სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში ახალი სამშვიდობო ინიციატივების საფუძვლად იქცა

0 კომენტარი
 2016 წლის 22 დეკემბერი   ავტორი: ნინო ჩიფჩიური

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ექიმები კონფლიქტის ზონაში ჯანრთელობის ხიდებს აშენებენ  – სტატიამ ამ სათაურით ფაქტობრივად ახალ სამყაროში აღმომაჩინა.

ნინო ჩიფჩიური

საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი და ნინო ჩიფჩიური

საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი და მშვიდობის ჟურნალისტიკაში, EUMM-ის სპეციალური პრიზის მფლობელი ნინო ჩიფჩიური (ფოტო: ნინო ჩიფჩიური).

იმ დღეს, როცა გამარჯვებულად გამომაცხადეს, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ წარმატებას. თუმცა ვიგრძენი, რომ იმ ადამიანებთან გავთანაბრდი, რომლებიც ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში სხვადასხვა ფორმით უშუალოდ მონაწილეობენ.

მოგვიანებით უფრო მეტად დავინტერესდი კონფლიქტოლოგიით და სამშვიდობო პროცესებით. დავფიქრდი, სტატიების წერის გარდა კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი სამშვიდობო მიმართულებით.

ამასობაში ლონდონში პროფესიული მივლინების დროც მოახლოვდა. ეს იყო ერთთვიანი გამოცდილება უცხო ქვეყანაში, სადაც საკუთარი თავი, როგორც ჟურნალისტმა ხელახლა აღმოვაჩინე.

გამგზავრებამდე ფიქრისთვის საკმაოდ დიდი დრო მქონდა. ამიტომ იქ  უკვე კარგად მოფიქრებული, კონკრეტული მისიით ჩავედი. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) – ჩემი მასპინძელი ორგანიზაცია ლონდონში, ძალიან დამეხმარა მოკლე დროში ყველა შეხვედრის ორგანიზებასა და ჩემთვის სასურველი ინფორმაციების მოპოვებაში.

საკუთარი საქმის პროფესიონალებისაგან კონფლიქტების სფეროში გამოცდილების გაზიარება  და IWPR-ის გუნდის მუშაობის სტანდარტების გაცნობა, დამატებითი სტიმული აღმოჩნდა ჩემთვის და კარიერის უკეთ დაგეგმვაზე დამაფიქრა.

გამგზავრებამდეც, ყველაზე მეტად ლონდონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და უცხო ქვეყანაში მათი საქიანობა მაინტერესებდა. ამიტომ პირველ რიგში ქართულ სკოლას ვესტუმრე და ლონდონელი ქართველი მოზარდების ცხოვრების შესახებ რამდენიმე მასალა მოვამზადე.

ლონდონში ყოფნისას იქ მცხოვრები უხუცესი (109 წლის) ქართველიც აღმოვაჩინე, რომელიც  წარმოშობით გორიდან და მეტიც ჩემი თანაუბნელი აღმოჩნდა. უხუცესი ქართველი ემიგრანტის შესახებ დაწერილ სტატიას გორელების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ერთი ნაწილი მის მიერ სამშობლოს დატოვებას აკრიტიკებდა, ზოგიერთი კი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, ალექსანდრე ბესტავაშვილის მიერ გადადგმულ ნაბიჯს დადებითად აფასებდა.

სწორედ ამ უკუკავშირებმა და ლონდონში მცხოვრები ქართველების ყოფა-ცხოვრების უკეთ გაცნობამ მომცა ახალი სტატიის – ,,ვისი საქართველო სად არის“ დაწერის საფუძველი.

ამ სტატიას ქართველი ემიგრანტების მხრიდან გამოხმაურებების ახალი ტალღა მოყვა. სტუმრად მეპატიჟებოდნენ, ზოგიერთი პირადად მიკავშირდებოდა და სამშობლოს ნოსტალგიაზე მიყვებოდა.

განსაკუთრებით დამაინტერესა ქართველი ქალების საქმიანობამ ლონდონაში, რომლებმაც საქართველო ოჯახებით (ძირითადად 2000 წლის შემდეგ) დატოვეს.

ლონდონში მცხოვრებ შრომით მიგრანტებზე უფრო დაწვრილებით, სათვისტომოს თავმჯდომარე ირინა სარაჯიშვილი მესაუბრა, რომელიც დასთან ერთად ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზებას ცდილობს.

ლონდონში ქართული ხალხური ცეკვების სტუდიაც ფუნქციონირებს. სტუდია ახალ თაობას ქართული კულტურის შენარჩუნებაში ეხმარება.

გორის ქალთა გუნდთან ერთად, ლონდონში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის ქეთი მელუას კონცერტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. როგორც ჩანს არა მხოლოდ ჩემზე, რადგან კონცერტის ამსახველი ფოტოები და სტატია სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით გავრცელდა და უამრავი ადამიანის მოწონებაც დაიმსახურა.

ვიზიტის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქართული ეკლესიის წინამძღვარსაც შევხვდი. მამა დოროთემ საშობაო მარხვისა და ლონდონის მაცხოვრის ტაძრის მრევლის შესახებ მიამბო.

