სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აზერბაიჯანი ყარაბაღში ჩამსველელებს მკაცრი ზომებით პასუხობს

0 კომენტარი
 2013 წლის 1 სექტემბერი   ავტორი: მაჰერამ ზეინალოვი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ყარაბაღში სომხეთიდან ჩასული უცხოელები ამბობენ, რომ მათ აზერბაიჯანში შესვლა აეკრძალათ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო (ფოტო: მაჰერამ ზეინალოვი)

მაჰერამ ზეინალოვი – კავკასია

აზერბაიჯანში ასობით უცხოელის გვარი შავ სიაში მოახვდა იმის გამო, რომ ისინი მთიან ყარაბაღს სტუმრობდნენ.

სიაში მოხვერდილ 335 ადამიანს, რომელთა შორის არიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ასევე ესპანელი ოპერის მომღერალი მონსერატ კაბალიე, ეკრძალებათ აზერბაიჯანში შესვლა. სოპრანოს ყარაბაღში სტუმრობა ბაქოსა და მადრიდს შორის მცირე დიპლომატიური სკანდალის მიზეზიც კი გახდა.

ყარაბაღს 90-იანი წლების სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შემდეგ სომხური ადმინისტარაცია მართავს, ამიტომ სომხეთიდან იქ მოხვედრა იოლია. აზერბაიჯანის ხელისუფლება ყარაბაღს თავის სუვერენულ, თუმცა ოკუპირებულ ნაწილად მიიჩნევს და ამიტომ თვლის, რომ იქ მოსახვედრად ქვეყნის სტუმრებმა იგივე სავიზო პროცედურები უნდა გაიარონ, რაც საჭიროა დანარჩენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახვედრად.

პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულნი არიან პარლამენტარები ბრიტანეთიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, არგენტინიდან და ურუგვაიდან, მათ შორის არიან რვა ევროპის პარლამენტის წევრი, ასევე ჟურნალისტები და ფოტოგრაფები.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ელმან აბდულაევის განცხადებით სიაში მოხვედრილ ადამიანებს ეკრძალებათ აზერბაიჯანში შესვლა, თუმცა მან აქვე დასძინა, რომ აკრძალვა არის არის სამუდამო.

„ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე, შეუძლია მიმართოს შესაბამის სააგენტოებს აზერბაიჯანში სიიდან ამოღების თხოვნით“, – განაცხადა აბდულაევმა. „სიაში მყოფი ადამიანების უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისას შეცდომაში შეიყვანეს, სომხებმა მათ ცრუ შთაბეჭდილება შეუქმნეს, თითქოს ისინი იმყოფებოდნენ სომხეთის ტერიტორიაზე“.

აბდულაევის განცხადებით სიაში არ მოხვდნენ ის ადამიანები, რომელთაც ყარაბაღში შესვლისთვის ნებართვის მისაღებად ოფიციალური ბაქოს მიმართეს.

„უმეტეს შემთხვევაში ჩვენი პასუხი იყო დადებითი და შესაბამისად ეს ადამიანები არ მოხვდნენ სიაში“, – ამბობს ის. „მაგალითად, აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლამდე ჩვენ მოგვმართეს ამერიკელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც საერთაშორისო კრიზის ჯგუფის თანამშრომლები იყვნენ და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა“.

ჟურნალისტი და Go Media ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოში მარგარიტა ახვლედიანი, გაოცებული დარჩა როდესაც აღმოაჩინა, რომ მას აზერბაიჯანში შესვლა აკრძალული ჰქონდა.

„უკვე 20 წელზე მეტია რაც ჟურნალისტად და რედაქტორად ვმუშაობ მთელი კავკასიის მასშტაბით. ყოველთვის ვმოგზაურობ სხვადასხვა რეგიონში, რადგან ჟურნალისტური საქმიანობა მოითხოვს პირადად იყო იქ სადაც საჭიროა, სხვაგვარად გამოგრჩება მნიშვნელოვანი მოვლენა თუ მოსაზრება, განსაკუთრებით კი ეს ეხება მიუწვდომელ ადგილებს“, – თქვა მან.

ახვლედიანი ადასტურებს, რომ ის იმყოფებოდა ყარაბაღში 2011 წლის ივნისში, თუმცა მისი სიაში მოხვედრის კანონიერება საკამათოდ მიაჩნია.

„აზერბაიჯანში ჯერ კიდევ მოქმედებს წესი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ყარაბაღში შესვლისთვის ნებართვა სჭირდება იმათ, ვინც აზერბაიჯანში ვერ მოხვდება უვიზოდ, მაგრამ ქართველებს ვიზა არ სჭირდებათ“, – გვიხსნის ის. „აზერბაიჯანი აპირებს კანონში ცვლილებების შეტანას…და შესაძლოა მას ახალი მოთხოვნები დაემატოს, თუმცა როგორც ჩანს სადამსჯელო ღონისძიებები უფრო ადრე  გატარდება, ვიდრე მოხდება საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება“.

ზარინა სანაკოევა ჟურნალისტია სამხრეთ ოსეთიდან. ეს რეგიონიც, ყარაბაღის მსგავსად, თვითაღიარებული რესპუბლიკაა. ყარაბაღში ვიზიტის გამო ზარინა აზერბაიჯანში პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული.

„გარდა იმისა, რომ ეს არის ცუდად მოფიქრებული ნაბიჯი და უსამართლო ადამიანური თვალსაზრისით, ასევე ეჭვი მეპარება, რომ ამით მოხერხდეს რაიმე პოლიტიკური სარგებლის მოპოვება“, – ამბობს ის.

აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი ელდარ ზეინალოვისთვის გასაგებია ის, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება აკძალვა გამოიყენოს იმ პირების მიმართ, რომლებიც ერევიან ყარაბაღის ირგვლივ არსებულ დავაში, მაგრამ მისთვის გაუგებარია ის, თუ რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება, როცა იქ შესვლას უკრძალავს ჟურნალისტებს, საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ხელოვან ადამიანებს.

ზეინალოვის თქმით, თავად სიას „დაუსრულებელი“ სახე აქვს. ფოტოსურათი ყველა სახელს და გვარს არ ახლავს, ასევე ხშირ შემთხვევაში ცარიელია გრაფა, რომელშიც უნდა ეწეროს, თუ რა მიზეზით ეკრძალება პიროვნებას ქვეყანაში შემოსვლა.

„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დოკუმენტი მომზადებული იყო ნაჩქარევად და ძირითადად გამიზნული იყო ქვეყნის შიგნით გამოყენებისათვის“.

ზეინალოვი ასევე აღნიშნავს, რომ სია მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზეა დაბეჭდილი და მიუხედავად იმისა, რომ ენა ლათინურ ანბანს იყენებს უცხოური სახელები არასწორადაა დაწერილი. მაგალითად, Montserrat Caballé (მონსერატ კაბალიე) სიაში წერია “Monserrat Kaballye”, საფრანგეთის პარლამენტის წევრის სახელი Francois Rochebloine (ფრანსუა როშბლუანი) წერია „Fransua Rosbluan“ და ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ლორდთა პალატიდან Caroline Cox (კეროლაინ კოკსი ) სიაში წერია, როგორც  „Baranessa Karolayn Koks“.

როგორც ზეინალოვმა აღნიშნა „ეს ნიშნავს იმას რომ, ადამიანები საძიებო სისტემებში სახელის და გვარის ჩაწერის შემდეგ ვერ იპოვიან თავიანთ თავს პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ადამიანების სიაში“.

მაჰერამ ზეინალოვი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი მაჰერამ ზეინალოვი


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT