„ცხოვრება იმ ადამიანებისთვის, ვინც თავს აიგივებს ლგბტ თემის ნაწილად არის საკმაოდ რთული საქართველოში, იმ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობის გამო, რომელსაც ასე ღრმად აქვს გადგმული ფესვი ჩვენს საზოგადოებაში“, – ამბობს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ხელმძღვანელი ნათია გვიანიშვილი.
უმრავლესობა მუდმივი ზეწოლით უმცირესობის გაჩუმებას ცდილობს და ეს ეხება არა მხოლოდ ლგბტ ადამიანებს, არამედ ნებისმიერი სხვა უმცირესობის წარმომადგენლებს, მათ შორის რელიგიური, ეთნიკურ და ა.შ.
საქართველოს პარლამენტმა 2 მაისს ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ნებისმიერი სახის დისკრიმანაცია.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კანონის მიღებას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა და ამტკიცებდა, რომ მუხლი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შესახებ საფრთხეს უქმნიდა ერის ზნეობას და ოჯახის სიწმინდეს.
კანონის მიღება ევროკავშირთან სავიზო პროცედურების გამარტივების წინაპირობაა.
საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, ლგბტ თემის წარმომადგენლები არ აპირებენ 2013 წლის მაისის დემონსტრაციის გამეორებას, რომლის დროსაც მონაწილეები კონტრ-აქციის სისასტიკის პირისპირ აღმოჩნდნენ.
„თუ 17 მაისის პოლიტიკურ შედეგებზე ვილაპარაკებთ“, – ამბობს 2013 წლის 17 მაისის აქციის მონაწილე და ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენელი ანა რეხვიაშვილი. „ერთი მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო დღე, როცა ლგბტ ადამიანებზე საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი, მეორე მხრივ ეს იყო დღე, როდესაც ჩვენ დავინახეთ როგორი ძლიერია ქართული ეკლესია და როგორ შეუძლია მას სიძულვილით გააერთიანოს ძალიან ბევრი ადამიანი“.
რადიოგადაცემა მომზადებულია IWPR საქართველოს ოფისისმიერ. გადაცემის პროდიუსერია ჰიზერ იანდთი.
რადიოგადაცემა მომზადებულია „ურთიერთობების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. IWPR პასუხისმგებელია პროგრამის შინაარსზე და ის არ გამოხატავს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.