როგორც გაირკვა ქართველი ემიგრანტები ჟურნალისტების ყურადღებით არ არიან განებივრებული. მათ სოციალურ ქსელში სპეციალურად შექმნილ ჯგუფში დამამატეს და ჩემ მიერ გავრცელებულ მასალებზე კომენტარებით სწორედ ამ სივრცეში მეკონტაქტებოდნენ. უცხოეთში საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების საჭიროებებზე მუშაობა და მათი ყოფა-ცხოვრების ადგილიდან გაშუქება, ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის გამოცდილება და ახალი გამოწვევა გახდა.

გამორჩეული დღე იყო BBC-ში ვიზიტი. აქ მასპინძლობა ჩემმა ქართველმა კოლეგამ ნათია აბრამიამ გამიწია. მან დეტალურად გამაცნო მედიაჰოლდინგის მუშაობის სპეციფიკა. მიამბო თანამშრომელთა ყოველდღიური განვითარებისთვის, კომპანიის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებაც.

ნინო ჩიფჩიური BBC–ის სათაო ოფისში ვიზიტის დროს

ნინო ჩიფჩიური BBC–ის სათავო ოფისში ვიზიტის დროს (ფოტო: ნინო ჩიფჩიური).

სტუდიები, თანამედროვე ტექიკა, ოპერატიულობის მაქსიმალური განცდა და უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე საქმის მშვიდად მიმდინარეობის პროცესი – ამ ყველაფერმა საკუთარი თავის წინაშე ახალი მოთხოვნები გამიჩინა და შესაძლებლობების ძიების სურვილი გამიძლიერა.

საქართველოში დაბრუნების წინა დღეს, დიდ ბრიტანეტში საქართველოს ელჩს, თამარ ბერუჩაშვილს შევხვდი. ბევრი ვისაუბრეთ ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებზე.  ელჩს ლონდონში სამშვიდობო მიმართულებით  წარმატებით მომუშავე ორგანიზაციებთან შუამდგომლობაც ვთხოვე. ჩემი სამშვიდობო ინიციატივები თამარ ბერუჩაშვილისთვის საინტერესო აღმოჩნდა და განხორციელებაში თანადგომას დამპირდა.

სამშვიდობო პროცესი მგრძნობიარე საკითხია. მას სიღრმისეული შესწავლა, ფრთხილი მიდგომები და გამოცდილება სჭირდება. როგორც პრაქტიკოსი ჟურნალისტი ათ წელზე მეტია ვმუშაობ. კონფლიქტები ჩემი პრაქტიკის ძირითადი თემაა. მიმაჩნია, რომ მგრძნობიარე საკითხებზე მუშაობისთვის აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა. ახლა ვაპირებ, მხოლოდ კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემების გაშუქებით  აღარ შემოვიფარგლო და სამშვიდობო პროცესის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანო.

პირველი ნაბიჯი წიგნის გამოცემა იქნება, რომელიც მალე ჩემი და ჩემი მეგობრის (არასამთავრობო ორგანიზაცია ქართლ–ოსის დამფუძნებლის მეგი ბიბილურის) ერთობლივი ძალისხმევით დაიბეჭდება.

წიგნი კონკურსზე გამარჯვებული სტატიის – ექიმები კონფლიქტის ზონაში ჯანრთელობის ხიდებს აშენებენ, ერთგვარი გაგრძელებაა. ვაპირებთ თავი მოვუყაროთ ერთობლივ (ქართულ–ოსურ) პროექტებში ჩართული ქართველი და ოსი ექიმების ისტორიებს. წიგნი იშვიათობად ქცეული ქართულ–ოსური ნაყოფიერი თანამშრომლობის პოზიტიური მაგალითების შესახებ მოგვითხრობს. ჩვენი მიზანია, სახალხო დიპლომატიის გზით, კონფლიქტით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას შევუწყოთ ხელი.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში მიზნად ისახავს მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ჟურნალისტიკის წახალისებას, რომელსაც წვლილი შეაქვს ნდობის აღდგენასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებაში.

სპეციალური პრიზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ერთობლივი ინიციატივაა.

პროქტი ხორციელდება IWPR-ის კავკასიის პროგრამის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

დეტალური ინფორმაცია პრიზის შესახებ იხილეთ ლინკზე: http://www.euprizejournalism.eu

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი ნინო ჩიფჩიური
ნინო ჩიფჩიური დამოუკიდებელი ჟურნალისტია გორიდან. ნინო აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ახალგაზრდულ და სამშვიდობო მედია პროექტებში. ნინო ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2015 წლის გამარჯვებულია და აქტიურად თანამშრომლობს IWPR-ის საერთაშორისო გამოცემასთან Global Voices.


მსგავსი სტატიები:


ევროკავშირი 2020 წლის საუკეთესო ჟურნალისტებს ასახელებს
მარტი 23, 2021

ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი
დეკემბერი 28, 2018

ტრენინგი რეგიონული ჟურნალისტებისთვის
მაისი 30, 2018


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT