სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთის გადავსებული ციხეები

0 კომენტარი
 2013 წლის 22 ოქტომბერი   ავტორი: ანა მურადიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


მასობრივი ამნისტია პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებს ვერ შველის.

ნუბარაშენის ციხე ერევანში, 2012 წლის დეკემბერი (ფოტო კარინე ლონესიანი).

ანა მურადიანი – კავკასია

უფლებადამცველი აქტივისტების განცხადებით, ბოლოდროინდელმა ამნისტიამ ქვეყნის გადაჭედილ ციხეებში მდგომარეობა არსებითად ვერ შეამსუბუქა. მათივე თქმით, ფესვგადგმული პრობლემების მოსაგვარებლად სისტემის ძირეული ცვლილებაა საჭირო.

სომხეთში არსებული 12 ციხე 4 400 პატიმარზეა გათვლილი, თუმცა როგორც წესი, იქ მყოფთა რაოდენობა ხშირად 5000 ადამიანსაც აჭარბებს. სივრცე იმდენად მცირეა, რომ პატიმრებს ძილი მორიგეობით უწევთ.

3 ოქტომბერს განხორციელებული ამნისტიის შედეგად 500-ზე მეტი მსჯავრდებული გაათავისუფლეს და ამით მათი რიცხვი დასაშვები რაოდენობის მაქსიმუმს გაუთანაბრდა. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს შედეგი დიდხანს ვერ გასტანს.

სომხეთში პატიმართა უმეტესობას სასჯელის მოხდა მოუწყობელ, საბჭოთა-დროინდელ ციხეებში უწევთ, 70 კვადრატული მეტრი ფართობის საკნები მთლიანად ორიარუსიანი საწოლებითაა შევსებული.

ევროპულ საბჭოში გაწევრიანების შემდეგ სომხეთის ხელისუფლებამ გიუმრის და ვანაძორის ციხეები დახურა, ეს ორი დაწესებულება იქ არსებული უმძიმესი პირობებით იყო გამორჩეული. მათი ჩანაცვლება მოხდა 245 და 373 პატიმარზე გათვლილი  ახალაშენებული შენობებით.

სომხეთის ჰელსინკის კომიტეტის ხელმძღვანელი ავეტიკ იშჰანიანი აღნიშნავს, რომ ცვლილებები შეეხო სხვა ციხეებსაც. მაგალითად, ერევანში მდებარე ნუბარაშენის ყველაზე ხალხმრავალ ციხეში მოხდა საპირფარეშოების საკნებისგან იზოლირება.

„თუმცა ეს არ ცვლის მთლიან სურათს“, – აცხადებს ის. „იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს სავენტილაციო სისტემა და არც საკნები გარემონტებულა და ასევე ის ფაქტი, რომ პატიმრებს რიგ-რიგობით უწევთ ძილი, შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევად“.

ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად სომხურ კანონმდებლობაში მოხდა ცვლილებების შეტანა და დღეის მდგომარეობით ის ითვალისწინებს,რომ თითოეულ პატიმარს უნდა ჰქონდეს გამოყოფლილი 4კვ.მ ფართობის სივრცე.

სომხეთის ომბუდსმენის მიერ მოყვანილი ციფრები კი იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ სრულდება. ნუბარაშენის ციხეში 25 კვ. მ. ფართობის საკანში საშუალოდ 17 პატიმარია მოთავსებული, ხოლო საწოლების რაოდენობა არ აღემატება ათს ან თორმეტს. არის შემთხვევები, როდესაც საკანში პატიმართა რაოდენობა 25-საც კი  აღწევს. დაწესებულებაში, რომელიც 840 პატიმარზეა გათვლილი 1044 ადამიანი იხდის სასჯელს.

ივნისში სომხეთის ომბუდსმენი კარენ ანდრესიანი და ბრიტანეთის ელჩი კეთრინ ლიჩი ნუბარაშენის ციხეში ვითარების შესასწავლად იმყოფებოდნენ.

„სუნი და ნესტი – ეს ის პრობლემებია, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია. მაგრამ, როცა ადამიანს დასაწოლი არ აქვს, ვერც კი ბედავ იმაზე ლაპარაკს, რომ შენ პატივს სცემ მის უფლებებს“, – განაცხადა ანდრესიანმა ვიზიტის შემდეგ. „ბევრმა ადამიანმა ჩვენთან შეხვედრა ვერ მოახერხა იმ უბრალო მიზეზით, რომ ძილის რიგი უწევდა“ .

540 შეწყალებული პატიმარიდან მხოლოდ 57 იხდიდა სასჯელს ნუბარაშენის ციხეში, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ იქ არსებულ მდგომარეობას ეს ციფრები დიდად ვერ გამოასწორებდა.

იყო საუბარი ნუბარაშენის ციხის დახურვაზეც, თუმცა ექსპერტების აზრით, უახლოეს ათ წელიწადში ეს ნაკლებ სავარაუდოა.

სიტუაციის გამოსასწორებლად ხელისუფლება ახალ ციხეს აშენებს არმავირში.

იუსტიციის მინისტრი ჰრაირ თოვმასიანი აცხადებს, რომ ახალი 1200 პატიმარზე გათვლილი ციხე თანამედროვედ იქნება მოწყობილი, 16 კვ.მ. ფართობის საკნებში ოთხ პატიმარზე მეტი არ მოთავსდება. პირველი კორპუსი იქნება მაღალი უსაფრთოების დონის ფლიგელი, ხოლო სხვა კორპუსებში პატიმრებს უფრო თავისუფლად ყოფნის საშუალება ექნებათ.

სასჯელაღსრულების დაწესებულების კეთილმოწყობასა და გარემონტებაში თავისი წვლილის შეტანას აპირებს აშშ საელჩო, რომლის სავარაუდო ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

არმავირის ციხე 2010 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა მშენებლობა გადაევადებინა.

ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პატიმართა რაოდენობის მიხედვით (წყარო: ციხეთა შესწავლის საერთაშორისო ცენტრი)

„არმავირის ციხე ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა. ამ წლის ბოლოს და მომდევნო წლის შემდეგ კვარტალში გაიხსნება ერთი შენობა 400 ადამიანზე“,  – განაცხადა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა გორ გლეჩიანმა.

ციხეებში არსებულ ხალხმრავლობას ამწვავეს ისიც, რომ მოსამართლეები მცირე დანაშაულზეც კი დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას უფარდებენ, მაშინ როცა შესაძლებელია განსასჯელი გირაოთი გათავისუფლდეს და განაჩენს გარეთ დაელოდოს.

იშჰანიანის განცხადებით, იყო შემთხვევა, როცა წყვილი ფეხსაცმლის ქურდობისთვის  მოსამართლემ მსჯავრდებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ის თვლის, რომ მოსამართლეები სასჯელის გამოტანისას უფრო მოქნილები უნდა იყვნენ. ამჟამად ისინი მთლიანად იმყოფებიან პროკურატურისა და პოლიციის გავლენის  ქვეშ, „ მათ ასევე ეშინიათ, რომ ვინმემ ქრთამის აღება არ დააბრალოს“.

ყოფილი პატიმარი არა ავეტისიანი, რომელმაც ერებუნის ციხეში მისჯილი ოთხი წლიდან სამი წელი და ერთი თვე გაატარა, თაღლითობის მუხლით იხდიდა სასაჯელს.

ერებუნი საშუალო უსაფრთხოების დონის ციხეა, რომელშიც ბოლო დროს განხორციელებულ ამნისტიამდე 391 პატიმრის ნაცვლად 486 პატიმარი იმყოფებოდა.

ავეტისინიანი ციხის ყოფაზე საყვედურით არ საუბრობს, მისი თქმით „ერთადერთი რასაც ისურვებდა არის ის, რომ პატიმრებს მიეცეთ ნაადრევად გათავისუფლების უფლება“.

იშჰანიანის თქმით, იყო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პატიმრები საყვედურს გამოთქვამდნენ ციხეში არსებული მდგომარეობის გამო.

„არსებობს დაუწერელი კანონი, რომ არ იწუწუნო ციხის პირობებზე. როდესაც ვხვდებით ხალხს ერთადერთი რის გამოც ისინი გამოთქვამენ საყვედურს, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენია“, – ამბობს ის.

სასჯელის ერთი მესამედის მოხდის შემთხვევაში მსჯავრდებულის საქმე შეიძლება გადაიხედოს ნაადრევ  გათავისუფლებაზე, თუმცა ეს პროცედურულად იმდენად რთული პროცესია, რომ ნაწილობრივ ამის გამოცაა ციხეები გადაჭედილი.

2006 წელს, პრეზიდენტის განკარგულებით შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ციხის ადმინისტრაციის ნაცვლად დამოუკიდებელ კომისიას გადაეცა, თუმცა მდგომარეობა არსებითად არც ამის შემდეგ შეცვლილა.

„მათ გადაწყვეტილებებში არ არსებობს არც ლოგიკა და არც კრიტერიუმები“, – ამბობს იშჰანიანი. „ამის შესახებ საყვედურობენ არა მარტო პატიმრები, არმედ ციხის ადმინისტრაციაც, ამის გამოა, რომ პატიმარს კარგად მოქცევის სტიმული ეკარგება“.

ხელისუფლება ახალი სისხლის სამართლის კოდექსზე მუშაობს, რომელშიც განიხილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ალტერნატივები გამოძიების მსვლელობის პერიოდში, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებში, როდესაც პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ წელზე ნაკლებ პატიმრობას ითვალისწინებს.

ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ არმავირის ციხის გახსნით გადავსებული ციხეების პრობლემა გადაიჭრება, თუმცა იშჰანიანის განცხადებით, ეს საკმარისი არ არის.

„თუ არ შეგიძლია პატიმრების შენახვა, მაშინ არ უნდა გყავდეს“, – „ისინი ისეთ არაადამიანურ პირობებში ჰყავთ გამომწყვდეული, რომ ნებისმიერმა მათგანმა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საჩივარი რომ შეეტანოს, სომხეთის სასამართლოებიდან დაწყებული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოთი დამთავრებული, დარწმუნებული ვარ საქმეს მოიგებს“.

ანა მურადიანი გაზეთ Hetq („კვალი“) რეპორტიორია სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი ანა მურადიანი
დამოუკიდებელი ჟურანლისტია სომხეთში.


მსგავსი სტატიები:


კიდევ ერთი ამნისტია აზერბაიჯანში
ივლისი 5, 2016

აზერბაიჯანში პატიმართა მოულოდნელი შეწყალების მიზეზები
მარტი 29, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT