სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

მასწავლებლების უკმარისობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში

0 კომენტარი
 2016 წლის 4 ოქტომბერი   ავტორი: ნურანა მამმადი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, პედაგოგების მწვავე დეფიციტია.

ნურანა მამმადი

სკოლა სოფელ ტალავერში

სკოლა სოფელ ტალავერში, ბოლნისის რაიონი, ქვემო ქართლი. ფოტო: ნურანა მამმადი

განსაკუთრებით მცირეა ახალგაზრდა პედაგოგების რაოდენობა. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მალე რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს მასწავლებელი აღარ ეყოლება. 

ამის ძირითად მიზეზად სახელდება ის, რომ მასწავლებლებს, განსაკუთრებით რეგიონებში, დაბალი ხელფასები აქვთ.

პედაგოგიური პერსონალის განახლება პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში, არამედ ზოგადად, მთელ ქვეყანაში. 2015 წელს საქართველოში მასწავლებელთა საშუალო ასაკი 48 წლით განისაზღვრა. ასეთი სტატისტიკა წარმოადგინა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (ТАLIS) მონაცემებზე დაყრდნობით. 2015 წელს საქართველოში ოცდაათწლამდე მასწავლებელთა რაოდენობა მხოლოდ 5% იყო.   

მასწავლებელთა 20% იყო  30-39 წლის. თითქმის ამდენივე – 19% შეადგინა საპენსიო ასაკის პედაგოგებმა, რომლებსაც უკვე შეუსრულდა 60 წელი. შარშან, ქვეყანაში პედაგოგების 27% იყო 40-49 წლის ასაკის, ხოლო 28 %  – 50-59 წლის.

მარნეულის რაიონის მკვიდრი საბინა ტალიბოვა, რომელიც დემოკრატიულ კავშირ  „მტრედს“ ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ სკოლაში, სადაც მისი ქალიშვილები სწავლობენ, ახალგაზრდა პედაგოგების დიდი ნაკლებობაა, რის გამოც შექმნილია ბევრი პრობლემა განათლების ხარისხის თვალსაზრისით.

„ჩემი შვილები მარნეულის მეექვსე სკოლაში სწავლობენ, რუსულ სექტორზე. ამ სკოლაში ბევრია ხანდაზმული მასწავლებელი. პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში არ არსებობს უნივერსიტეტი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის მოამზადებს პედაგოგებს. და, ქვეყნის ხელისუფლებამ ეს იცის,“ – უკვირს ორი მოსწავლის დედას.

„ამის გამო სკოლის ადმინისტრაციას უწევს სამუშაო ადგილებზე ასაკოვანი პედაგოგების შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მასწავლებლებს დიდი გამოცდილება აქვთ, ხშირად დაღლილები არიან და არც ჯანმრთელობა უწყობთ ხელს ხარისხიანი გაკვეთილების ჩასატარებლად. თანამედროვე ბავშვებს უნდათ, რომ უფრო ცოცხალი გაკვეთილები უტარდებოდეთ. ამიტომაც იზრდება მოთხოვნა ენერგიულ და განათლებულ პედაგოგებზე. ამასწინათ, ჩვენს სკოლაში მშობელთა გამოკითხვა ჩაატარეს და უმრავლესობა სკოლაში განათლების ხარისხით იყო უკმაყოფილო,“ – ამბობს ტაბილოვა და დასძენს, რომ სოფლებში ძლიერი მასწავლებლების უმეტესობა ბავშვებს სკოლის  შემდეგ ამეცადინებს, ფაქტობრივად, არიან მათი რეპეტიტორები და საერთოდ აღარ აქცევენ ყურადღებას სწავლების ხარისხს სკოლის გაკვეთილზე.  

„უახლოეს მომავალში, იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა შეძლონ სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარება და უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა, ყველა ამ საგანში რეპეტიტორი უნდა ავიყვანოთ. მაგრამ, ბავშვები ხომ 12 წელი სწავლობენ  სკოლაში, რატომ უნდა გვიწევდეს დამატებითი მასწავლებლების აყვანა? მინდა, რომ ეს საკითხი გაშუქდეს პრესაში და მთავრობამ გაიგოს, რომ მშობლები უკმაყოფილოები ვართ. ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდიან.“

ინტიგამ ფარზალიევი მარნეულის მესამე სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. ის ამბობს, რომ ასაკოვანმა მასწავლებლებმა არ იციან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და არ იცნობენ სწავლების ახალ მეთოდებს.

„ჩვენს სკოლაში ბევრია ხნიერი მასწავლებელი. გაკვეთილებს ძველი და უინტერესო მეთოდებით ატარებენ. გვინდა, რომ ჩვენი განათლება იყოს უფრო ძლიერი და პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს. ქართული ენის გაკვეთილებიც ცუდად გვიტარდება. მე და ჩემმა თანაკლასელებმა მეხუთე კლასამდე  ვერ შევძელით ქართული ენის სწავლა. მეცხრე კლასისთვის ძლივს მოვახერეთ აუცილებელიდან ორმოცი პროცენტის შესწავლა. ახლა, მეათე კლასში ვარ და ვცდილობ დამოუკიდებლად ვისწავლო ქართული ენა.“

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ოცნებობს მასწავლებლობაზე, მათი ოჯახები შვილების სურვილებს არ იზიარებენ, დაბალი შრომითი ანაზღაურებისა და განვითარების მცირე პერსპექტივის გამო. ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდაა შახრი აბასოვი. ის თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა მას სულ სხვა რამ სურდა.  

„ძალიან მინდოდა ბიოლოგიის მასწავლებლობა, თუმცა ჩემი ოჯახი ვერაფრით დავითანხმე. ლამის ტირილით ვეხვეწებოდი და ვცდილობდი ამეხსნა, რომ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, მაგრამ ჩემი ოჯახის აზრით, მასწავლებლობა არ არის შემოსავლიანი პროფესია. მაგრამ, აი, თუ კარგი ექიმი გავხდები, შევძლებ კარგი ფულის შოვნას.“

ჯუმშუდ გულმამედოვი, სკოლის დირექტორი სოფელ ტალავერში,

ჯუმშუდ გულმამედოვი, სკოლის დირექტორი სოფელ ტალავერში, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელები. ის თვლის, რომ განათლების ხარისხის პრობლემა რეგიონში სულ უფრო მწვავდე იკვეთება, რადგან პადაგოგების კონტინგენტი ხანდაზმულია და არ ხდება მისი განახლება. ფოტო: ნურანა მამმადი.

ჯუმშუდ გულმამედოვი პირველი სკოლის დირექტორია ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში, სადაც უმეტესწილად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. მისი სიტყვებით, დაბალი ხელფასის გამო მასწავლებლებს სოფლებში მუშაობა არ უნდათ.

„რასაკვირველია, რაც უფრო მეტი იქნება ახალგაზრდა პედაგოგი, მით უკეთესი. ისინი იცნობენ უახლეს ტექნოლოგიებს და სიახლის მატარებლები არიან. უფროსი თაობის მასწავლებლებს საბჭოთა პერიოდში აქვთ მიღებული განათლება. იმ დროს რუსული ენის ცოდნა იყო საჭირო და ამიტომ ქართულს არ სწავლობდნენ. გამოდის, რომ ჩვენი მასწავლებლების უმეტესობამ ქართული არ იცის, თუმცა ახალგაზრდები უკვე სწავლობენ ქართულს.“ 

პედაგოგების ნაკლებობას განიცდიან მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოს სკოლაშიც. ამ სკოლის მასწავლებელი თამამ შარიფოვა აცხადებს, რომ სოფლის ახალგაზრდობა უნივერსიტეტების დამთავრების შემდეგ მართალია ბრუნდება სოფელში, მაგრამ სკოლაში მუშაობას არ ჩქარობს. 

ახალგაზრდა პედაგოგების დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა საქართველოს განათლების სფეროში. ამას ადასტურებს სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე.

„ახალგაზრდა თაობას არ უყვარს ეს პროფესია, სახელმწიფო კი ვერაფრით ახერხებს მათ დაინტერესებას, რომ აირჩიონ პედაგოგიური სპეციალობა. სტატისტიკის მიხედვით, აბიტურიენტები განსაკუთრებით იშვიათად ირჩევენ მათემატიკის და ზუსტი მეცნიერებების მასწავლებლების პროფესიას. ეს არის კატასტროფა. ეს პრობლემა დამახასიათებელია მთელი საქართველოსთვის, მაგრამ ყველაზე მეტად გამოკვეთილია რეგიონებში, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები.“

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი ნურანა მამმადი
ნურამა მამმადი თავისუფალი ჟურნალისტია, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.


მსგავსი სტატიები:


მოსწავლეები პანდემიის პირისპირ საქართველოსა და მოლდოვაში
აპრილი 27, 2021

სალექციო კურსი „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“
თებერვალი 14, 2016

საქართველო: ეთნიკური უმცირესობებისთვის ენობრივი ბარიერი განათლების მიღების მთავარ პრობლემად რჩება
სექტემბერი 19, 2015


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT