• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გულისცემა

0 კომენტარი
 2014 წლის 8 მარტი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად არის მოსალოდნელი არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს გახშირებული სროლები ორივე ქვეყანაში შეშფოთების მიზეზი ხდება. ანალიტიკოსები ბჭობენ იმაზე, თუ რამდენად დროებითია ეს მოვლენა ან ხომ არ არის ის უფრო სერიოზული დაპირისპირების დასაწყისი.

იანვრის ბოლოს ყარაბაღის საზღვრის მიმდებარედ მიმდინარე სროლებს უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულების შესახებ ოფიციალური  მონაცემები არ გამოქვეყნებულა, სომხეთის ხელისუფლება 19 და 28 იანვარს ორი ჯარისკაცის სიკვდილს ადასტურებს, აზერბაიჯანის მხარე კი 23 და 27 იანვარს ორი სამხედროს მოსამსახურის დაღუპვის შესახებ საუბრობს.

1994 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის ფაქტებს ადრეც არაერთხელ ჰქონია ადგილი, თუმცა ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები განსაკუთრებით დააფიქრა.

დისკუსია 30 იანვარს ერევნის მედია ცენტრში გაიმართა და მას აზერბაიჯანელი მონაწილეები ვიდეო ხიდის საშუალებით შეუერთდნენ. სომხეთის მხარეს წარმოადგენდნენ „კავკასიის ინსტიტუტის“ დირექტორი სერგეი მინასიანი და „ეროვნული და საერთაშორისო კვლევების სომხური ცენტრის“ დირექტორი მანველ სარგსიანი. აზერბაიჯანული მხრიდან დისკუსიაში მონაწილეობდნენ გაზეთ „ბაქო პოსტის“ რედაქტორი ქენან გულუზადე და „ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოების“ ხელმძღვანელი ავაზ ჰასანოვი.

ვიდეო დებატებს, რაც სომხებისა და აზერბაიჯანელებისთვის მოსაზრებების გაცვლის იშვიათ შესაძლებლობას წარმოადგენს, ესწრებოდნენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერევნიდან.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი
დეკემბერი 28, 2018

ტრენინგი რეგიონული ჟურნალისტებისთვის
მაისი 30, 2018

კონფლიქტების გაშუქება და მედიის როლი
მაისი 25, 2017





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.