სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აფხაზეთი სირიდან დევნილ თანამოძმეებს მასპინძლობს

0 კომენტარი
 2013 წლის 13 სექტემბერი   ავტორი: Nizfa Arshba

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ჯერჯერობით დიასპორის ხუთასი წევრია ჩასულია.

სირიიდან დევნილი აფხაზი ლტოლვილებისთვის აშენებული სახლები სოფელ დრანდაში (ფოტო: ნიზფა არშბა).

ნათია კუპრაშვილი, ნიზფა არშბა – კავკასია

სირიაში ბოლო 150 წლის განმავლობაში მცხოვრები აფხაზური თემის რამდენიმე ასეული წარმომადგენელი იქ მიმდინარე კონფლიქტის გამო თავშესაფრის ძიებაში კავკასიში ბრუნდება.

მას შემდეგ რაც სირიიაში 2011 წელს დაწყებული არეულობა ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა, აფხაზეთში საცხოვრებლად უკვე 500 ადამიანი ჩავიდა.

„სირიაში მცხოვრები აფხაზები ჩვენი ერის განუყოფელი ნაწილია. იქ არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ვერ და არ დავხუჭავთ თვალს იმ პრობლემებზე, რომლებსაც ჩვენი ძმები წააწყდნენ,“ – განახცადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ. „იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ძმები იგრძნობენ, რომ დაბრუნდნენ თავიანთ სახლში, თავიანთ მიწა-წყალზე. რეპატრიაციის პროცესი გრძელდება, ბოლო დღეებში აფხაზეთში დაბრუნების თხოვნით ასზე მეტი განაცხადი გვაქვს მიღებული. ჩვენი თანამოძმეებისთვის სირიიდან ვამზადებთ შესაბამის საბუთებს რუსეთის ტრანზიტული ვიზების მისაღებად“.

სირიელი აფხაზების მგზავრობისა და განსახლების ხარჯებს მთავრობის რეპატრიაციის ფონდი აფინანსებს. გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში კი მათთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდა.

„რეპატრიაციისა და ინტეგრაციის პროცესი საკმაოდ რთულია“, – განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა. „ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი თანამოძმეები დაუბრუნდნენ თავიათ სამშობლოს, იცხოვრონ აქ კარგად და თავი იგრძნონ დაცულად“.

აფხაზთა და მათი მონათესავე ჩერქეზთა ეთნიკური ჯგუფები თურქეთში, სირიაში და მათ მეზობელ სახელმწიფოებში ცხოვრობენ. ისინი იმ ასობით ათასი ადამიანის შთამომავლები არიან, რომლებიც მე-19 საუკუნეში ჩრდილო-დასავლეთი კავკასიიდან რუსეთის მიერ იყვნენ გასახლებულნი. გადასახლებულთა ანუ ე.წ „მუჰაჯირთა“ რაოდენობამ პიკს 1860 წელს მიაღწია.

1990-იან წლებში თბილისიდან გამოყოფის შემდეგ აფხაზეთის ხელისუფლებამ დიასპორის წევრების წინაპართა სამშობლოში დაბრუნებისა და დამკვიდრების პოლიტიკა დანერგა. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ყველა ეთნიკურად აფხაზს ავტომატურად ენიჭება აფხაზეთის მოქალაქეობა.

ლტოლვილები საცხოვრებლად ჩამოდიან რესპუბლიკაში, რომლის სტატუსიც ჯერ კიდევ საკამათაო. გასული საუკუნის 90-იან წლების კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთი სეპარატისტული მთავრობის მიერ იმართება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის შემდეგ კი მოსკოვმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. თითზე ჩამოსათვლელი სახელმწიფოების გარდა, საერთაშორისო საზოგადოება ორივე ტერიტორიას საქართველოს სუვერენულ ნაწილად აღიარებს.

„საერთაშორისო კრიზის ჯგუფის“ ანალიტიკოსი მედეა ტურაშვილი ფიქრობს, რომ ამჟამინდელი ლტოლვილთა ნაკადის შემოდინება აფხაზეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღია-კარის პოლიტიკის წარმატებად ვერ ჩაითვლება.

„1990-იანი წლების ომის შემდეგ [აფხაზეთის] ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებდა მუჰაჯირების დაბრუნებაზე. ბევრი ოჯახი გამოეხმაურა კიდეც მოწოდებას და როგორც მახსოვს, 3 000-მდე ადამიანი დაბრუნდა აფხაზეთში, ძირითადად თურქეთიდან. მაგრამ ისინი ვერ მოეწყვნენ და მალევე უკან დაბრუნდნენ,“ – განაცხადა ტურაშვილმა. „ამჟამად, არსებობს კონკრეტული მიზეზი იმისა, თუ რატომ ბრუნდება ეს ხალხი – სირიაში არსებული გაუსაძლისი პირობები და კრიზისი. ხალხი ეძებს საშველს. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, რომ სირიიდან ჩამოსულთა უმრავლესობა უკან დაბრუნდეს, როგორც კი იქ პრობლემები მოგვარდება“.

სირიიდან ლტოლვილთა რაოდენობა ძალიან მცირეა იმისთვის, რომ გავლენა იქონიოს აფხაზეთის დემოგრაფიულ სიტუაციაზე. 2011 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად აღმოჩნდა, რომ აფხაზები მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 51 % შეადგენენ. ქართველები, მიუხედავად იმისა, რომ ომის დროს ასობით ათასმა ქართველმა დატოვე აფხაზეთი, ჯერ კიდევ ითვლიან მოსახლეობის ერთ მეხუთედს. შემდეგ მოდიან სომხები და რუსები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური სახლის“ წარმომადგენელი გიორგი შაიშმელაშვილი აცხადებს, რომ ლტოლვილთა ჩამოსახლებით სიტუაციის დიდად შეცვლა ვერ მოხდება.

„აფხაზ ეთნიკურ ჯგუფს დემოგრაფიული პრობლემები აქვს, მაგრამ სირიიდან ლტოლვილების მიღებით ისინი არ მოგვარდება“, – თქვა მან. „აფხაზეთი მუჰაჯირებს არ იზიდავს პოლიტიკური ან ეკონომიკური პირობების გამო. ეთნიკური აფხაზების სირიიდან მასობრივი გამოდინება თვითგადარჩენითაა განპირობებული“.

აფხაზეთის რეპატრიაციის ფონდის მონაცემებით ამა წლის აპრილიდან დღემდე ლტოლვილთა დახმარების პროგრამებზე 1.5 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. მცირე რაოდენობის ახალმოსახლეებზე ასეთი მოცულობის თანხის დახარჯვამ აფხაზეთის მოსახლების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

„ისინი მათ სახლებს უშენებენ და დიდ ფულს ახარჯავენ – ეს როგორ შეიძლება?“ – ამბობს 68 წლის სოხუმელი ალექსანდრე. „ნუთუ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს მათზე ნაკლებად გვჭირდება დახმარება? ჩვენ და ჩვენ შვილებს არ გვჭირდება სახლები, ფული, სამსახური და უფასო ჯანდაცვა? ხალხის გაყოფა არ შეიძლება – ჩვენ, აფხაზები ერთი მთელი ვართ და ჩვენ ყველამ ერთნაირი წესებით უნდა ვიცხოვროთ.“

აფხაზეთიდან დევნილი ქართველები ბრაზობენ და მიაჩნიათ, რომ არსებული ვითარებით მათ თავიანთ სახლებში დაბრუნების შანსი ეკარგებათ.

ირა ჩაკაბერიას თავისი სახლი სოფელ აჩიგვარაში (აფხაზები უწოდებენ აჩგუარას) 20 წელია არ უნახავს, თუმცა დაბრუნების იმედი ჯერ არ დაუკარგავს.

„დარწმუნებული ვარ ჩემს აფხაზ მეზობლებს, რომლებსაც იმედი მაქვს ახსოვთ ერთად რა კარგად ვცხოვრობდით, არ გაუხარდებათ თუ ჩემს სახლს სირიიდან ლტოლვილები დაეპატრონებიან“, – ამბობს ის. „სირიელ ლტოლვილებზე წუხილი მაშინ, როცა ჩვენ [ქართველები] ჩვენს სახლებში ვერ ვბურნდებით უბრალოდ აბუჩად აგდებაა.“

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი სირიიდან ლტოლვილთა ნაკადის გრძელვადიან გავლენასთან დაკავშირებით წარმოქმნილი შიშების განელებას ცდილობს.

„ეს არ არის სირიიდან ლტოლვილთა პირველი ტალღა. ისინი ვინც ადრე იყვნენ ჩასულები, უკვე უკან დაბრუნდნენ, რადგან გარემო მათთვის უცხო აღმოჩნდა. ისინი არც აფხაზურად ლაპარაკობენ და არც რუსულად, მათ მარტო არაბული იციან. ამ ადამიანებს ლტოლვილებათ ღებულობენ, ამიტომაც რაღაც მომენტში ისინი უკან დაბრუნდებიან“.

ნათია კუპრაშვილი – ჟურნალისტი და საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი. ნიზფა არშბა – თავისუფალი ჟურალისტი აფხაზეთიდან.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი Nizfa Arshba


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT