სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ მღელვარება არ იკლებს

0 კომენტარი
 2016 წლის 14 აპრილი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 1994 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ განვითარებული ყველაზე სერიოზული დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანია დაღუპული.

ყარაბაღის ფრონტის ხაზი

მთიანი ყარაბაღის და აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთებს შორის მიმდინარე ბრძოლა ფრონტის ხაზზე, 2016 წლის 3 აპრილი (ფოტო: სააგენტო Photolure).

იმ დროს, როცა საერთაშორისო შუამავლები მთიან ყარაბაღში ბოლო ათწლეულების ყველაზე მძიმე დაპირისპირების დასრულებას მოლაპარაკებების გზით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ელოდებიან, სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ესკალაციის მიზეზების ახსნას ცდილობენ.

მთიანი ყარაბაღის საზღვრისპირა რაიონებში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის ინტენსიური ბრძოლები 2 აპრილს გამთენიისას დაიწყო.

უცნობია, რა გახდა სამხედრო დაპირისპირების უეცარი აფეთქების მიზეზი, თუმცა ორივე მხარე სროლის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებს და ასევე ამტკიცებს, რომ მოწინააღმდეგს საგრძნობი ზიანი მიაყენება.

აზერბაიჯანის მხარე თხუთმეტი ჯარისკაცის, ხოლო მთიანი ყარაბაღი ოცი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს. დაღუპულთა შორის არიან ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ორივე მხარეს დაჭრილია ათეულობით ადამიანი.

ინტენსიური ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე საათში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არცრუნ ჰოვანესიანმა თავისი ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ „მტერი აშკარა შეტევაზე გადმოვიდა.“

ყარაბაღის სამხედრო უწყების მიხედვით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიშის მიტანა ღამით ერთდროულად სამი მიმართულებით დაიწყეს – სამხრეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, შორსმსროლელი სარაკეტო-საარტილერიო დანადგარების, ჯავშანმანქანების და სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენებით.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა მძიმე ტყვიამფრქვევების, რეაქტიული ყუმბარსატყორცნების და არტილერიის გამოყენებით განხორციელდა მათ პოზიციებზე და ასევე დაიბომბა „შეხების ხაზთან“ ახლოს მდებარე სოფლებიც.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ, შეაფასა რა ოპერატიული ვითარება, მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიეღო საპასუხო ზომები,“ – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სომხური მედიის ცნობით, 2 აპრილს დილით, აზერბაიჯანის ჯარმა „ზედაპირი-ზედაპირი“ კლასის რაკეტებით ცეცხლი გახსნა სომხური დასახლების -მარტუნის მიმართულებით. სროლის შედეგად დაიღუპა 12 წლის ბიჭი, ვაღინაკ გრიგორიანი და დაიჭრა კიდევ ორი ბავშვი.

ყარაბაღის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საზღვრისპირა სოფლებში დაიჭრა კიდევ ხუთი ადამიანი, მათ შორის მარტაკერტის რაიონის სოფელ მადაღისის გამგებელი ზავენ ჰოვანესიანი.

აზერბაიჯანის მიერ გავცელებული ინფორმაციით, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ფრონტის ხაზის მიმდებარე დასახლებები. ტერტერის რაიონის სოფელ გარაგაჯის მკვიდრი, 23 წლის ორჰან რაჰიმოვი, მამასთან ერთად მგზავრობდა თავისი მანქანით, როდესაც ავტომობილს ჭურვი დაეცა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამა და კიდევ ერთი მგზავრი მძიმედ არიან დაჭრილები.

საჭიროა ახალი მოლაპარაკებების დაწყება

1990-იანი წლების დასაწყისში გაჩაღებული ომის შემდეგ, მთიანი ყარაბაღი (რომლის მოსახლეობაც შეადგენდა 150 000 ადამიანს) თავისი მიმდებარე აზერბაიჯანული რაიონებით სომხური ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ მოექცა. მყიფე ზავი, რომელსაც ხელი მოეწერა 1994 წელს სისტემატიურად ირღვეოდა. პერიოდული შეტაკებები ხდებოდა, როგორც ყარაბაღის „კონტროლის ხაზის“ გასწვრივ, ასევე აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე. წლების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობის შედეგად ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყების საფრთხე არაერთხელ წარმოქმნილა.

მიმდინარე დაძაბულობის გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა ეუთოს მინსკის ჯგუფმა – რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით მოქმედი ორგანო, რომელიც ყარაბაღის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მედიატორის როლს ასრულებს. 5 აპრილს, ვენაში, ეუთოს ეგიდით გამართულ შეხვედრაზე, მინსკის ჯგუფის თანათამჯდომარეები  ახალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად შეიკრიბნენ.

მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო ესკლაციას, თან სდევდა არანაკლები სიტყვების ომიც.

4 აპრილს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა განაცხადა, რომ მისი არმია მზად იყო მიეტანა იერიში ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტზე და ასევე სხვა ქალაქებზეც იმ შემთხვევაში, „თუ სომხური ჯარი დაუყოვნებლივ არ შეწყვეტდა სამხედრო ოპერაციას.“

იმავე დღეს, სარგსიანმა სომხეთში მყოფ ეუთოს ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის მზად იყო ეღიარებინა ყარაბაღის დამოუკიდებლობა, თუ საომარი მოქმედებები არ შეწყდებოდა და გაგრძელდებოდა ძალადობის შემდგომი ესკალაცია.

სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი სტიოპა საფარიანი მიიჩნევს, რომ აღიარებით შესაძლოა მოხდეს დიპლომატიური თამაშის წესების ცვლილება.

„ფორმალურად, რუსეთი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) ვალდებულია დაიცვას მისი მოკავშირის -სომხეთის უსაფრთხოება, მაგრამ არა მთიანი ყარაბაღის. თუმცა, ასეთი შეთანხმების გაფორმებით შესაძლოა შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი მთიან ყარაბაღში მათი შესვლისთვის,“ – განმარტა საფარიანმა.

2 აპრილს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, ისევე როგორც მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭო შეკრიბა. ორივე მათგანი ახალი დაბრუნებული იყო ბირთვული უსაფრთხოების სამიტიდან, რომელიც ვაშინგტონში ჩატარდა. საბრძოლო მოქმედებები დაიწყო მაშინ, როცა ორივე ქვეყნის პრეზიდენტი ქვეყანაში არ იმყოფებოდა.

სარგსიანმა განაცხადა, რომ „აუცილებელია მუშაობა ყარაბაღთან სამხედრო ურთიერთდახმარების შეთანხმების დადების მიმართულებით. სომხეთის რესპუბლიკა მთლიანად ასრულებს ვალდებულებებს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ამის უფლება, რადგან ჩვენ თვითონ ვართ მხარე, რომელმაც 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.“

ალიევმა თავის უშიშროების საბჭოს ასე მიმართა: „ეს არის სომხეთის კიდევ ერთი შეიარაღებული დივერსია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთი მიმართავს მსგავსს დივერსიებს…დღეს, აზერბაიჯანის არმიამ ღირსეული პასუხი გასცა სომხურ დივერსიას.“

არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკმაოდ გასაგები პოზიცია დააფიქსირა თურქეთმა, აზერბაიჯანის მოკავშირემ.

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ის მზადაა აზერბაიჯანს „ბოლომდე“ დაუჭიროს მხარი. ასევე, მისი სიტყვებია: „ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენმა აზერბაიჯანელმა ძმებმა ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვონ.“

მიუხედავად სომხეთის და რუსეთის დიდი ხნის მოკავშირეობისა, პრეზიდენტ პუტინის რეაქცია შექმნილ სიტუაციაზე საკმოდ მოზომილი იყო. მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა ორივე მხარეს „დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისა და თავშეკავებისკენ“ მოუწოდა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე აზერ ისმაილი აცხადებს, რუსეთი, როგორც ყოველთვის, ორივე მხარეს აკონტროლებს საბრძოლო მოქმედებებს.

„ამჯერად, ყველაფერი ძალიან აშკარაა,“-აღნიშნა ისმაილიმ. „ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც ილჰამ ალიევმა ციხიდან გაათავისუფლა პოლიტპატიმრები და თვითონ ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გაემგზავრა, სადაც ის შეხვდა [აშშ სახელმწიფო მდივან ჯონ] კერის. იქედან დაბრუნება ვერ მოასწრო, ომის ისე დაიწყო. ამით, რუსეთმა აზერბაიჯანს აგრძნობინა, რომ ამერიკა შორსაა, რუსეთი კი ახლოს.“

აზად ისაზადე, აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩონისანი ასევე თვლის, რომ კონფლიქტის ესკალაციის უკან რუსეთი დგას.

„ვფიქრობ, რუსეთს, გაურკვეველი სიტუაციის შექმნით, სურს ორივე მხარეს უკარნახოს თავის წესები, თუმცა ეს მხოლოდ ალბათობის დონეზე. დრო გვიჩვენებს რა და როგორ,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

ისაზადეს აზრით, აზერბაიჯანს უნდა სტატუს-კვოს შეცვლა, რადგანაც სომხური მხარე გამუდმებით უშენს ცეცხლს მის დასახლებებს. აზერბაიჯანს უნდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, თუმცა უფრო ძლიერი პოზიციით.

„ბოლო საბრძოლო მოქმედებები შეიძლება ჩანდეს უმნიშვნელოდ…მაგრამ ამის შედეგად, აზერბაიჯანს შეეუძლია თავისი პირობების დაყენება, „ან დამელაპარაკებით, თუ არადა, გავაგრძელებ,“ – დასძინა მან.

მისი აზრით, მოლაპარაკებების განახლება გარდაუვალია.

„ვფიქრობ ამას სეზონური ხასიათი აქვს. თუ დავაკვირდებით, დაპირისპირება ძირითადად მარტიდან მაისის ჩათვლით ხდება, რადგან ზამთარში პოზიციების შენარჩუნება ძალიან რთულია, მთიანი რელიეფის გამო. ამ მიზეზით, ზამთრის პერიოდში ორივე მხარის სამხედრო ძალები უკან იხევს. თუ ნეიტრალური ზონის სიგანე ნორმალურ ვითარებაში ხუთას მეტრს შეადგენს, ზამთარში ის ერთ კილომეტრამდე იზრდება. გაზაფხულზე ჯარები თავიანთ პოზიციებს უბრუნდებიან და ყოველი მათგანი ცდილობს წინ წაწევას. ამიტომაც იწყება დაპირისპირება,“ – განაცხადა მან.

კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გზა არ არსებობს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წარმომადგენელი ვლადიმირ ზაინეტდინოვმა ბრძოლის დაწყებაში ბაქო დაადანაშაულა.

„აზერბაიჯანული მხარის ქმედებებმა, ამ შემთხვევაში, სიტუაციის გამწვავება და კონფლიქტი გამოიწვია,“ – განუცხადა მან რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“.

მისივე სიტყვებით, საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით და რომ „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გზა არ არსებობს.“

იმას, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია, იზიარებენ ყარაბაღის ხელისუფლებაშიც.

პრეზიდენტ ბაკო საჰაკიანის პრესმდივანი დავით ბაბაიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მიერ ინიციირებული სამხედრო მოქმედებები იყო უაზრო და ბაქოს ტაქტიკური უპირატესობაც ვერ მოუტანა.

„ეს თვითონაც იციან და ამიტომ არ ახორცილებებნ ისეთ საბრძოლო მოქმედებებს, რაც ფრონტის ხაზზე სიტუაციას შეცვლის,“ – ამბობს ის. „აზერბაიჯანი ხვდება, რომ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება არ შეუძლია. თუმცა, ის ცდილობს დაძაბულობის გაღვივებას იმისთვის, რომ შეძლოს ზეწოლის მოხდენა საერთაშორისო საზოგადოებაზე.“

ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ აზერბაიჯანში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაცია შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ბაქო სამხედრო მოქმედებებში ჩაერთო. ათწლეულების განმავლობაში აზერბაიჯანი ნავთობის გაყიდვით მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო იარაღს იძენდა, ძირითადად რუსეთიდან. რამდენიმე წლის წინ, ალიევმა განაცხადა კიდეც, რომ აზერბაიჯანის წლიური სამხედრო დანახარჯი  სომხეთის მთელი წლის ბიუჯეტს აღემატებოდა.

იარაღს რუსეთისგან იძენს სომხეთიც, თუმცა გაცილებით ნაკლები რაოდენობით. ნავთობის საბადოების და საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების უქონლობის, ასევე თურქეთთან და აზერბაიჯანთან ჩაკეტილი საზღვრის გამო,  სომხეთის ეკონომიკა ნაკლებად არის განვითარებული.

თუმცა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის ვარდნამ და აშშ დოლართან მიმართებაში აზერბაიჯანული მანათის თითქმის ერთი მესამედით გაუფასურებამ, ბაქო დიდი ზეწოლის ქვეშ მოაქცია.

სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი აღასი იენოკიანი თვლის, რომ აზერბაიჯანის მიერ სამხედრო კამპანიის წამოწყების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ნავთობზე ფასის ვარდნის შედეგად ბაქო კარგავს თავის ნავთობდოლარებს. თუმცა, მისივე თქმით, დაძაბულობა დაცხრება.

„არ მგონია,რომ საქმე გვექნება ომთან, ორი მიზეზის გამო: სომხეთს ომი არ უნდა, ხოლო აზერბაიჯანს იმის რესურსი არ გააჩნია, რომ აქედან გამარჯვებული გამოვიდეს,“ – განაცხადა მან. „მეორე, ორივე ქვეყანა საკმაოდ დაუცველია გარე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისაგან, საერთაშორისო საზოგადოებას კი ომი არ სჭირდება.“

ერთობლივი სტატიის ავტორებია:

სამირა აჰმედბეილი, IWPR-ის რედაქტორია აზერბაიჯანში. არმენ კარაპეტიანი, თავისუფალი ჟურნალისტი სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT