სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აზერბაიჯანში ცნობილი ოპოზიციონერი ციხეში ჩასვეს

0 კომენტარი
 2014 წლის 22 იანვარი   ავტორი: აითან ფარჰადოვა

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


იადიგარ სადიქოვი ხულიგნობის ბრალდებით დამნაშავედ ცნეს საქმეში, რომელიც მისი მხარდამჭერების მტკიცებით შეთითხნილია.

იადიგარ სადიქოვი (ფოტო: მოწოდებულია იადიგარ სადიქოვის მიერ)

აითან ფარადოვა – კავკასია

აზერბაიჯანულმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ ერთ-ერთ ლიდერს ხულიგნობის ბრალდებით ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იადიგარ სადიქოვი 13 იანვარს გაასამართლეს. ის გასული წლის ივნისში ქალაქ ლენკორანში საკუთარ სახლში დააკავეს და ბრალად ორი დღით ადრე გამვლელის ფიზიკური შეურაცხყოფა  წაუყენეს. მომჩივანმა რაშიდ კარიმოვმა პოლიციას განუცხადა, რომ ლენკორანის ერთ-ერთ კაფეში სადიქოვმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ კი თავში ტელეფონი ჩაარტყა.

პროფესიით პედაგოგი სადიქოვი უკვე აღარ კითხულობს ლექციებს ისტორიაში ლენკორანის უნივერსიტეტში. მისი სასწავლებლიდან გაშვების მცდელობა ადრეც ყოფილა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა, რადგან სტუდენტებმა ლექტორის მხარდასაჭერად აქტიური კამპანია გამართეს.

სადიქოვი იყო პარტია „მუსავათის“ ლიდერის იზა გამბარის მრჩეველი, აქვეყნებდა სტატიებს ონლაინ გამოცემებში www.civil-forum.az  და www.minval.az და ასევე იყო ვებ გვერდ IS TE FA („გადადექი“) ადმინისტრატორი, რომელსაც სოციალურ ქსელ Facebook-ში 200 000 მიმდევარი ჰყავდა, მანამ სანამ ის მოულოდნელად, ყოველგვარი განმარტების გარეშე, Facebook-მა არ დახურა.

„იადიგარი ძალიან აქტიურობდა, როგორც რეალური ცხოვრებაში, ისე სოციალურ მედიაში“, – განაცხადა გამბარმა თავისი თანამოაზრის დაკავების შემდეგ. „როგორც ჩანს მისი საქმიანობა ცხოვრებაში და სოციალურ მედიაში ხელისუფლებისთვის საშიში აღმოჩნდა“.

სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, უფლებედამცველი აქტივისტების მსგავსად, იზიარებენ იმ აზრს, რომ სადიქოვის საქმიანობამ ქვეყნის ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია და ამიტომაც კრიმინალური საქმის ფაბრიკაციით ის გზიდან ჩამოიშორა.

სადიქოვის ადვოკატი ხალიდ ბაგიროვი საქმის სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობს.

„გამოძიების მსვლელობისას აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სადიქოვის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. როდესაც ისინი ვითომდა მომხდარის შესახებ ყვებოდნენ, ინციდენტის ისეთ ადგილს ასახელებდნენ, სადაც ჩემი კლიენტი იმ დღეს საერთოდ არც ყოფილა,“ – ამბობს ადვოკატი. „[მოწმის] ჩვენება ჩაიწერა ვიდეო ფირზე, მაგრამ შემდეგ ეს ჩანაწერი უბრალოდ გაქრა. ის მობილური ტელეფონი, რომელიც სადიქოვმა ვითომდა თავში ჩაარტყა ქარიმოვს ნივთმტკიცებულებათა სიიდან გაუჩინარდა.“

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ პოლიცია არასოდეს განახორცილებდა ისეთ ქმედებას, რომელიც განზრახ იქნებოდა მიმართული რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერის საწინააღმდეგოდ.

„ზოგიერთები ამბობენ, რომ სადიქოვის დაკავება დაკავშირებულია მის პოლიტიკურ საქმიანობასთან, მაგრამ ასეთი განცხადებები მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს,“ – განაცხადა სამინისტროს პრეს სპიკერმა ორჰან მანსურზადემ. „კონკრეტულმა პიროვნებამ შემოიტანა საჩივარი, რომ მას თავს დაესხნენ, დაიწყო გამოძიება და აღმოჩნდა, რომ ბრალდებული იყო სადიქოვი. მისი პოლიტიკური საქმიანობა უბრალოდ არაფერ შუაშია“.

პარლამენტის წევრი მმართველი „იენი აზერბაიჯანის“ პარტიიდან სიავუშ ნოვრუზოვი ამავე აზრს იზიარებს.

„თუ მან ვინმეს სცემა, რა ის მხოლოდ იმიტომ არ უნდა დაისაჯოს, რომ პოლიტიკური ფიგურაა? კანონი ყველასთვის თანაბრად უნდა მოქმედებდეს“, – განაცხადა ნოვრუზოვმა.

ოპოზიციონერი პილიტიკოსები და უფლებადამცველი აქტივისტები კი ამტკიცებენ, რომ საქმე აშკარად პოლიტიკურია.

პარტია „იმედის“ ლიდერი იგბალ არაზადე ხელისუფლების ხშირი კრიტიკით არ გამოირჩევა, თუმცა ამ შემთხვევაში ის გამონაკლისს უშვებს.

„ხელისუფლება აპატიმრებს ოპოზიციონერ აქტივისტებს გამოგონილი ბრალდებებით, იადიგარ სადიქოვიც ერთ-ერთი მათგანია,“ – ამბობს ის. „ეს დაკავებები მიზნად ისახავს სხვა ადამიანების დაშინებას და მათი პოლიტიკური აქტიურობის შეჩერებას“.

ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენელი ნათიგ ადილოვი აღნიშნავს, რომ სადიქოვის ციხეში ჩასმით ხელისუფლება მის მიმართ გამოხატული კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობს.

„სადიქოვი გამორჩეული იყო არა მხოლოდ მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ის იყო ჟურნალისტი, რომელიც სოციალურ მედიაში აქტიურად აკრიტიკებდა მთავრობას. სწორედ ეს არის მისი დაჭერის ნამდვილი მიზეზი“.

სადიქოვი არ არის ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დააკავეს. (იხილეთ:  აზერბაიჯანი არჩევნების შემდეგ დიდ სასამართლოდ გადაიქცა).

პარტია „მუსავათის“ აქტივისტი აზერ ისმაილი აცხადებს, რომ ასეთი ტიპის დაჭერებს საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი და რომ გასულ წელს ის თავადაც მოხვდა პოლიციის სამიზნეში. ის არჩევნებზე დამარცხებული ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯემალ ჰასანლის მხარდასაჭერად გასამართ მიტინგამდე ერთი დღით ადრე დააკავეს.

„საკონდიტრო მაღაზიაში დამაკავეს. მაბრალებდნენ, თითქოს პენსიონერის ცემა ვცადე. ორი დღის განმავლობაში ვიყავი დაკავებული, რის გამოც დემონსტრაციაზე ვერ მივედი,“ – იხსენებს ის. „ცხადია, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზეზით კეთდება“.

Amnesty International და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ალიევის მთავრობა განსაკუთრებულად რეპრესიული გახდა.

Amnesty International ოქტომბრის თვეში გამოქვეყნებული ანგარიშში 14 „სინდისის პატიმრის“ სახელს ასახელებს.

ნავთობ-მუშაკების უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მირვარი გარამანლი თვლის, რომ ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს ის, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები სერიოზულ ზიანს მიაყენებს აზერბაიჯანის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.

„მოსამართლეებმა, რომლებსაც ასეთი უსამართლო განაჩენები გამოაქვთ მანტიები ნაგავში უნდა გადაყარონ. ეს მათ სინდისზე ლაქად დარჩება. იადიგარ სადიქოვის და სხვა აქტივისტების დაკავებით ხელისუფლებას სურს დააშინოს და დაადუმოს მთელი საზოგადოება“, – განაცხადა მან.

აითან ფარადოვა Bizim Yol რეპორტიორია აზერბაიჯანში.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი აითან ფარჰადოვა


მსგავსი სტატიები:


ოკუპაციის შედეგები საქართველოში
აპრილი 15, 2022

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

აზერბაიჯანი: თვითმკვლელობების საგანგაშო სტატისტიკა
ივლისი 1, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT