სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აზერბაიჯანი: ხუთწლიანი პატიმრობა არჩევნებზე აღმოჩენილი დარღვევებისთვის

0 კომენტარი
 2014 წლის 12 ივნისი   ავტორი: სევინჯ თელმანქიზი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ანარ მამადლის ორგანიზაციის დასკვნით, არჩევნები, რომელშიც პრეზიდენტმა  85%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა არ იყო „თავისუფალი და დემორატიული“.

ანარ მამადლი, არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.

სევინჯ თელმანქიზი – კავკასია

ცნობილ აზერბაიჯანელ აქტივისტს ანარმამადლის ხუთწელიწად-ნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისი ადვოკატის მტკიცებით ეს დისიდენტური ხმის ჩახშობის კამპანიის ნაწილია.

მამადლი, რომელიც არჩევნების მონიტორინგის და დემოკრატიის კვლევის ცენტრს (EMDS) ხელმძღვანელობდა  გასული წლის დეკემბერში დააპატიმრეს და მთელი რიგი ბრალდებები წაუყენეს, გადასახადების დაფარვით დაწყებული არჩევნების გაყალბებით დამთავრებული.

26 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მას ხუთწელიწად-ნახევარი მიუსაჯეს, ხოლო EMDS აღმასრულებელ დირექტორს ბაშირ სულეიმანლის სამწელიწად-ნახევარი.

მათი პარტნიორი ორგანიზაციის „მოხალისეთა საერთაშორისო თანამშრომლობა“ ხელმძღვანელს, ელნურ მამადლის კი სასამრთლომ პირობითი სასჯელი ორწელიწად-ნახევრის ვადით მიუსაჯა.

ადვოკატი ასაბლი მუსტაფაევი დარწმუნებულია, რომ მისი კლიენტის ერთადერთი დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მისმა ორგანიზაციამ [EMDS] 2013 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც პრეზიდენტმა ალიევმა ხმების 85% დააგროვა, შეაფასა, როგორც არადემოკრატიული და არათავისუფალი.

„ეს დაპატიმრება არის შურისძიბა ანარ მამადლის მიერ არჩევნების შესახებ გაკეთებული ანგარიშის გამო, ეს ასევე არის სხვა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების გაფრთხილება“,- აცხადებს მუსტაფაევი.

საზოგადოებრივი გაერთიანების „დემოკრატიული ინსტიტუტები და ადამიანის უფლებები“ ხელმძღვანელი ელჩინ აბდულაევი აცხადებს, რომ ხელისუფლება ავტორიტეტული აზრის ჩახშობას ცდილობს, საერთაშორისო ასპარეზზე დაუსჯელობის განცდა კი მას კიდევ უფრო ათამამებს.

„პოლიტიკური დაკავებების რაოდენობის გაზრდას ქვეყნის გარეთ სერიოზული რეაქცია არ მოჰყოლია, ამიტომაც აზერბაიჯანში პოლიტიკურ პატიმართა რაოდენობა დღითიდღე სულ უფრო იზრდება“, – ამბობს აბდულაევი.

მამადლისა და მისი თანამოაზრე აქტივისტების მიმართ გამოტანილ განაჩენს საერთაშორისო საზოგადოების მყისიერი კრიტიკა მოჰყვა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურესად იმედგაცრუებულია“, – ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „არჩევნების დამოუკიდებელი დამკვირვებლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დემოკრატიული საზოგადოების გააქტიურებაში და მათ უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ მოვალეობა შიშის გარეშე შეასრულონ“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ იზაბელა სანტოსმა აზერბაიჯანის ხელისუფლება უფრო მწვავედ გააკრიტიკა.

„აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების სისტემატიურმა დევნამ ანარ მამადლის გასამართლებით ახალ ზღვარს მიაღწია“, – აცხადებს თავის განცხადებაში სანტოსი. „ვშიშობ, მამადლის ერთადერთი დანაშაული არის მისი სამუშაო – ქვეყნის ამომრჩევლების ხმების დაცვა. მისი გასამართლება და ციხეში ჩასმა არის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით ეუთოს ფასეულოებების შეურაცხყოფა“.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორი იანეზ ლენარჩიჩი, რომელიც თავადაც აკვირდებოდა ოქტომბრის არჩევნებს აცხადებს, რომ ეს სასჯელი არის კამპანიის ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანში არჩევნების მონიტირინგის ჩაშლას ემსახურება.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ ბრალდება და განაჩენი მისი საქმიანობისთვის – ამომრჩეველთა ხმების დაცვისთვის -ხელის შეშლას ემსახურება“, – აცხადებს ლენარჩიჩი. „ჩემთვის ასევე ნათელია, რომ ეს განაჩენი, ისევე როგორც სხვები, არის გამაფრთხილებელი იმათთვის, ვინც ემსახურება საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და თავისუფლებების დაცვას და რომლის შესრულების ვალდებულებაც თავად ქვეყანას აქვს აღებული“.

მმართველი იენი აზერბაიჯანის პარტიის ლიდერი მუბარიზ გურბანლი მამადლის საქმიანობასა და მის დაპატიმრებას შორის ვერავითარ კავშირს ვერ ხედავს.

„ეს სასამართლო დევნა იმის გამო დაიწყო, რომ ორგანიზაციამ [EMDS] კანონი დაარღვია“, – განუცხადა მან რადიო თავისუფლებას. „ვფიქრობ, რომ ის ადამიანები,  რომლებიც ცდილობენ ამ საქმეს პოლიტიკური ქვეტექსტი მოარგონ ცდებიან“.

იმ დღეს, როდესაც სამივე ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს, პრეზიდენტმა ალიევმა 160 მსჯვარდებული შეიწყალა.

უფლებადამცველი აქტივისტი ნოველა ჯაფაროღლუ ამბობს, რომ მის მიერ მომზადებული სიიდან არცერთი ადამიანი არ გათავისუფლებულა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების დევნას კვლავაც გააგრძელებს.

„29 ადამიანისგან შემდგარი სია მოვამზადეთ, რომელსაც ხელი უამრავმა უფლებადამცველმა მოაწერა, მაგრამ  არცერთი არ შეიწყალეს. პრეზიდენტს სურვილი რომ ჰქონოდა, ამ ადამიანებს გაათავისუფლებდა“, – განაცხადა მან.

ჯაფაროღლუმ ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, რომელმაც ახლახანს ჩაიბარა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ექვსთვიანი თავმჯდომარეობა, აქტივისტების გათავისუფლებით ამ პოსტს „თავაწეული ჩაიბარებდა“.

ახალი საქმეების ჩამოთვლის შემგედ მან დასძინა: „თუ ამნისტია არ შეეხება ტოფიგ იაქუბლუს, ილგარ მამედოვს, იადიგარ სადიქოვს, ნიდას წევრებს და ჟურნალისტებს, ეს აზერბაიჯანის სირცხილი იქნება“.

სევინჯ თელმანქიზი გაზეთ „იენი მუსავათის“ რეპორტიორია აზერბაიჯანში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი სევინჯ თელმანქიზი


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT