სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

გამოკითხვა: აფხაზი საზოგადოების აზრი აბორტის აკრძალვის თაობაზე

0 კომენტარი
 2016 წლის 5 სექტემბერი   ავტორი: ანაიდ გოგორიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


აფხაზეთის ქალთა კლუბის აქტივისტებმა სოციალური გამოკითხვა ჩაატარეს იმისთვის, რომ გაეგოთ რას ფიქრობს მოსახლეობა აბორტის აკრძალვის თაობაზე.

ანაიდ გოგორიანი

ქალთა კონფერენცია სოხუმში

აფხაზეთში აბორტის აკრძალვის შესახებ მიღებულმა კანონმა ქალთა ორგანიზაციების გააქტიურება და აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად მათი გაერთიანება გამოიწვია (ფოტო: ანაიდ გოგორიანი).

რესპონდენტების თითქმის 85 % არ ეთანხმება პარლამენტის მიერ აბორტის აკრძალვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, 15% კი მიღებულ კანონს ემხრობა. მომხრეთა შორის უფრო მეტია მამაკაცი, მათი რაოდენობა 32,88%-ს შეადგენს. მოწინააღმდეგეთა შორის 88,69% – ქალია. ამასთან ერთად, გუდაუთის და გალის რაიონებში გამოკითხულთა დაახლოებით მესამედი ახალმიღებულ კანონს მხარს უჭერს.

გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდა 809 ადამიანი, მათ შორის 663 ქალი და 146 მამაკაცი რასპუბლიკის ყველა რაიონიდან, რაც მთლიანი მოსახლეობის 0,5%-ს შეადგენს. რესპონდენტებს შორის იყვენენ ექსპერტები, ექიმები, დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები. გამოკითხულთა ასაკი ძირითადად 20-40 წლამდე მერყეობდა.

კანონი ჯანდაცვის შესახებ, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, აფხაზეთის პარლამენტმა 2016 წლის იანვარში მიიღო. კანონის ერთ-ერთი მუხლით იკრძალება ორსულობის შეწყვეტა სამედიცინო ჩვენებითაც, გარდა ნაყოფის დაღუპვის ანტენატალური შემთხვევებისა. (უფრო მეტი აფხაზეთის ჯანდაცვის კანონის შესახებ იხილეთ: აფხაზეთში აბორტის „ნაჩქარევ“ აკრძალვას აკრიტიკებენ).

წელს ზამთარში აფხაზეთში შეიქმნა კლუბი „ქალთა იანიციატივა“, რომლის ფარგლებშიც ივნისში სოხუმში ჩატარდა პირველი ქალთა ფორუმი.

კითხვაზე „თქვენი აზრით, რა შეუწყობს ხელს აფხაზეთში შობადობის ზრდას?“ წარმოდგენილი იყო პასუხის შვიდი ვარიანტი, მათგან ხუთი აქცენტირებას ახდენდა სახელმწიფოს მხრიდან მატერიალურ-სოციალური მხარდაჭერისა და საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერებაზე, მხოლოდ ერთი ვარიანტი განიხილავდა აბორტის აკრძალვის თაობაზე კანონმდებლობის შენარჩუნებას.

ქალების უმეტესობამ (85%-ზე მეტი) ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან მატერიალურ და სოციალურ მხარდაჭერაზე. ამასთან ერთად, პასუხის არცერთი ეს ვარიანტი არ აირჩია მამაკაცების 18%-ზე მეტმა. რაც ნიშნავს, რომ ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ შობადობის გაზრდის თვალსაზრისით ოჯახისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ფოკუს-ჯგუფების ანალიზმა აჩვენა, რომ მიღებულ კანონს უარყოფითად აფასებენ  სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალები. ისინი თვლიან, რომ ის ნაჩქარევია და არ ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ რეალურ სურათს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია მრავალშვილიანი დედების ფოკუს-ჯგუფებიდან მიღებული მასალა. ამ ქალების ცხოვრება ყოველდღიური ბრძოლაა გადარჩენისთვის, რადგან სახელმწიფოს მხრიდან გაწეული დახმარება მრავალშვილიანი ოჯახების მინიმალურ მოთხოვნილებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

მრავალშვილიანი დედები თვლიან, რომ დეპუტატები, რომლებმაც კანონი მიიღეს შორს არიან რეალური ცხოვრებისგან, განსაკუთრებით კი სოფლებში არსებული მდგომარეობისგან, სადაც არ არის აფთიაქები, საბავშვო და ბაგა-ბაღები და ზოგჯერ მაღაზიაც კი. სამაგიეროდ, მაღალია უმუშევრობის დონე და სიღარიბე. ამკრძალავი ზომები კარგს არაფერს მოიტანს, ირწმუნება ქალების უმეტესობა. შვილების გაჩენას მშობლები უნდა გეგმავდნენ, პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. თუ ხელისუფლებას უნდა შობადობის მაჩვენებლის გაზრდა, მან უნდა შეძლოს ბავშვების გაჩენისა და აღზრდისთვის ნორმალური პირობების უზრუნველყოფა.  

ჩატარებულ ფორუმზე საზოგადოებრივი პალატის წევრმა, ჟურნალისტმა ნადეჟდა ვენედიქტოვამ გამოკითხვის რეზულტატების შესახებ თავისი აზრი გამოხატა:

„გაოცებული ვარ ქალების მოქალაქეობრივი მოწიფულობით, ნებისმიერი ასაკის. მივხვდი, რომ გვაკლია სადისკუსიო პლატფორმები, სადაც მოხდება მნიშვნელოვანი პრობლემების განხილვა, რადგან მოწიფულობა, რომელიც ქალებმა ამ საკითხის განხილვის დროს გამოამჟღავნეს მიუთითებს იმაზე, რომ ხალხს ეს აფიქრებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ საკმაოდ რთულ მატერიალურ და ა.შ. პირობებში უწევთ ცხოვრება, ისინი ფიქრობენ და საკმაოდ კარგადაც. სწორედ ამიტომ, ამ ხალხის აზრის ფონზე, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუფიქრებელი, ნაჩქარევი და როგორც ზოგიერთი რესპონდენტი ამბობს, საშიშიც კი არის. ისეთი განცდა დამეუფლა, რომ უბრალო ქალებს უფრო მეტი გაეგებათ რეალური ცხოვრების შესახებ, ვიდრე პარლამენტარების უმრავლესობას, რომელმაც ამ კანონის მიღებას დაუჭირა მხარი.“   

ნადეჟდა ვენედიქტოვამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მრავალშვილიანმა დედებმა ისეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს აჰხადეს ფარდა, რომლებიც რეალურად არსებობს და რომელთა შესახებ დეპუტატებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რამაც, მისივე სიტყვებით, მას ქვეყნის გამო შიშიც კი გაუჩინა.

„მათი მონათხრობიდან ჩანს, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვანწილად გაემიჯნა ამ ადამიანების წინაშე არსებულ სოციალურ პასუხისმგებლობას. დახმარების ოდენობა იმდენად შორსაა საყოფაცხოვრებო მინიმუმისგან, რომ იმის თქმა, თითქოს სახელმწიფო რაღაც დონეზე უწევს მათ დახმარებას, უბრალოდ უხერხულია. სამშვილიანი ოჯახი სულზე 250 რუბლის (დაახლოებით 4$) ოდენობის დახმარებას იღებს, როდესაც ერთი შეკვრა „პამპერსი“ 900 რუბლი (დაახლოებით14 $) ღირს. სწორედ, ამ ქალებმა ბევრი ისეთი წინადადება წამოაყენეს, რაც ფაქტობრივად, ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის მონახაზის ტოლფასია.“

მისი აზრით, სახელმწიფომ ყურად უნდა იღოს ამ ადამიანების ხმა და მათი რჩევები გაითვალისწინოს.

ძალიან საინტერესო იყო განხილვა ახალგაზრდა ქალების ფოკუს-ჯგუფში, რომელიც აერთიანებდა სტუდენტებს, ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის უკვე დასაქმებულებსაც. მათი აზრით, ეს კანონი, იმ სახით, რა სახითაც ახლა არსებობს, საზოგადოებრივი ექსპერტიზის გარეშე, უბრალოდ შეურაცმყოფელია ქალებისთვის.

ახალგაზრდა ქალებს იმდენად აინტერესებთ თავიათი პირადი სივრცის არსებობა, რომ ამაზე ღიად საუბრობენ და სურთ, რომ სახელმწიფომაც გაუწიოს ანგარიში მათ ამ სურვილს.

„ეს არის უფრო მოწიფული საზოგადოების ნიშანი,“ – ირწმუნება ნადეჟდა ვენედიქტოვა.

ძალიან აქტიურად განიხილეს აბორტების პრობლემა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შემდგარ ფოკუს-ჯგუფშიც. მათი აზრით, კანონი ავლენს უპატივცემულობას ქალების აზრისა და საჭიროებების მიმართ, მათივე სიტვებით, ის იმდენად არღვევს გენდერულ თანასწორობას, რომ მათში მხოლოდ აღშფოთებას და სინანულს იწვევს.

გამოკითხვის შედეგად მიღებული მასალის გაცნობის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ სწორედ ეს კვლევა არის ის საზოგადოებრივი ექსპერტიზა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო კანონის მიღებამდე. მანამდე და არა მის შემდეგ. ეს სასარგებლო იქნებოდა პარლამენტარებისთვისაც, რომლებიც გაეცნობოდნენ ცხოვრების რეალიებს, რომლებსაც ასე ცუდად იცნობენ.

თუმცა, აფხაზეთის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, მაინც იღო ყურად საზოგადოების აზრი და კანონში შესწორებების შეტანა გადაწყვიტა. ცვლილების მიხედვით, სამედიცინო ჩვენებით აბორტის გაკეთება დასაშვები გახდება. ამის შესახებ ივნისში გამართულ ზემოხსენებულ ქალთა ფორუმზე განაცხადა პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ.

თავის მხრივ, ქალთა ასოციაციის წარმომადგენელი მარიეტა ტოპჩიანი მოხარულია, რომ საუბარი შედგა, ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ საზოგადოებას და მოისმინეს ხალხის აზრი საზოგადოებისთვის ასეთ მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით.

„მე ვიღებდი მონაწილეობას გამოკითხვაში და მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ფოკუს-ჯგუფებში საუბრობდნენ ახალგაზრდა ქალები და მრავალშვილიანი დედები, რომლებიც ხუთ და ექვს შვილს ზრდიან და უამრავი პრობლემა აქვთ, თუმცა ისინი ისეთი ოპტიმისტები არიან… მათ კიდევ უნდათ შვილების ყოლა. ახალგაზრდობის განწყობაც ასეთია, ისინიც ფიქრობენ, რომ როდესაც ოჯახებს შექმნიან ბევრ შვილს გააჩენენ. ეს  კარგი ინდიკატორია იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება ჯანმრთელია,“ – აცხადებს მარიეტა ტოპჩიანი.


გამოქვეყნებულ მასალაში დაცულია ავტორის მიერ გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმიკა. რედაქცია არ აგებს პასუხს საავტორო მასალის შინაარსობრივ მხარეზე.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი ანაიდ გოგორიანი
IWPR-ის მიერ გადამზადებული ჟურნალისტია. ის ასევე გაზეთ ჩეგემსკაია პრავდას და რადიო ეხოკავკაზას თანამშრომელია აფხაზეთში.


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT