სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აზერბაიჯანი: ადგილობრივთა ჩივილი აგრესიულ პროტესტში გადაიზარდა

0 კომენტარი
 2013 წლის 30 იანვარი   ავტორი: Mirian Koridze

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ქუჩური გარჩევის შემდეგ არეულობამ ქალაქ ისმაილიში მწვავე ხასიათი მიიღო.

შაჰლა სულთანოვა, იდრაკ აბასოვი – კავკასია

ცეცხლის ალში გახვეული სასტუმრო ისმაილიში (ფოტო: შაჰლა სულთანოვა)

სასტუმროსთან მდგარ მანქანებს დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს (ფოტო: შაჰლა სულთანოვა)

რაიონის გამგებლის შვილის სახლი (ფოტო: შაჰლა სულთანოვა)

გასულ კვირას აზერბაიჯანის პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ორჯერ დაშალა დემონსტრაცია. ხელისუფლება დემონსტრაციების მოწყობაში ოპოზიციას ადანაშაულებს, საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით კი მათი პროტესტი სპონტანურად დაიწყო და ის ადგილობრივების უკმაყოფილებით იყო გამოწვეული.

საპროტესტო გამოსვლები აზერბაიჯანის პატარა ქალაქ ისმაილიში მას შემდეგ დაიწყო რაც 23 იანვარს, საღამოს, სასტუმროს მეპატრონე ემილ შამსადინოვსა და ტაქსის მძღოლს შორის ჩხუბი მოხდა. ჩხუბის მიზეზი ავარია გახდა, რის გამოც შამსადინოვმა და სავარაუდოდ კიდევ ერთმა მამაკაცმა ტაქსის მძღოლი ისე სცემეს, რომ ის საავადმყოფოში მოხვდა.

შამსადინოვის სასტუმროსთან შეკრებილმა დაახლოებით 1000 ადამიანმა სასტუმროს ჯერ ქვები დაუშინა შემდეგ კი იქვე მდგარ მის მანქანას ცეცხლი წაუკიდა, ცეცხლის ალი სასტუმროსაც მოედო რის გამოც ის მთლიანად დაიწვა.

„პირველად მისი „ჰამერი“ დავწვით, რომელიც იქვე, შენობასთან იყო გაჩერებული,“ამბობს ახალგაზრდა სახელად ჯაბირი და თან ცეცხლის ალში გახვეულ სასტუმროს უყურებს. „ცეცხლის ალი „ჰამერიდან“ სასტუმროზე და იქვე მდგარ „შევროლე კამაროზე“ გადავიდა. შემდეგ მისი სხვა მანქანებიც დავწვით.“

ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა რაიონის გამგებლის ნიზამი ალაკბაროვის შვილის სახლთან გადაინაცვლეს და ალყა შემოარტყეს მას. ალეკპეროვი აზერბაიჯანის შრომის მინისტრის ფიზული ალეკპეროვის ძმაა. დემოსტრანტების აზრით ალეკპეროვი და შამსადინოვი შეკრულები არიან.

მომიტინგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სახლის ეზოში შეიჭრნენ, ცეცხლი წაუკიდეს მოტოციკლებს და დაცვის ჯიხურს. ისინი გამგებლის გადადგომას ითხოვდნენ.

ჯაბირის თქმით მათ სახლის დაწვაც უნდოდათ, მაგრამ ბენზინი აღარ ეყოთ.

ალეკპეროვმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში უარყო შამსადინოვთან რაიმე სახის კავშირი და განაცხადა რომ ხანძრის დროს მისი ოთხი ავტომანქანა და ხუთი მოტოციკლი დაიწვა.

„ავტო ავარიის გამო ორ ადამიანს შორის მომხდარი ჩხუბის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს,’ განაცხადა ალეკპეროვმა.

არეულობის დაცხრომა მოხერხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციის დანაყოფები მეზობელი ქალაქებიდანაც გამოიძახეს. პოლიციამ დააკავა ათობით ადამიანი, მათ შორის შამსადინოვი და ის პიროვნება, რომელმაც ტაქსისტის ცემაში მიიღო მონაწილეობა.

ჯაბირის თქმით ახალგაზრდებს გარეთ გასვლისთანავე აკავებდნენ.
„მე სამი რეზინის ტყვია მომხვდა, მერე მცემეს კიდეც. ახლაც მიჭირს მოძრაობა,“ ამბობს ის. „ახლახან წამოვდექი.“

ისმაილიში არეულობის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე, ბაქოს სავაჭრო ცენტრში მომუშავე მაღაზიების მფლობელებმა დემონსტრაცია მოაწყვეს, მათ ქალაქიდან გასასვლელი ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი მენეჯერების, მათი აზრით, თვითნებურ და თავხედურ საქციელს აპროტესტებდნენ.

პოლიცია დემონსტრაციას რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ერთი საათის განმავლობაში არბევდა. ათი ადამიანი დააპატიმრეს და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს რომ მან და მისმა კოლეგებმა საპროტესტო აქციის მოწყობა მას შემდეგ გადაწყვიტეს რაც ხელმძღვანელობამ მათ 3500 მანათის (დაახლოებით 4 300 აშშ დოლარი) გადახდა მოსთხოვა. თითოეული მაღაზიის მფლობელს ეს თანხა სავაჭრო ცენტრის შიდა სატელევიზიო სისტემის დამონტაჟებისათვის უნდა გადაეხადა.

„ჩვენ უბრალო გამყიდველები ვართ. ჩვენ ისედაც ვიხდით იჯარის ფულს თვეში 600 მანათს 40კვ.მ ფართის სარგებლობისათვის, ასევე 450 მანათს ვუხდით სავაჭრო ცენტრის მენეჯერებს. აიღონ და ამ ფულით დაამონტაჟონ ეს სატელევიზიო სისტემა,“ ამბობს ის. „უფროსობა ჩვენს ჩივილს ყურად არ იღებს.“

მამედ მუხთაროვი, კიდევ ერთი მაღაზიის მფლობელი, აცხადებს, რომ მოვაჭრეებს ვერ დააშინებენ.
„მათ ჩვენი დაშინება უნდოდათ, ხალხში პროვოკატორები შემოაგზავნეს და ცემა დაგვიწყეს. მაგრამ ჩვენ ამას არ შევურიგდებით,“ამბობს ის. „დღეს იჯარის გადასახადს გაგვიზრდიან, ხვალ მოვლენ და რაიმე სხვა საბაბით წაგვართმევენ ფულს.“

ფუად საფაროვი, სავაჭრო ცენტრი „ბინა მოლის“ ადვოკატი IWPRთან საუბარში აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია არ იყო ისეთი როგორიც ჩანდა. ის უარყოფს ბრალდებებს, რომ მენეჯერები მოვაჭრეებთან შეხვედრაზე შეიარაღებული პირების თანხლებით მივიდნენ.

„ჩვენ არ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ აქციის ყველა მონაწილე სავაჭრო ცენტრის მოვაჭრე იყო. მათ შორის ბევრი პროვოკატორი იყო,“ ამბობს საფაროვი. „თუ ისინი იჯარის მომატებას აპროტესტებდნენ, მაშინ რატომ ისმოდა აქციაზე ისეთი შეძახილები როგორიც მაგალითად ‘თავისუფლება’?“

პრეზიდენტ ილხამ ალიევის ადმინისტრაციის სოციალურ-პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალი ჰასანოვმა მსაგვსი შეფასება მისცა ისმაილიში გამართულ საპროტესტო აქციას და განაცხადა, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ ადგილობრივი მოსახლეობა გამოიყენა.

„ისინი ამ ხალხს იყენებენ და არაკანონიერ ქმედებებს ახორციელებენ ადგილობრივი აღმასრულებელი და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ,“ ამბობს ის. „ისინი ამწვავებენ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას, ზიანს აყენებენ საზოგადოებრივ და კერძო საკუთრებას, ასევე ხალხსაც.“

ჰასანოვი მოუწოდებს ისმაილის მოსახლეობას შორს დაიჭიროს თავი „პროვოკატორებისაგან“.

„ისინი ვინც ეს მოაწყო და ვინც ამით სარგებელი მიიღო დაისჯებიან,“ თქვა მან. „იმედი მაქვს რომ ისმაილის კანონმორჩილი მოსახლეობა არ აყვება პროვოკატორებს.“

თავად ისმაილიში კი, მისი მკვიდრი ჯაბირი და მისი ახალგაზრდა მეგობარი თანამებრძოლი ელმირი ირწმუნებიან რომ მათი უკმაყოფილება მიმართული იყო არა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ, არამედ თავიანთი ქალაქის მმართველობის მიმართ.

„ყელში ამოგვივიდა-შეხედეთ ამ გზას, სულ ტალახია. რატომ? ნუთუ ასფალტსაც არ ვიმსახურებთ?“ ამბობს ჯაბირი. „ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღდეგო ქვეყნის პრეზიდენტის – ჩვენ გვიყვარს ჩვენი პრეზიდენტი და გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში. ჩვენ უბრალოდ გვინდა ბოლო მოვუღოთ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას იმ ხალხის მიერ, რომლებიც ჩვენ უნდა გვემსახურებოდნენ.“

ელმირის თქმით ქალაქში უმუშევრობის პრობლემაცაა.

„მე ამისთვის არ ვადანაშაულებ ხელისუფლბას, მე ვადანაშაულებ იმას ვინც ამ ქალაქს მართავს,“ თქვა მან.

იდრაკ აბასოვი IWPR კონტრიბუტორი აზერბაიჯანში. შაჰლა სულთანოვა თავისუფალი ჟურნალისტია.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი Mirian Koridze


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT