სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

გამყოფ ხაზზე ცხოვრების სატირა: ყურმოკრული ამბები

0 კომენტარი
 2016 წლის 12 დეკემბერი   ავტორი: თამარ მეარაყიშვილი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ახალი ამბების გარდა აქ შეგიძლია გაიგო როგორია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნამდვილი, შეულამაზებელი განწყობა.

თამარ მეარაყიშვილი

ქართული მხარე ლენინგორს ახალგორს ეძახის.

ქართული მხარე ლენინგორს ახალგორს ეძახის. (ფოტო: თამარა მეარაყიშვილი)

ლენინგორის სამარშრუტო ტაქსები კარგი საინფორმაციო წყაროა – აქ სტატისტიკური სიზუსტით მიიღებ ინფორმაციას ყველა ქორწილის, დასაფლავების და იმის შესახებ, თუ ვის ვინ უყვარს, ვის რა შემოსავალი აქვს და ასე შემდეგ.

რატომღაც მთავარი ინფოგურუ ყოველთვის მძღოლია. მგზავრები ყველაფერს მას ეკითხებიან – „ავთო, რაო რა ისმის პასპორტებზე? არ არიგებენ? არაფერი ისმის, როდის დაგვიბრუნებენ?“ – ეს ყველა აქაურს აინტერესებს, ყოველთვის. დაბრუნებაში ისინი გულისხმობენ თავისუფალ გადაადგილებას, ახლობლებისა და ნათესავების ნახვის შესაძლებლობას.  

გზაში რეგისტრაცია ორ პოსტზე ხდება. შემდეგ, მანქანა  წეროვანის დევნილთა დასახლებაში შეივლის, რის შემდეგაც თბილისში, დიდუბის ავტოსადგურამდე მიდის.

ლენინგორიდან პირველი სასაზღვრო პოსტი რუსულია. რეგისტრაციისთვის მოხუცებს ძირითადად არ ავალდებულებენ ტრანსპორტიდან ჩამოსვლას. თუმცა, არიან ისეთი მორიგეებიც, რომლებიც ყველას სთხოვენ მანქანიდან გადმოსვლას.

გვყავს ერთი მაყვალა, რომელიც სულ წინ ზის და მუდამ წესების წინააღმდეგ იქცევა.

– პირველი რატომ არ გადმოდიხართ ?

– ტემპერამენტი მაქვს (ამბობს რუსულად, უნდოდა ეთქვა ტემპერატურა – სიცხე).

ყველას სიცილი გვიტყდება, მესაზღვრეებსაც კი.

სამარშრუტო ტაქსის მძღოლი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფრის შესახებ იცის ყველაფერი.

სამარშრუტო ტაქსის მძღოლი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფრის შესახებ იცის ყველაფერი. (ფოტო: თამარ მეარაყიშვილი)

ქართულ საგუშაგოზე მხოლოდ მანქანის მძღოლო გადმოდის, მგზავრები მას აძლევენ ნებართვებს და მოწმობებს, სადაც ხდება რეგისტრაცია.

ეს პროცედურა ტარდება ყოველი მგზავრობის დროს, აი უკვე რვა წელია, თუმცა, ყოველ ჯერზე მძღოლმა უნდა შეახსენოს ყველას – „აბა, გაამზადეთ საბუთები, ყურადღებით იყავით, თორემ მე დამიწყებენ ალმაცერად ყურებას!“

ერთი-ერთი ბოლო შემთხვევა გახდა ნათელი მაგალითი ჩვენს აბსურდულ ცხოვრებაზე მწარე სამყაროსეული სატირის, როგორც კუსტურიცას ფილმებშია – ავტობუსში შეკრებილი ადგილობრივი მცხოვრებელები კი თითქოს რაიონის სახალხო არტისტები არიან.

ერთ-ერთ მგზავრს სიდედრი გარდაეცვალა. მოხუცი იყო და ავადმყოფობდა. თან, თურმე უკვე მომაკვდავივით ხროტინებდა. გამოცდილი მეზობლების რჩევით, მოხუცს პირში „მაგარი“ არაყი ჩაასხეს (სახალხო მეთოდია). სასწრაფოდ გახსნეს ტახტი, ამოალაგეს უკანასკნელ გზაზე გასაცილებელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ქალს ტანზე ჩააცვეს და ტახტზე გადააწვინეს.

