საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით IREX–S.A.F.E., საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და IWPR-თან ერთად მართავს პრაქტიკულ მეცადინეობას ჟურანლისტებისთვის არჩევნების გაშუქებისას მათი უსაფრთხოების გაზრდის მიზნით.
საქართველოში არჩევნების ჩატარების ბოლოდროინდელი ისტორია გვიჩვენებს, რომ საარჩევნო პერიოდი შეიძლება საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდეს ჟურნალისტისთვის და ის ყველანაირად უნდა იყოს მზად როგორც საკუთარი ასევე კოლეგების უსაფრთხოების დასაცავად.
S.A.F.E. პროგრამის დირექტორი ოქტავია იონსდოთირი აღნიშნავს: „ჟურნალისტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ პრაქტიკული რჩევები მათი საქმიანობის უფრო უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით, განსაკუთრებით კი ეს ეხება ოპერატორებს და ფოტო ჟურნალისტებს. ეს ტრენინგი არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელსაც S.A.F.E. ცენტრი ქართველი ჟურანლისტებისთვის მთელი მომდევნო წლის განმავლობაში განახორცილებს“.
ღონიძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის თამარ რუხაძეს პრეზენტაცია მედია მონიტორინგის წინასწარ შედეგებზე და მიმდინარე ღონისძიებებზე, ასევე IREX S.A.F.E. ცენტრის ტრენერები ფიზიკურ და ციფრულ უსაფრთხოებაში ჩაატარებენ პრაქტიკულ მეცადინეობას რისკების შემცირების თაობაზე, IWPR-ის რეგიონალური დირექტორი ბექა ბაჯელიძე და კავკასიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი გიორგი კუპატაძე ჟურნალისტებს მიაწვდიან პრაქტიკულ რჩევებს იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაიგეგმოს და გაშუქდეს წინა და პოსტ საარჩევნო პერიოდები, ასევე როგორ უნდა იმოქმედოს ჟურნალისტმა კრიზისულ და სტრესულ გარემოში.
ბაჯელიძე აღნიშნავს, რომ „არჩევნების გაშუქება საქართველოში არასდროს ყოფილა ადვილი საქმე. დაძაბული პოლიტიკური კლიმატის პირობებში მედიამ მაკონსოლიდირებელი როლი უნდა ითამაშოს და თავი უნდა აარიდოს ჭორების, პროპაგანდის და უნდობლობის გავრცელებას, რაც თავის მხრივ მხოლოდ ხელს შეუწყობს ზიზღის გაღვივებას საზოგადოების ცალკეულ წევრებს შორის. აქედან გამომდინარე, პროფესიული ეთიკის დაცვა აუცილებელია. სამართლიანად, მიუკერძოებლად და პასუხისმგებლობით გაშუქება არის უსაფრთხოების წინაპირობა“.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ვებვერდს.
წყარო: IREX.org