სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთი: ობლები სტიგმის დასაძლევად იბრძვიან

0 კომენტარი
 2016 წლის 12 ივნისი   ავტორი: ანა მურადიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ბავშვთა სახლებში აღზრდილები, ზრდასრულ ასაკშიც კი, საზოგადოების მხრიდან მარგინალიზაციას განიცდიან.

ანა მურადიანი

არმინე ჰამბარცუმიანი

არმინე ჰამბარცუმიანი ბავშვთა სახლში გაიზარდა. ახლა ის სამი შვილი დედაა (ფოტო: ანა მურადიანი).

ქრისტინე კოშკარიანი მშობლებმა მიატოვეს და ის ბავშვთა სახლში გაიზარდა, რისი გავლენაც, როგორც თვითონ ამბობს, მას მთელი ცხოვრება გაჰყვება.

33 წლის ქრისტინე ამბობს, რომ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს ცხოვრებაში ორმაგი ტვირთის ზიდვა უწევთ. ასეთი აღზრდის შედეგად მიღებული ემოციური განცდების პარალელურად, საზოგადოება, რომელიც ტრადიციულად ოჯახზე არის ორიენტირებული, ობლებს ეჭვის თვალით უყურებს. 

კოშკარიანის თქმით, ბავშთა დაწესებულებეში გაზრდილ ახალგაზრდა ქალებს პოტენციურ სექსმუშაკებად, ხოლო ბიჭებს ლატენტურ კრიმინალებად აღიქვამენ, რის გამოც ისინი განწირულები ხდებიან საზოგადოებისგან გარიყულად ცხოვრებისთვის.

„ან უნდა იყო ლამაზი და გახდე ვინმეს საყვარელი, ან დამლაგებლად უნდა იმუშავო. ბავშთა სახლებიდან გამოსული ბავშვების სამოცი პროცენტი დამლაგებლებად მუშაობს,“ – აღნიშნავს კოშკარიანი, რომელიც ამჟამად ერევანში ცხოვრობს.

ქალაქ გავარის ბავშვთა სახლიდან წამოსვლის შემდეგ, ქრისტინე ასრულებდა ნებისმიერ სამუშაოს, რაც თუ ხელთ ჩაუვარდებოდა.

მისი ერთ-ერთი პირველი სამსახური იყო ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ის მანქანების მინებს წმენდდა და დღეში 3000 დრამს (7 აშშ დოლარი) გამოიმუშავებდა.

ბავშვთა სახლის შემდეგ ქრისტინე საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, ახლა კი ბინაში ცხოვრობს.  

გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნუსეფის“(UNICEF) მონაცემებით, სომხეთში მოქმედ ორმოცდაორ სახელმწიფო და კერძო ბავშვთა სახლში, სკოლა-ინტერნატსა და სპეცკოლაში ოთხი ათასამდე ბავშვი იზრდება. აქედან ოთხმოცი პროცენტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ან ჰყავს ერთი მშობელი მაინც.

ადრე, ბავშვთა სახლების აღსაზრდელები თვრამეტი წლის შესრულების შემდეგ ტოვებდნენ ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებებს და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებდენ, რის გამოც ბევრი მათგანი ფაქტობრივად ქუჩაში აღმოჩნდებოდა ხოლმე.

2003 წლიდან ბავშვთა სახლების აღსაზრდელებზე ზრუნვას სახელმწიფო 23 წლის ასაკამდე ინარჩუნებს და საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს. ყოველ წელს სისტემას დაახლოებით ოცდაათამდე ასეთი კურსდამთავრებული ჰყავს.

მიუხედავად ამისა, ბევრი მათგანისთვის საცხოვრებლის არქონა რჩება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად. ათეულობით მათგანი ჯერ კიდევ ელოდება სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართის მიღებას.   

არასამთავრობო ორგანიზაციები შეეცადნენ ამ ხარვეზის  გამოსწორებას და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე დროებითი საცხოვრებელი სახლი გახსნეს, სადაც ბავშვთა სახლების კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს, 18-დან 23 წლამდე, შეუძლიათ ცხოვრება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „აკუნკ ცენტრის“ კონსულტანტი ანა მნაცაკანიანი ადასტურებს, რომ  ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებებში გატარებული ბავშვობის გამო ახალგაზრდები ხშირად სტიგმატიზაციას აწყდებიან. 