დილის შვიდი საათიდან ლენინგორიდან თბილისის მიმართულებით რეისები საათში ერთხელ ხორციელდება.

დილის შვიდი საათიდან ლენინგორიდან თბილისის მიმართულებით რეისები საათში ერთხელ სრულდება. (ფოტო: თამარ მეარაყიშვილი)

ტახტიდან მთლიანი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ამოალაგეს, რაც თუ იყო (არც ისე ბევრი, თუმცა მოხუცებულს ჰქონდა ზაფხულის და ზამთრის ტანსაცმელიც). ის ტანსაცმელი, რომელიც აღარ იყო საჭირო, რძალმა თავისთვის დაიტოვა, დაკეცა და კარადაში შეინახა.

ამასობაში, კაცებმა გარდაცვლილის ეზოში კოცონი დაანთეს და მოხუცის ახალგაზრდობისდროინდელი, ძველი და გამოუსადეგარი ტანსაცმელი ცეცხლს მისცეს.

ტახტი ოთახის შუაში გადმოაჩოჩეს, მოხუცი ტკბილი სიტყვებით მოიგონეს და დასაძინებლად დაწვნენ. დილით, „მიცვალებულზე“ ადრე გაეღვიძათ, შენიშნეს, რომ ქალი არ გაცივებულიყო (ალბათ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა). მიადეს ყური გულთან – გულისცემა ისმის. საჩქაროდ გადააჩოჩეს ტახტი კუთხეში და დაუწყეს ლოდინი მის გამოღვიძებას.

გამოღვიძებულმა მოხუცმა, პირველ რიგში დამწვარი ტანსაცმელი მოიკითხა…

ამბის მოყოლის დროს მთელი ავტობუსი ისტერიკულად ხარხარებდა, სიცილისგან ყველას ცრემლები მოსდიოდა. მერე, უცებ ყველა გაჩუმდა, თითქოს ამ ამბავმა ყველას თავისი არსებობა გაახსენა 2008 წლის ომის შემდეგ.

ერთ-ერთი მორიგი მგზავრობის დროს ერთი ქალი კინაღამ გათხოვდა. სასიძოც მგზავრი იყო და გაცნობისთვისაც საკმარისი დრო ჰქონდათ, რადგან მესაზღვრებმა მის საბუთში სოფლის დასახელებასთან დაკავშირებით პრობლემა აღმოაჩინეს და  ტრანსპორტი გააჩერეს.

პრობლემა კი იყო ასეთი – ის დაიბადა „ძველ“ სოფელში, რომლის დასახელებაც არ ემთხვეოდა სოფლის ახალ დასახლებას ოსურ ენაზე, ამიტომაც მესაზღვეები საკმაოდ დიდხანს და გულდასმით არკვევდნენ საცოდავ მგზავრთან სოფლის სახელწოდების ეტიმოლოგიას.

ისეთი ვიღაც სჭირდებოდათ, ვინც მათ ყველაფერს რუსულ ენაზე აუხსნიდა. „მარშრუტკიდან“ ერთი ქალი ადგა და დაბლა ჩავიდა, შეკითხვაზე ვინ ხარ ამ კაცისო, უპასუხა – ცოლიო. კაცს ეუხერხულა და იუარა (თვითონ 47 წლისაა და უცოლოა).

მესაზღვრეები მიხვდნენ, რომ ეს უწყინარი ხუმრობა იყო და საუბარიც აღარ გამწვავებულა. კაცი გაუშვეს. ის „მარშრუტკაში“ ამოვიდა და თავის ადგილას დაჯდა. ისე განიცდიდა, რომ სახეზე ფერი აღარ ედო. ქალმა სიცილი დაუწყო.

– ნუთუ არ მოგეწონე? რატომ უთხარი, რომ შენი ცოლი არა ვარ? შენ გამო რომ დავეჭირე?

– ძალიანაც კარგი, თუ დაგიჭერდნენ. აბა, რომ ეთქვათ, აკოცე თუ შენი ცოლიაო, რა უნდა მექნა?

– რა უნდა გექნა და რასაც გეტყოდნენ ის … თორემ, დაბერდები მასე უცოლოდ.

მგზავრები რუსეთის მიერ კონტროლირებად ახალგორის საგუშაგოზე

ხშირად, გამშვებ პუნქტებზე რამდენიმესაათიანი გაუსაძლისი ლოდინის დროს მგზავრები ერთმანეთის გამხიარულებაც ცდილობენ. (ფოტო: თამარ მეარაყიშვილის)

ეს სოფლის სახელები ხომ საერთოდ ცალკე ანეკდოტია. ერთ დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დაჯდა ერთი მოხუცი (ჩინოვნიკი) და ყველა ქართული სოფლის სახელწოდება ოსურ ენაზე გადათარგმნა. თარგმანისთვის აირჩია თავისი საკუთარი სისტემა: იქ სადაც ქართული ფუძე ან მისი ნიშნები იპოვა, ოსური ფუძით ჩაანაცვლა. მაგალითად ასე, სოფელი ვაშლოვანი გახდა სოფელი პატკვი. ეს ისე ჟღერს, როგორც „ეფლი“ რუსულად. სოფელი მოსაბრუნი გახდა რაზდახანი, წინაგარი – ამძარინი…

გზა ოკუპირებული ახალგორისკენ

მიმართულების აღმნიშვნელი წარწერები გზაში იცვლება. რუსულ გამშვებ პუნქტამდე წარწერაზე კირილიცით აღნიშნულია „ლენინგორი,“ ქართული პოსტის შემდეგ წარწერა ქართული „ახალგორით“ იცვლება. (ფოტო: თამარ მეარაყიშვილი)

მაგრამ, ეს ჩინოვნიკი ამით არ დაკმაყოფილდა და ბოლოს და ბოლოს რაიონის ერთ-ერთ სოფელს სახელად თავისი გვარი – ტიჯიტა დაარქვა.

ლენინგორში შინაური ცხოველების შეყვანა ვეტერინარის ცნობის გარეშე აკრძალულია. ცნობას წეროვანში გასცემენ. ერთ ჩემს მეგზურს, მერიკოს, შაბათს ვეტერინართან ცნობის აღება შეეზარა. მის ორ ქათამს რომ არ ეხმაურა, არაყი დაალევინა, დააძინა და „ვედროში“ ჩააწყო. თუმცა, არ გაუმართლა – საგუშაგოზე მთვრალ ქათმებს გამოეღვიძათ და საშინელი ხმაური ატეხეს, რამაც მგზავრები ძალიან გაგვამხიარულა, მესაზღვრეებიც. საბედნიეროდ, ამჯერად ქათმები გაატარეს, თუმცა ყველას ასე არ უმართლებს. 

წეროვანში მგზავრებს დიდი ჩანთებით მგზავრობენ. ყველას საკუთარ კოტეჯში მიაქვს სურსათი. შემდეგ მძღოლს შინ ეპატიჟებიან და უმასპინძლდებიან ტკბილეულითა და ყავით.

მომავალ მგზავრობამდე.  


გამოქვეყნებულ მასალაში დაცულია ავტორის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია და ტოპონიმიკა. IWPR და რედაქცია არ აგებს პასუხს საავტორო მასალების შინაარსობრივ მხარეზე.

მასალა მომზადებულია ქალთა უნარების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი სამოქალაქო აქტივისტია ახალგორიდან (დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება დაბას საბჭოთა პერიოდის სახელით "ლენინგორი" მოიხსენიებს).


მსგავსი სტატიები:


ქორწინებებისა და დაკრძალვების ქართული დილემა სამხრეთ ოსეთში
თებერვალი 17, 2016

რუსეთ-საქართველოს ომის საბედისწერო შედეგები
ივლისი 20, 2012
სასმელი წყლის დეფიციტი წეროვანში
ივლისი 10, 2012


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT