა უკანონო საქმიანობით დაკავებული. ამის გამო, ვისაც სოციალური ცვლილებების განხორციელება სურდა, ამას პოლიტიკის გვერდის ავლით აკეთებდა.        

„ამიტომაც ირჩევდნენ ადამიანები სხვა გზებს; ზოგი სამოქალაქო საზოგადოებას, ზოგი კიდევ ჟურნალისტიკას. იყვნენ ისეთებიც, ვინც ფიქრობდა, რომ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ძალის გამოყენებით იყო შესაძლებელი“, – დასძინა იოანისიანმა და აშკარად იგულისხმა პარტია „სასნა ცრერი“ (იგივე „სასუნელი მამაცები“).

2016 წლის ივლისში, პარტიის დამფუძნებელი წევრები, რომლებსაც ძირითადად 90-იანი წლების მთიანი ყარაბაღის ომის ვეტერანები წარმოადგენდნენ, ერევნის ერთ-ერთი უბნის პოლიციის შენობაში შეიჭრნენ, მძევლები აიყვანეს და ორი კვირისგანმავლობაში ითხოვდნენ სერჟ სარგსიანის გადადგომას.   

(იხილეთ სომხეთი: მძევლების კრიზისი გრძელდება)

იოანესიანი აცხადებს, რომ „სასნა ცრერის“ გამოჩენა არის იმის ნიშანი, რომ სომხური პოლიტიკა სახეს იცვლის.

„მათ დაინახეს, რომ სომხეთის ახლანდელი ხელისუფლება უფრო ლიბერალური პოლიტიკის მომხრეა, ამიტომაც თავიანთი პოლიტიკის გასატარებლად „იარაღის“ გვერდზე გადადება არჩიეს. მსოფლიოში არსებობს სხვა მაგალითებიც, როდესაც შეიარაღებული ბრძოლა პოლიტიკურ ბრძოლად გადაქცეულა,“ – დასძინა მან.

მიმდინარე არჩევნებზე კანდიდატები ჰყავს წარდგენილი კიდევ ერთ ახალ პოლიტიკურ ძალას. ეს არის სოციალურ-დემოკრატიული პარტია – „მოქალაქეთა გადაწყვეტილება,“ რომელიც რევოლუციის შემდეგ დაფუძნდა.  

პარტიის ერთ-ერთი წევრი, არტაკ კირაკოსიანი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე გადაწყვიტეს.  

კირაკოსიანი მოძრაობას სექტემბერში შეუერთდა. მანამდე, თითქმის 20 წელზე მეტი არასამთავრობო სექტორში მუშაობდა და მათ შორის, წლების განმავლობაში სამოქალაქოსაზოგადოების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.

„სინამდვილეში, არასამთავრობო სექტორი სომხეთში საკმაოდ პოლიტიზებულია. უფრო სწორად, იძულებული ვიყავით, რომ ვყოფილიყავით პოლიტიკაში ჩართულები, თუმცა საპარტიო სისტემა ისეთი მოწამლული იყო, რომ არ გვინდოდა მისი ნაწილი ვყოფილიყავით,“ – ამბობს ის.

კირაკოსიანი დარწმუნებულია, რომ მისი პარტია ხელს შეუწყობს ისეთი პოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბებას, რომელიც ღია იქნება ყველა მოქალაქისთვის.

„ჩვენი პარტია ორი მიმართულების ნაზავია – სამოქალაქო სექტორის და ქუჩაში მებრძოლი ადამიანების. ჩვენ საერთო იდეებმა გაგვაერთიანა, გვსურს შევქმნათ გამჭვირვალე და ორგანიზებული პოლიტიკური სისტემა, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა,“ – ამბობს კირაკოსიანი.


„ამჯერად, პარტიებს აქვთ უდიდესი შესაძლებლობა – და ამავე დროს პასუხისმგებლობა – რომ გაამართლონ ამომრჩეველთა მოლოდინი,“ – ამბობს ის და დასძენს, „ჩვენ ჩავატარებთ ნამდვილად სამართლიან, ლეგიტიმურ არჩევნებს და მის შედეგებს საზოგადოება მიიღებს.“

თუმცა, ექსპერტების აზრით, არჩევნებზე წარმატების შანსი აქვთ ახალ სახეებსაც, ასევე იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის ენერგიული მუხტით ჩამოყალიბდა.  

    გააზიარე

ავტორი სურენ დეჰერიანი
სურენ დეჰერიანი, არის ონლაინ გამოცემა ampop.am დამფუძნებელი და რედაქტორი, ასევე IWPR სომხეთის ყოფილი რედაქტორი.


მსგავსი სტატიები:


სად არიან ქალები სომხეთის რევოლუციაში?
მაისი 28, 2018

არჩევნები საქართველოში და მისი გავლენა რეგიონზე
ოქტომბერი 27, 2013

არჩევნები და ჟურნალისტთა უსაფრთხოება საქართველოში
ოქტომბერი 18, 2013


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.