„როდესაც რაიმე ინციდენტში ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი არის გარეული, იმავე იარლიყს აკრავენ სხვებსაც,“ – ამბობს მნაცაკანიანი და დასძენს, რომ პოტენციურ დამსაქმებლებს ბავშვთა სახლებში აღზრდილი ადამიანების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება აქვთ შექმნილი. სინამდვილეში, დასძენს ის, როგორც მისი კვლევიდან ჩანს, კურსდამთავრებული ახალგაზრდა ქალების მხოლოდ ერთი პროცენტი არის სექსმუშაკი. 

მნაცაკანიანი აღნიშნავს, რომ სომხეთში ობოლ ბავშვთა რაოდენობა ყოველთვის შედარებით მცირე იყო, რადგან ადგილობრივი ტრადიციის თანახმად უდედმამოდ დარჩენილ ბავშვს ოჯახის ნათესავი იყვანს შვილად. ეს კი, ბავშვთა სახლებში მოხვედრილების მიმართ სტიგმას კიდევ უფრო აძლიერებს.

ბევრი დამსაქმებელი თავს იკავებს ბავშვთა სახლების ყოფილი აღსაზრდელების დასაქმებისგან ან კიდევ მათი სოციალური სტატუსის გაგების შემდეგ უარს ამბობს სამსახურში მათ ოფიციალურად დარეგისტრირებაზე.  

სომეხთა დახმარების კავშირის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, 2003-2012 წლებში ობოლთა თავშესაფრებში გაზრდილი 151 ზრდასრულიდან, რომლებიც სახელმწიფომ საცხოვრებლით უზრუნველყო, მხოლოდ თხუთმეტმა შეძლო მუდმივი სამსახურის შოვნა.

დანარჩენი სამოცდაექვსი არის უმუშევარი, ხოლო სამოცდაოთხს არასტაბილური სამუშაო აქვს.

ბავშვთა სახლებში გატარებული წარსული რთული დასამალია. 2012 წლამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელი საბუთებში მითითებულია მისამართი. პასპორტი 16 წლის ასაკში გაიცემა და ათი წლის განმავლობაში აქვს ვადა, ამიტომაც სრულწლოვან ასაკს მიღწეული ყოფილი აღსაზრდელების უმეტესობა ჯერ კიდევ ბავშვთა სახლებში ან საერთო საცხოვრებლებში არის რეგისტრირებული.

„დამსაქმებლებმა იციან, რომ ჩვენ არავინ გვყავს, ვინც დაგვიცავს და ვისაც დავეყრდნობით,“ – ამბობს კოშკარიანი.

ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების სხვა წრეებშიც არის გავრცელებული. კოშკარიანი იხსენებს თავისი მეგობრის ამბავს, რომელმაც პოლიციას მიმართა, მას  შემდეგ რაც ბინა გაუქურდეს.

„პოლიციაში უთხრეს, რომ მისნაირ ადამიანს პოლიცია ვერაფრით დაეხმარებოდა. ამიტომაც, მან ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მაგრამ ამის შესახებ აბა ვინ  დაწერა ან ვინ ილაპარაკა… რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ არავის ვახსოვართ.“

ერევნის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ანაჰიტ საჰაკიანი აცხადებს, რომ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს აკლიათ სოციალური კაპიტალი, რომელიც მათ ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

„სხვებს ჰყავთ მამები, დედები, ნათესავები, მეგობრები, მაგრამ ამ ადამიანებს ამ თვალსაზრისით ყველაზე მწირი კაპიტალი გააჩნიათ, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ იმავე ბავშვთა სახლების აღსაზრდელებით, რომელთა შესაძლებლობებიც ასევე არის ლიმიტირებული,“ – ამბობს ის.

ახალი შანსი

ბოლო ათი წლის განმავლობაში სომხეთში სისტემის რეფორმირება ხორციელდება. 2006 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით სომხეთის მთავრობამ სახელმწიფო ბავშთა სახლების დეინსტიტუციონალიზაცია დაიწყო. ბავშვები, რომლებიც მშობლებმა სიღარიბის გამო მიატოვეს ბიოლოგიურ მშობლებს დაუბრუნდნენ ან მიმღებ ოჯახებში გადანაწილდნენ.    

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, შარშან 88 ობოლი იშვილეს, მათგან 52 უცხოეთის მოქალაქეებმა.

გასულ წელსვე, ევროკავშირის დაფინანსებით ამოქმედდა პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს  ბავშვთა სახლების კურსდამთავრებულებისთვის დახმარების გაწევას დამოუკიდებელ ცხოვრებასთან შეგუებასა და სამუშაო უნარების ათვისებაში.

400 000 ევროს ღრებულების ორწლიანი პროგრამა ხორციელდება სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრისა და შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამონაწილეობით.

მცირე ბიზნესის წარმოების საკითხებზე მიმდინარე ექვსთვიან სატრენინგო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა სამოცი ახალგაზრდა 16-23 წლამდე. ისინი ასევე შეისწავლიან ინგლისურს, მათ კონსტიტუციურ უფლებებს და საინფორმაციო ტექნოლოგიურ უნარებს.

პროგრამის ოცი ყველაზე წარმატებული მონაწილე გაივლის სტაჟირებას სომხურ კომპანიებში და მიიღებს მცირე გრანტებს საკუთარი ბიზნესგეგმების დასაფინანსებლად.

„ერთი წლის განმავლობაში ჩვენ უნდა გავუწიოთ ბენეფიციარებს კონსულტაციები და ასევე უნდა შევქმნათ მათთვის სხვადასხვა ორგანიზაციებში პრაქტიკული დასაქმების შესაძლებლობები. ეს მისცემს მათ საშუალებას, რომ მომავალში ამავე ორგანიზაციებში დაიწყონ სამსახური,“ – აცხადებს პროგრამის ხელმძღვანელი პაიცარ ჰოვანისიანი.

ზოგიერთმა ადამიანმა შეძლო გადაელახა სტიგმა და წინასწარგანწყობა, რომელიც ბავშვთა სახლში გატარებული წლებით იყო გამოწვეული.

32 წლის არმინე ჰამბარცუმიანი ერთ-ერთია, იმ ყოფილი აღსაზრდელებიდან, რომელმაც თავის დროზე მოახერხა მუდმივი სამუშაოს პოვნა.

ქმართან და სამ შვილთან ერთად არმინე ერევნის სამხრეთით, ქალაქ ეჩმიაძინში ცხოვრობს. მისი პატარა ბინა მრავალსართულიან კორპუსში მდებარეობს, რომელიც სახელმწიფომ ბავშვთა სახლების ყოფილ აღსაზრდელებს ათწლიანი ვადით გადასაცა საცხოვრებლად.

წლების განმავლობაში ჰამბარცუმიანი მუშაობდა ხან სამკერვალო ფაბრიკაში, ხან მეცხოველეობის ფერმაში და ხან კიდევ ოჯახებში დამლაგებლად.

მან ისიც კი შეძლო, რომ დამლაგებლად დაეწყო მუშაობა სახელმწიფო საბავშვო ბაღში, საიდანაც მესამე ბავშვის შეძენის შემდეგ წამოვიდა. როგორც წესი, ბავშვთა სახლების ყოფილი აღსაზრდელები იშვიათად ახერხებენ ასეთი სამსახურის პოვნას, რადგან საჯარო სექტორი მათთვის მიუწვდომელია.

ჰამბარცუმიანი ამბობს, რომ საბავშვო ბაღში მას კარგად ეპყრობოდნენ, თუმცა ოფიციალურად იქ არ იყო დარეგისტრირებული. ისიც მისი თხოვნით, იმისთვის, რომ არ დაეკარგა სოციალურ დახმარება, რომელიც მისი ოჯახისთვის იყო მცირე, თუმცა სტაბილური შემოსავალი.

როგოც მნაცაკანიანი აღნიშნავს, ქალების უმეტესობა თავიანთ პარტნიორებთან ოფიციალური ქორწინების გარეშე ცხოვრობს. შვილის გაჩენის შემთხვევაში ისინი მარტოხელა დედებად რეგისტრირდებიან და სოციალურ დახმარებას იღებენ. მარტოხელა დედებისთვის სახელმწიფო დახმარება თვეში 35 0000 დრამს (70 აშშ დოლარს) შეადგენს, მაშინ როცა, მინიმალური ხელფასი სომხეთში არის 55 000 დრამი (115 აშშ დოლარი).

იმედის თვალით უყურებს მომავალს ქრისტინე კოშკარიანიც.

არც ისე დიდი ხნის წინ, მან, ბავშვთა სახლის სხვა კურსდამთავრებულებთან ერთად შექმნა დასუფთავების ფირმა „ვწმენდთ-ვაპრიალებთ.“ მათი კლიენტები ძირითადად ტურისტები არიან, რომლებიც მათი სერვისების შესახებ ინტერნეტის საშუალებით იგებენ. კოშკარიანის თქმით, ასეთი სახით, მათ არ უხდებათ ადგილობრივი დამსაქმებლების მხრიდან დისკრიმინაციის ატანა.

ანა მურადიანი

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი ანა მურადიანი
დამოუკიდებელი ჟურანლისტია სომხეთში.


მსგავსი სტატიები:


სომხეთის გადავსებული ციხეები
ოქტომბერი 22, 2013


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT