• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

არჩევნები და ჟურნალისტთა უსაფრთხოება საქართველოში

0 კომენტარი
 2013 წლის 18 ოქტომბერი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით IREX–S.A.F.E., საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და IWPR-თან ერთად მართავს პრაქტიკულ მეცადინეობას ჟურანლისტებისთვის არჩევნების გაშუქებისას მათი უსაფრთხოების გაზრდის მიზნით.

საქართველოში არჩევნების ჩატარების ბოლოდროინდელი ისტორია გვიჩვენებს, რომ საარჩევნო პერიოდი შეიძლება საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდეს ჟურნალისტისთვის და ის ყველანაირად უნდა იყოს მზად როგორც საკუთარი ასევე კოლეგების უსაფრთხოების დასაცავად.

S.A.F.E. პროგრამის დირექტორი ოქტავია იონსდოთირი აღნიშნავს: „ჟურნალისტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ პრაქტიკული რჩევები მათი საქმიანობის უფრო უსაფრთხოდ  წარმართვის მიზნით, განსაკუთრებით კი ეს ეხება ოპერატორებს და ფოტო ჟურნალისტებს. ეს ტრენინგი არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელსაც S.A.F.E. ცენტრი ქართველი ჟურანლისტებისთვის მთელი მომდევნო წლის განმავლობაში განახორცილებს“.

ღონიძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის თამარ რუხაძეს პრეზენტაცია მედია მონიტორინგის წინასწარ შედეგებზე და მიმდინარე ღონისძიებებზე, ასევე IREX S.A.F.E. ცენტრის ტრენერები ფიზიკურ და ციფრულ უსაფრთხოებაში ჩაატარებენ პრაქტიკულ მეცადინეობას რისკების შემცირების თაობაზე, IWPR-ის რეგიონალური დირექტორი ბექა ბაჯელიძე და კავკასიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი გიორგი კუპატაძე ჟურნალისტებს მიაწვდიან პრაქტიკულ რჩევებს იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაიგეგმოს და გაშუქდეს წინა და პოსტ საარჩევნო პერიოდები, ასევე როგორ უნდა იმოქმედოს ჟურნალისტმა კრიზისულ და სტრესულ გარემოში.

ბაჯელიძე აღნიშნავს, რომ „არჩევნების გაშუქება საქართველოში არასდროს ყოფილა ადვილი საქმე. დაძაბული პოლიტიკური კლიმატის პირობებში მედიამ მაკონსოლიდირებელი როლი უნდა ითამაშოს და თავი უნდა აარიდოს ჭორების, პროპაგანდის და უნდობლობის გავრცელებას, რაც თავის მხრივ მხოლოდ ხელს შეუწყობს ზიზღის გაღვივებას საზოგადოების ცალკეულ წევრებს შორის. აქედან გამომდინარე, პროფესიული ეთიკის დაცვა აუცილებელია. სამართლიანად, მიუკერძოებლად და პასუხისმგებლობით გაშუქება არის უსაფრთხოების წინაპირობა“.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ვებვერდს.

წყარო: IREX.org

    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.